ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3982 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 17:38
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3982 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3982 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3971 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5766 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5745 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 17:45

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3993 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3987 ლარს შეადგენდა. 
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6335 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6441 ლარს შეადგენდა.

 

ლარის ახალ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა არ იქნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 15:00

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადგიძემ განმარტა , რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც ემისიაზეა პასუხისმგებელი.
"რაც შეეხება ხელმოწერას, ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე არის მხოლოდ იმ ინსტიტუტის ხელმოწერა, რომელიც ემისიაზეა პასუხისმგებელი. მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსთა სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია ლარის ემისაიაზე, არის ასევე ხაზინის ან რიგ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ახალი დიზაინი ამ თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან", - განაცხადა ქადაგიძემ.
2016 წლიდან 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად მიმოქცევაში იქნება. 
ლარის ბანკნოტების განახლებულ დიზაინთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო "თბილისი რუმსში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამართა პრეზენტაცია, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა. 
როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.

დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე უარყოფითი გავლენა არ ექნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 13:42

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე, არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება. 
ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც წულუკიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესზე, ბანკებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ქადაგიძის თქმით, დაუყოვნებლივი აღსრულება ბანკების მიერ გამოიყენება უკიდურესად იშვიათად, ამიტომ ვერანაირი მატერიალური ზიანის მომტანი ეს ვერ იქნება. 
"უფრო მეტიც, ერთ-ერთ ბანკს ისედაც აქვს გასაჩივრებული ეს ნორმა დაუყოვნებლივი აღსრულების სხვა მიზნით, მასაც აქვს საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი, ამიტომ საბანკო სექტორზე ამას არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

"ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 13:45

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის მეტ მერყეობას არ ელოდება. როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება.

"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

20, 50 და 100 ლარიანი განახლებული ბანკნოტები

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 13:17

ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე რამდენიმე კუპიურის დიზაინი მნიშვნელოვნად განახლდა. ეროვნულმა ბანკმა 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების განახლებული ბანკნოტები წარმოადგინა. 

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა ახალი ბანკნოტები ეტაპობრივად იქნება მიმოქცევში ჩაშვებული წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 

ახალი ბანკნოტების დიზანის ავტორი ბაჩანა მალაზონიაა. ბანკნოტების ექსკიზების სრულყოფის პროცესში მსოფლიოში წამყვანი კომპანიები ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან მონაწილეობდნენ. 

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 17:44

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3987 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3987 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბერს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.3980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი ევროს შეძენა 2.6441 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6414 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3980 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 16:51

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3980 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3980 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3973 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი ევროს შეძენა 2.6414 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6289 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 17:09

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3937 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3937 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3864 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7075 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7102 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 16:53

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3838 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3838 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7123 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6916 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური