პირველი მედალი რიოდან - შავდათუაშვილმა იპონით მოიგო!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 09 აგვისტო 2016 00:12

საქართველოს დელეგაციამ რიოს 31-ე ოლიმპიურ თმაშებზე პირველი მედალი მოიპოვა. გულშემატკივარი ძიუდოსიტმა, ლონდონის 2012 წლის  ოლიმპიადის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა გაახარა. 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მედლისთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი ოპონით დაამარცხა. 

შავდათუაშვილის ფოტო, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 23:49

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება რიოს ლიმპიადაზე საქარველოს დელეგაცია შეძლებს თუ არა პირელი მედალი დღეს მოიპოვოს.

73 კგ-ში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლოდონის 2012 ოლიპიური თამაშების ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა  რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელი  დენის იარცევი დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, იარცევი  ქართველს იუკოთი ამარცხებდა, ბოლო წუთზე ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა რუსი და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შავდათუაშვილმა მეტოქეს დამარცხების შემდეგ, საქართველოს დროშაზე მიანიშნა. მომენტის ამსახველ ფოტოს, რიოში მყოფი ქართველი ფოტოგრაფი ლაშა კუპრაშვილი ავრცელებს. აღნიშნულმა ფოტომ გუნშემატკივრის განსაკუთერბული მოწონება დაიმსახურა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი  23:40 - 00:20 საათზე გამოვლინდება.  

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას მედალი არ მოუპოვებია, იმედია შავდათუაშვილის ბრინჯაოს დაისაკუთრებს.

შავდათუაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 22:41

დრამდენიმე წუთში ცნობილი გახდება რიოს ლიმპიადაზე საქარველოს დელეგაცია შეძლებს თუ არა პირელი მედალი დღეს მოიპოვოს.

73 კგ-ში მოასპარეზე ძიუდოისტმა, ლოდონის 2012 ოლიპიური თამაშების ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა  რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელი  დენის იარცევი დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, იარცევი  ქართველს იუკოთი ამარცხებდა, ბოლო წუთზე ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა რუსი და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი  23:40 - 00:20 საათზე გამოვლინდება.  

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას მედალი არ მოუპოვებია, იმედია შავდათუაშვილის ბრინჯაოს დაისაკუთრებს.

მედლის მოლოდინში - რიოში დღეს შავდათუაშვილი იჭიდავებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 13:24

რიოში ზაფხული 31-ე ოლიმპიური თამაშები გრძელდება. დღეს ქართველთაგან მხოლოდ ძიუდოისტი იასპარეზებს.  ტატამზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი გავა.

73 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე წრეში ჩაერთვება, ის  კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია და  1/4-ფინალები იქნება,  22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები, 23:40 - 00:20 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამოვლინდება,  00:20 - 01:10 საათზე კი  ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას მედალი არ მოუპოვებია, იმედია შავდათუაშვილის ასპარეზობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე.

ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური