ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 აპრილი 2019 11:20

თბილისში, კრწანისის რაიონში (გორგასლის ქუჩა 37)  ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირები პირველად ისარგებლებენ  სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები  პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ  მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.

უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი  და  მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები.

,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესიკრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

"ლიბერთი ბანკსა" და "ლოკომოტივს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 14:34

დღეს, 12 მარტს "ლიბერთი ბანკსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას.

"ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.

მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით.

ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებელის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით რომ ფეხბურთი, გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია."- განაცხადა საფეხბურტო კლუბ თბილისის ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ.

,,ლიბერთის არსებობის ისტორიაში ეს გახლავთ პირველი, ამ მასშტაბის პროექტი, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, თბილისის ლოკომოტივის ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით.

ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად ფეხბურთის ქომაგებს“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური