ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:10
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 12 თებერვალს 2.4736 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.4816 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0080 -ით გამყარდა. სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7979 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.7920 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0059-ით გაუფასურდა.

ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 16:59

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4702 ლარი გახდა.ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ახალი კურსი ხვალიდან ამოქმედდება, ამ დროისთვის კი ერთი დოლარის შეძენა 2.4719 ლარად არის შესაძლებელი.

ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის დანაშაულზე საუბარს არ იზიარებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 10:40

 ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკისდანაშაულზე საუბარს არ იზიარებს.მინისტრის თქმით, ლარის დევალვაციაში დამნაშავე არც ერთი კონკრეტული უწყება არ არის.ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოში არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურა, რომლის ბრალეულობა არის დღეს არსებული კურსი. არსებობს მაკროეკოომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც, ღია ეკონომიკის პირობებში ვალუტის კურსზე ზეგავლენას ვერ მოახდენ,“ - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად დგამს.

უახლოეს მომავალში ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდება, - გიორგი ქადაგიძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:58

ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

"ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე გავლენას არ ახდენს საგადამხდელო ბალანსი. კურსის ორი და ოთ კორიდორში იმპორტი იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული,  მეორე ფაქტორი გახლავთ ფულის მასა, მოგეხსენებათ,  ფულის მასა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ, ფულის მასის ზრდა ნულთან ახლოს არის, შესაბამისად,  არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით, არ ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს. იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე არ გამოვრიცხავ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა  მთავრობასთან, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც,"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძემ ლარის გაუფასურების მიზეზები დაასახელა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:44

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსახლეობას ლარის ბოლო დროს გაუფასურებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის. 

გიორგი ქადაგიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

"ლარის ბოლო დროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე," - განმარტა გიორგი ქადაგიძემ. 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 17:22

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თამახმად, ერთი  ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4923 ლარი გახდა.   ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ამ დრომდე მოქმედი ოფიციალური კურსის თანახმად ერთი დოლარის შეძენა  2.4694 ლარად იყო შესაძლებელი.

 

ხადური ლარის კურსზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 11:55

ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, ეროვნული ვალუტის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება. ამის შესახებ განცხადება ნოდარ ხადურმა „მოამბის“ ეთერში გააკეთა.მისი თქმით, ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ხადურის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე რეგიონის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ახდენს გავლენას.

ერთი დოლარის ღირებულება 2.4250 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:03

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის  ღირებულება 2.4250 ლარი გახდა. აღნიშნული გაცვლითი კურსი ხვალიდან ამოქმედდება, დღევანდელი კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი  2.4254 ლარი ღირს. 

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4254 ლარი იქნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 17:46

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რის თანახმადაც ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4254 ლარი იქნება.  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4158 ლარს შეადგენდა.  ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

ერთი დოლარის ღირებულება 2.4198 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 17:35

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსიის თანახმად 1 დოლარის ღირებულება  2.4198 ლარი გახდა.  ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0024 ლარით გაუფასურდა,  ამ დრომდე 1 დოლარი 2.4174 ლარი ღირდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური