გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 12:25

საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც მიაწოდა, რომლის განხორციელებასაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად 2018 წლიდან იწყებს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

თავდაცვის მინისტრი ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 13:22

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. დღეს, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს.

ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს.

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ლევან იზორიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში".

თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 15:09

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით კანადის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვილნიუსში ვიზიტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსსაც შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მონაწილობას სამშვიდობო მისიებში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტვის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში: „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში", სადაც პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გამოვიდა.

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან.

თავდაცვის მინისტრი ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 10:10

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებების განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ.

თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 15:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე. "მე მაქვს პოზიცია და თხოვნა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, რომ ევროკავშირის მოსახლეობამ მეტი იცოდეს საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების კონტრიბუციის შესახებ საერთაშორისო მისიებში"- ლევან იზორია.

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 11:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საუბარი შეეხო ერთობლივ წვრთნებს, Noble Partner-სა და Agile Spirit-ს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ გლობალური უსაფრთხოების დამყარების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა მზარდი და სტრატეგიულია: „გვქონდა ძალიან საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი. მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით იმ მზარდ დინამიკას, რომელიც თავდაცვის სფეროში გვაქვს როგორც ორმხრივი, ისე მრავალეროვნული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც ნაყოფიერი და მზარდი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მომავლის გეგმებზეც ვიმსჯელეთ, კერძოდ, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპებზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მომავალი წლიდან სამი წლის განმავლობაში ეს პროგრამა წარმატებულად. ასე რომ, დინამიკა პოზიტიური და მზარდი, მხარდაჭერა ძალიან ძლიერია “, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 11:44

 საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000 ზე მეტი სამხედრო მოსამახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ. ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ მიისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახირეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურიათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ამხედრო მოსამახურეებს ხანძარ საწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.

 

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 აგვისტო 2017 10:04

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ერთობლივ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა. 

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანაც გადასცა. 

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„არმიჰოლში“ აშშ-ის ახალი ატაშე პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც იმყოფებოდა.

საქართვველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:31

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა და კაპრალმა იაგო შარაძემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. 

დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მოსაძებნად გატარდა ინტენსიური ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის ავიაცია. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ასევე, ჩართული იყო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა. დაზვერვით და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა სათანადო პერსონალით, ტექნიკით, აპარატურითა და რადარებით აღჭურვილი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმმძებნი ხომალდი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. 

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა კურსანტების იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა.

ლევან იზორია ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 13:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრნენ.

ლევან იზორიამ კაპიტან შტეფან ანიჰოფერს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა: „მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრესი.

განსაკუთრებით გამოვყავით ორი მიმართულება, სადაც ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ. ეს ეხება პირველ რიგში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გააქტიურდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ სხვა ინიციატივებს, მოხდება მათი სიქრონიზება და მაქსიმალური მუშაობა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიღწევა ჰქვია“ , განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს. ჯგუფის წევრები ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნატოს საერთაშორისო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიან.

ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი

ჩემთვის დიდი სიამოვნება და პრივილეგია იყო, ვყოფილიყავი ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი. საქმიანობის პროცესში თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილისგან მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მქონდა. მხარს მიჭერდნენ ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები.

ყველა ერთად ძალიან კარგი გუნდი ვიყავით და კარგად ვითანამშრომლეთ. მეამაყება შესრულებული სამუშაო და ის, რომ კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი გააგრძელებს საქართველოში საქმიანობას. ის ძალიან კარგი ოფიცერია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური