ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:08

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3781 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3781 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6994 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7309 ლარს შეადგენდა. 
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0315 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 17:51

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3992 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7099 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6999 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.

ხვალიდან 1 დოლარი 2.3906 ლარი ეღირება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 18:11
საქართველოს ეროვნულმა ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3906 ლარი გახდა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3906 ლარად იქნება შესაძლებელი. ოფიციალური კურსით დღეს 1დოლარი 2.3954 ლარი ღირდა.

თსუ-ში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:59

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ლარის 20 წლის ისტორია მიმოიხილა და მოხსენება "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხა.

„საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს შემოღებიდან 20 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, ეს ისტორიული თარიღია. ის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და დღეს, როდესაც ჩვენ ამ ისტერიულ პერიოდს ვიხსენებთ, ბევრს ინტერესი აქვს საკუთარი თავი წინ წამოწიოს და სურს ისტორიის გადაწერა. ამიტომ, დღევანდელი სამეცნიერო სესია, ეს არის მცირე ისტორია და მეტი ეკონომიკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 წლის წინ და როგორ ებრძოდნენ ლარს შემდეგი 20 წელი“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ-ს პროფესორის ელგუჯა მექვაბიშვილის თქმით, ლარი ეროვნული ვალუტაა და ეს არის ისეთივე ატრიბუტი სახელმწიფოსი, როგორიც არის დროშა, ჰიმნი.

"შესაბამისად, ლარის დაბადება იყო იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ რეალურად მოიპოვა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და დაიწყო დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის აგება. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც ლარს უჭირს. განვლილი 20 წლის ისტორიის გაანალიზება მისი დადებითი შედეგებითა და ხარვეზებით არის იმის საფუძველი, რომ აღარ გავიმეოროთ შეცდომები და ის დადებითი ტენდენციები, კანონზომიერებები, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, განვავითაროთ და ჩამოვაყალიბოთ ჭეშმარიტად ეროვნული, ძლიერი ვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინსვლის და აყვავების საფუძველი გახდება", - განაცხადა მექვაბიშვილმა.

თსუ-ში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება

გამოქვეყნებულია ანონსი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მოხსენებას "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხავს.

 ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

ლარი გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 17:32

ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკის ახალი გაცვლითი კურსის თანახმად ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3816 ლარი ეღირება. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა.

 

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 17:32

საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ბოლო ერთი კვირაა ეროვნული ვალუტა რამდენიმე თეთრით გამყარდა. 

რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 

ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3827 ლარი იქნება. ერთი ევროს ღირებულება კი 2.6636 ლარი. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა, ერთი ევრო კი 2.6645 ლარი. 

ლარის გამყარება სავალუტო რეზერვიდან 27 მილიონამდე დოლარის გაყიდვამ განაპირობა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3827 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 17:30

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3827 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3827 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3854 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0027 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6636 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6645 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. 

ლარის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:38

ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკების მმართველთა კლუბის კონფერენციაზე განაცხადა.

,,ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. მოიჭრა სპეციალური მონეტა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ბევრი სიურპრიზი უშუალოდ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ამ პროექტების პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 ლარის ნომინალის 28.28 გრამიანი მონეტა 925 ვერცხლის სინჯით არის დამზადებული.

მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი, ბაჩა მალაზონია.

მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლადდამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი", ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები. 

რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის, ლარის, შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს. ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი "20" და წარწერა "ლარი" ქართულ ენაზე.

მონეტის ზედა ნაწილში ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა National bank of Georgia.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

ლარი კვლავ განაგრძობს გამყარებას - ერთი დოლარი 2.3854 ლარი ღირს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:27

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3854 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 დოლარის შეძენა 2.3854 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 ევროს შეძენა 2.6645 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6827 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური