ყაზბეგში სატვირთო ავტომანქანების რიგები დგას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 16:57

სატვირთო ავტომანქანების რიგებია ყაზბეგში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე. მძღოლების თქმით, მათ ყაზბეგის გამშვები პუნქტის გადაკვეთისას პრობლემა არ ექმნებათ, შეზღუდვებია მხოლოდ რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე. 

იმის გამო, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, მათ დაცდა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უწევთ. 

მძღოლებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხერხდება გზის გაგრძელება. ამ დროისთვის საზღვარზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები და სამგზავრო ავტობუსები გადაადგილდებიან . 

მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:13

სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს. რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე კონტროლს აძლიერებს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება საქონელს საზღვარზეც. ეს ეხება, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე ტანსაცმელსა და სარეცხ საშუალებებს.

შესაძლოა რუსეთმა თურქეთიდან ავტონაწილების შეტანაც შეზღუდოს. უკვე გაუქმდა დეკემბერში დაგეგნილი რუსეთ-თურქეთის სამიტი პეტერბურგში.

პარალელურად, რუსეთის გენშტაბი სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვი სირიაში დამატებით 12-მდე თვითმფრინავს აგზავნის, მიზანი კი რუსული ბომბდამშენების დაცვა იქნება.

რუსული მხარე ლარსის გამშვებ პუნქტზე თურქულ სატვირთო ავტომობილებს არ უშვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 11:20

თურქულ სატვირთო ავტომობილებს პრობლემები ექმნება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ამ დრომდე თურქული სანომრე ნიშნების მქონე 30-მდე სატვირთო მანქანა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან საზღვრის გადაკვეთის ნებართვას ელოდება. 

ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, ავტომობილების ნაწილი საზღვრიდან უკან გაბრუნდა, ნაწილი კი აზერბაიჯანსა და თურქეთში წავიდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური