ლარი კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 11:46

 ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2128 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0323 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5095 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4694 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0401 ლარი შეადგინა.

 

ლარი ძალიან კარგად იქცევა, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:33

ამ წუთებში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა ლარის კურსთან დაკავშირებით, ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ლარი  გამყარება  გიორგი ქადაგიძის წასვლას არ უნდა მიაწერონ. 
"ვფიქრობ, ლარი ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს,- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 მაისი 2016 18:51

ეკონომიკაში ნამდვილად არის ის ტენდენციები და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. რამდენადაც ვიცი, ჭარბი დოლარის გარკვეული მასა იყო შესყიდული უკანასკნელ აუცქიონზე, რაც პრინციპში, ალბათ, გონივრული გადაწყვეტილებაა. არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს, თუმცა გამყარების ტენდენცია მისასალმებელია,” - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე საუბრისას გააკეთა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:40

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2916 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3006 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6019 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6144 ლარს შეადგენდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 01 აპრილი 2016 16:58

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა . ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. . ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3157 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3177 ლარს შეადგენდა. 
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6413 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6375 ლარს შეადგენდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:52

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3177 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3679 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6375 ლარად იქნება შესაძლებელი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6795 ლარს შეადგენდა.

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 17:48

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3581 ლარი გახდა.  შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3342 ლარს შეადგენდა. 

ლარი გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:42

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 22 მარტს 2.2953 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.3157 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0204 -ით გამყარდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5877 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6105 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0228 -ით გამყარდა.

1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის - იდეების კონკურსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 15:30

19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა  - ირაკლი ჟორჟოლიანმამედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია,ამავე სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია;  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაია;

 მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე

შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

 ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 11:25

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4921 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7735 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7841 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური