ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:30

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4174 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6270 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5945 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:41

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 7 იანვარს 2.4175 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4155 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0020-ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5945 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6029 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0084-ით გამყარდა.

ყაზბეგში 7593 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 17:00

22 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“-ს კონტროლის ზონაში 7593,01 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 156,58 გრ. აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ს.მ-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოავლინეს.
 საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7593,01 ლარის ოდენობით.

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3978 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 18:02

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3978 ლარი გახდა.  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3977 ლარს შეადგენდა. 

ლარის ახალი ოფიციალური კურსი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 18:30

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3975 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6185 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა.

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 16:52

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 10 დეკემბერს 2.3947 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3846 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0101 ლარით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6174 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5868 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0306 - ით გაუფასურდა.

1300 ლარი კონსერვატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 13:28

2015 წელს, მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა შემოწირულების სახით მხოლოდ 1 300 ლარი მიიღეს. 
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურშიაცხადებენ ,რომ რესპუბლიკურ პარტიას 1 380 ლარი, კონსერვატიულ პარტიას კი – 1 320 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელების" ანგარიშზე საერთო ჯამში 29 368 ლარია დარიცხული, თუმცა აქედან 27 988 ლარი საწევრო გადასახადია.
რაც შეეხება მმართველ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, 536 355 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს", "მრეწველებსა" და "ეროვნულ ფორუმს" კი შემოწირულება საერთოდ არ მიუღიათ.
მონაცემები, რომლებსაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ავრცელებს, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღეის – 9 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

წნეხს ლარის გაუფასურებაზე აღარ ველოდებით, - გიორგი ქადაგიძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 12:24

"როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში,"- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:37
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3937 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3983 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5998 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5328 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0670 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:03

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4051 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4051 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4046 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5477 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5515 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური