შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 11:04

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო. 

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

ყველანაირი მცდელობა სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,- ლევან იზორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:26

„მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვარს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,“ - ასე გამოეხმაურა  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს. 

ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ახალი წვრთნების პროგრამას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას.
 
“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი.
 
ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ მომავალ წელს თუ როგორ იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩართული მზადყოფნის პროგრამაში“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასც

ჩვენი არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 11:39

აქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)  ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის ღირსეული არსებობის საფუძველი. თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით უზრუნველყო ამ ქვეყნების მოქალაქეების ღირსეული არსებობა. სწორედ ამიტომ, ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ უსაფრთხოების წესებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებასთან. ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალსახად არის გაწერილი იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა. იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ევროპა დღეს დგას მოწმობს ერთს, რომ თუ მეზობელია უსაფრთხოდ, თუ მეზობელ ქვეყანაში არის დემოკრატიული განვითარება მაშინ ეს უსაფრთხოება ევროპაშიც უზრუნველყოფილია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებთან ერთად კონფერენციას ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საერთაშორისო კონფერენცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დახურა.

„მე სრულად მესმის საქართველოს მისწრაფების, იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ნორვეგია და ბევრი სხვა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ნატო საქართველოს წავიდეს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. იგივეს ვიტყვი საქართველოსთან მიმართებაში, რაც ავღნიშნე ვარშავის სამიტზე - დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. საქართველოსთვის ჩემი მთავარი რჩევაა გააგრძელოს ყველა რეფორმა. ჩვენ უკვე ვნახეთ მართლაც სათანადოდ გატარებული რეფორმები, დიდი პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების, საარჩევნო თუ კონსტიტუციური რეფორმირების გზაზე. მთავარი საკითხი სამართლებრივი კუთხით რეფორმირებაა. ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირების პროცესი. ნატოსთვის ფუნდამენტურად პრინციპულია, რომ ყველა სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აირჩიოს კურსი, მათ შორის თუ რა უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სურს მას გაწევრიანება. ეს ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელწმიფოს ფუნდამენტური უფლებაა. გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი - ეს მხოლოდ ნატოს 29 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქვეყნები. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა: საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში, დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთის საფრთხე და ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები. 

ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.

საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გავიგებთ, - იზორია ტერაქტის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 14:43

როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს. თუ რა კავშირებია და საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გაიგებს საზოგადოება”, -  აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ტერაქტის სამესთან დაკავშირებით გააკეთა. 

არ გამოვრიცხავ, კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას, - თავდაცვის მინისტრი ზღვაში დაკარგული სამხედროების შესახებ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 11:52
„ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები, თუმცა ბუნებრივია ამ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის. ყველაფერია დასაშვები, გარემოებები გვაძლევს ამის საფუძველს,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროობის საქმესთან დაკავშირებით.

დიდგორობა ჩვენი ერის უძლეველობის დღეა, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 16:43

დიდგორის ბრძოლა სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ გამორჩეულ ფურცლად საქართველოს ისტორიაში. ბრძოლის წლისთავზე დიდგორის ველზე ტრადიციულად ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული. გამონაკლისი არც 895-ე წლისთავი აღმოჩნდა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამომსვლელთა შორის იყო თავდაცვის მინისტრიც.

„ძვირფასო საზოგადოებავ, გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს. დიდგორობა არის ჩვენი ერის უძლეველობის დღე. ის არის სიმბოლო თავდადების, სიმამაცის, თავგანწირვის, რომელმაც ჩვენ, ქართველები დღემდე მოგვიყვანა. დიდგორობა და დიდგორი არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ის არის ცოცხალი მეხსიერება, ის არის ქართული სულის ენერგია, ის არის ჩვენი მუდმივი მისწრაფება გამარჯვებისკენ. დიდგორში მებრძოლი ქართველები დღესაც იბრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვზიდოთ. დღეს ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეულად. უსაფრთხოება, თავისუფლება, სამართლიანობა ამ ბრძოლის დევიზი რომლის განხორციელებითაც თითოეული მოქალაქოს ღირსეული პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ახალი გამარჯვებები გრძელდება, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება თქვენთან ერთად, ჩვენს პრემიერთან ერთად. ჯერი ახლა ჩვენზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამარჯვებებს თქვენთან ერთად მივაღწევთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სიტყვის დასასრულს შედგა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილოდების ცერემონიალი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე, დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით  „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ჯილდოები  მათ ლევან იზორიამ პირადად გადასცა.

გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა ასევე შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 10:48

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს უმასპინძლა.შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც კონცეპტუალურ დოკუმენტში იქნება ასახული.აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი უნდა გახდეს.

დაიწყეთ ჟურნალისტური გამოძიება, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 14:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გორში, მეხუთე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრა. მინისტრმა ჟურნალისტრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ,,ოდეერებთან''დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას და დისკუსიაში ჩართვას არ აპირებს.

 „თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა დისკუსიაში შევიდე „ოდეერებთან“ გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებს და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა'',- განაცხადა იზორიამ.

„არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 01:11

„უშიშროების სამსახურიც და თავდაცვის სამინისტროც - ორივე მაინც არის ძალოვანი ბლოკი. ძალოვან ბლოკში მსგავსი გადაადგილებების უამრავი პრეცედენტის ნახვა შეგვიძლია. ამდენად, ეს არგუმენტები არადამაჯერებელია და ძალიან ჰგავს თინა ხიდაშელის ეჭვიანობას. ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა გამხდარიყო თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელი ეჭვიანობის ნიადაგზე სასტიკად გააკრიტიკებდა. ეს ისედაც ცხადი იყო იმედნად უყვარდა ეს თანამდებობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ განცხადებებს და მაინც და მაინც შინაარსს ამაში ვერ ვხედავ.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური