„არ მესმის, როგორ შეიძლება ლევან იზორიას ჩარჩოებში მოქცევა“ - გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 აგვისტო 2016 00:43

„პარლამენტთან ურთიერთობის დროს ლევან იზორია ყოველთვის ამჟღავნებდა კვალიფიციურობას, თანმიმდევრულობას მსოფლმხედველობაში, ცვლილებებში. ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ბატონი ლევანი და მე არ მესმის, როგორ შეიძლება მისი რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. ის არის მეცნიერი ადამიანი და მას ძალიან მარტივად შეუძლია სხვადასხვა საქმე იტვირთოს და ძალიან წარმატებულად განახორციელოს. აზრთა სხვადასხვაობას და წინააღმდეგობას გამოიწვევდა ნებისმიერი კანდიდატურა. ჩვენი ოპონენტების უმრავლესობისთვის სულერთია რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათთვის მთავარია ჩვენი გაკრიტიკება.“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გედევან ფოფხაძე პასუხობს.

"ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას"- ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 15:41

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა.

„თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და  ქვეყნისთვის ჩემთვისაც ფიცის დადების ცერემონიაა. ასევე, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების და  ოჯახების მიმართ -  ღირსეული მშობლების შვილები და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - მიმართა ლევან იზორიამ რეკრუტებს  და  ქვეყნის სამსახურის სათანადოდ შესრულებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.

„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები“, -  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც მიმართა. მან სამხედროებს კარიერული წინსვლა უსურვა და  ქართულ ჯარში სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ბაზა „ალგეთზე“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საუკეთესო და ფიზიკურად ყველაზე გამძლე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. საპატიო სიგელები მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში საუკეთესო მსროლელებმა და კურსის საუკეთესო სერჟანტმა.

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრუტებმა საჯარისო წესდებები, კავშირგაბმულობა და სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. ასევე, სამწყობრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო, ფიზიკური და სამხედრო საინჟინრო მომზადება გაიარეს.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა ამერიკელი ინსტრუქტრებით დაკომპლექტებული საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი 2011 წელს საწყისი ჩამოყალიბდა. გასულ წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.

 

უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 12:04

თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება.

საღი გონების პოლიტიკა, პირველ რიგში გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 10:09

ამ წუთებში თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია  სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება. მინისტრი უწყებაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივიდა. 

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 16:55

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე  შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, პრემიერმა ახალ მინისტრს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაშია წარადგენს.  

ლევან იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 13:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა. 
 ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს - ბას კლაინს და ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა. 
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი. ვიზიტის განმავლობაში განხორციელდა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

არასამთავრობოები მოდულის შენობასთან აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 14:55

არასამთავრობოებმა ლევან იზორიას სიმბოლური "ნარუშილოვკა" მიუტანეს, თუმცა აქციის მონაწილეების გზავნილი უწყებაში არ ჩაიბარესარასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  "ნარუშილოვკების" გამცემი პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ .

გვერდი 11/ 11-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური