ლევან კალანდაძე:“ლარის საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 11:20

 ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, ლარის გამყარებას გარკვეული კომპლექსური გადაწყვეტილებები სჭირდება.

ლარის პრობლემა კომპლექსურია და,თუ ვსაუბრობთ იმაზე,  რამ შეიძლება გაამყაროს ლარიგ რძელვადიან პერსპექტივაში, ეს,ერთი სმხრივ,ითვალისწინებს ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის ჩამოყალიბებას დაგ ატარებას ქვეყანაში.მეორეს მხრივკი -გარკვეული მაღალი შემოსავლების უზრუნველყოფას,- განაცხადასპუტნიკ-ჯორჯიასთანინტერვიუში ლევან კალანდაძემ.

მისი თქმით, თუ შემოსავლები მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი იქნება, ბუნებრივია,შეიძლება ითქვას,რომლარისგამყარებისთეორიული შანსი არსებობს, მაგრამამასსჭირდება ერთი ან ისტრატეგიის ჩამოყალიბება და ერთიანი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან.



სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:28

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შედეგად სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება, - ამის შესახებ „ნიუსდეის“ "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განუცხადა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1.0 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.0%-ს შეადგენს.

გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხების გაძვირებას, რომლებიც ლარშია და რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5962 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2582 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8544 ადამიანს გაუძვირდება", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია ინფლაციის მოლოდინების გადაჭარბებამ. ხოლო სესხებზე მოთხოვნის შემცირებით ეროვნული ბანკი სამომავლო რისკებს შეამცირებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დონეზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე

1 დოლარი 2.4499 ლარს გაუტოლდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 17:46

დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4499 ლარი გახდა, მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში, ოფიციალურად, 0.0008 ლარით ნაკლები ღირდა. ლარი, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში, კლებას განიცდის დოლართან მიმართებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 ევროს ღირებულება 2.7632 ლარია. ევროსთან მიმართებაში ლარით 0.0369 პუნქტით გამყარდა.

„საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ლარის გამყარებას ველოდებით"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 14:22

ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ვალუტის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ელოდება. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები და ასევე ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობს.

„საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ლარის გამყარებას ველოდებით. მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენს ვალუტაზე მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის 100-180 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვა. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობს, რათა ის მოლოდინები, რაც ბაზარს არასწორად ჩამოუყალიბდა, შემოვატრიალოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 
„საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ლარის გამყარებას ველოდებით"

ლარი დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:59

ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარის ნაცვლად, 2.4310 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0140 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

ერთი ევროს შეძენა 2.7315 ლარის ნაცვლად, 2.7295 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 17:04

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით დღეს ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. თუ პარასკევის მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარი 2.4052 ლარი იყო ხვალიდან 1 დოლარი 2.4015 ეღირება. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის ერთი თეთრით გაუფასურდა. თუ პარასკევის ოფიციალური მონაცემებით 1 ევრო 2.7097 ლარი იყო ხვალიდან 1 ევროს ღირებულება 2.7185 ლარი იქნება. 

ეროვნული ბანკის ახალი კურსი-1 დოლარის ღირებულება 2.4 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 17:07

ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4014 ლარი იქნება. 

ამ დრომდე 1 აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.3876 ლარი ღირდა. ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხებათ კომერციულ ბანკებს ამ დროისთვის საქართველოს ბანკში ერთი დოლარი 2.46 ლარი ღირს,TBC ბანკში 2.43, ხოლო VTB ბანში 2.45 ლარი. 

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 17:10

ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3790 ლარის ნაცვლად, 2.3876 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ერთი ევროს შეძენა 2.6540 ლარის ნაცვლად, 2.6622 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.

ლარი კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 17:38

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ხვალ 2.4161 ლარი იქნება. ქართული ეროვნული ვალუტა წინა გაცვლით კურსთან შედარებით, დოლართან მიმართებაში 0.0521 ლარით გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ყიდვა უკვე მხოლოდ 2.45 ლარად არის შესაძლებელი.

ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ხვალიდან ევროს ოფიციალურის გაცვლითი კურსი 1 ევრო - 2.7701 ლარი იქნება.

 

დოლარის ყიდვა სავალუტო ჯიხურებში 2.32-2.33 ლარად არის შესაძლებელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2015 11:05
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.3087 ლარი გახდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0235 ლარით გაუფასურდა. გუშინ, ოფიციალური გაცვლითი კურსი 1$ - 2.2852 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 1ევრო - 2.5239 ლარია. გუშინდელთან შედარებით, ლარი 0.470 ერთეულით დაეცა.


გვერდი 8/ 8-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური