ლევან იზორიას და მაიკლ კარპენტერის ერთობლივი ბრიფინგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2016 11:11

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ორმხრივი შეხვედრისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშორმლობის მნიშვნელობასა და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დღეს ორმხრივი შეხვედრისას გაფორმდა.„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი იმ სტრატეგიული თანამშრომლობის დასტურია, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. დღეს ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს ითვალისწინებს. პირველი - კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწავლებებითა და შეიარაღებული ძალების წვრთნებით. ასევე, გავაძლიერებთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. ასევე ვგეგმავთ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ სასწავლო საბრძოლო ცენტრი. ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა სწორედ ამ ცენტრის შექმნის საფუძველზე უფრო მაღალ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რაც განვსაზღვრეთ წარმატებით განხორციელდება. ჩვენ თანამშრომლობას მომავალში უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც კონკრეტული ქმედებებით შემოიფარგლება და იმ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სახელმწიფო მდივან კერისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ივლისში გაფორმდა. თავდაცვის მინისტრმა ერთიანი საწვრთნელი ცენტრის განვითარება ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიმართულებით ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძვნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა და ინტენსიური გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს კონტექსტში მონაწილეობს, მაგრამ აშშ საქართველოსთან ორმხრივ ფორმატშიც თანამშრომლობს. ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ქართველი კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ ქართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის ქართველი სამხედროების გაწვრთნაში, არამედ კიდევ უფრო მეტ სწავლებებს დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ოადგილემ მაიკლ კარპენტერმა. საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2017 ფისკალურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. აშშ კი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს დახმარებას, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტ ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებს გულისხმობს.

ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა უსაფრთხოების სფეროში 3 წლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 17:01

ამერიკის თავდაცვს მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უსაფრთხოების სფეროში 3 წლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში საბრძოლო სასწავლო ცენტრი აშენდება. აღნიშნულ ცენტრში ამერიკულ-ქართული წვრთნები და სწავლება ჩატარდება. ლევან იზორის შეფასებით, მომავალ სამ წელიწადში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდება.ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილმ ყურადღება 2 ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და 8 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი უწოდა.მაიკლ კარპენტერის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება და შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოლიტიკის გაძლიერებაზე თანამშრომლობა გაღრმავდება.ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშეწის მოადგილის ინფორაციით, შერთებული შტატების ბიუჯეტის კანონპროექტში სხვადასხვა ქვენისათვის 650 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, თუმცა რა თანხას მიიღებს საქართველო, მაიკლ კარპენტერს პრესკონფერენციაზე არ დაუკონკრეტებია.

ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას-ლევან იზორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი 2016 12:41

გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. ცერემონიის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა არაერთი რეფორმა უნდა გაატაროს.მისივე თქმით, ის ტრადიცია, რომ ოფიციალურ დონეზე ხდება გენშტაბის ახალი უფროსის წარდგენა, ქართული არმიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.„დღეს ჩვენ ამ ცერემონიით, სწორედ ამ ფაქტორებს გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვხედავთ ამ ინსტიტუციურ განვითარებაში, რომელიც საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,“-განაცხადა ლევან იზორიამ.გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი მთავარი ამოცანა ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა და ნატო-სთან მაქსიმალური ინტეგრაცია იქნება.„შეიარაღებულ ძალებში განხორციელდება მთელი რიგი რეფორმები, ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან,“-აცხადებს ჩაჩიბაია.გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს  მუდმივი წარმომადგენელი იქნება ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა ალიანსთან მჭიდროა, თუმცა მისი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.

ლევან იზორია: „ხმა მივეცი თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 12:46

ლევან იზორია: „ხმა მივეცი თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა სრულიად საქართველოსთვის და მან ხმა სწორედ ქვეყნის განვითარების 4 წლიან გეგმას მისცა, რომელიც თითოეული მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას ემსახურება.„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხწლიან გეგმას, რომელიც უკავშირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, კეთილდღეობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ.

ლევან იზორია საარჩევნო უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:09

ლევან იზორია: „ხმა მივეცი თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა სრულიად საქართველოსთვის და მან ხმა სწორედ ქვეყნის განვითარების 4 წლიან გეგმას მისცა, რომელიც თითოეული მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას ემსახურება. „ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხწლიან გეგმას, რომელიც უკავშირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, კეთილდღეობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ.

ლევან იზორიამ აზერბაიჯანის ელჩს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 15:44

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი იყო, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფორმატია.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიამ ელჩს აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა შესთავაზა.

აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრნენ. 

ლევან იზორია: “გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას”

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:13

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო. 

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 11:04

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო. 

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

ყველანაირი მცდელობა სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,- ლევან იზორია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:26

„მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვარს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი,“ - ასე გამოეხმაურა  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს. 

ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ახალი წვრთნების პროგრამას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას.
 
“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი.
 
ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ მომავალ წელს თუ როგორ იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩართული მზადყოფნის პროგრამაში“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასც

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური