ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 11:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს რომ რამდენიმე თვეში ლარი გამყარდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის კარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება:

„რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში ვინაიდან  საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული  ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურის დასტაბილურება მოხდება,  მე დიდი იმედი მაქვს რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით, რაც ჩვენ გვაქვს და ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებასა და გამყარებას,“- განაცხადა გიორგი კვირიკშვილმა. 

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:42

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 11 ნოემბრ ოფიციალური რუსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4773 ლარი იქნება. გუშინდელი კურსი 2.4546 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. 

ლარი კვლავ უფასურდება-ექსპერტები კურსის მნიშვნელოვნად გამყარებას არ ელოდებიან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2016 15:11

ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელი - ლარი კვლავ უფასურდება. დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და თითქმის 42 თეთრია, სავალუტო ჯიხურებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. არასახარბიელოა ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზები.

ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ დაიკლებს, თუმცა საახალწლოდ ვითარების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას ელოდებიან.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფუძვლო იყო ბრალდებები ბანკების მიმართ და ხელისუფლებას მდგომარეობის შესაცვლელად ეკონომიკური მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

„დეკემბრის ბოლოს წინასაახალწლო პერიოდში ცოტათი გამყარდეს, გადმორიცხვები მატულობს საქართველოში და ასე შემდეგ. მომავალი თვენახევარი მე ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვანად გამყარდეს. ეს ასევე დამოკიდებულია მთავრობის ქმედებაზე. ჩემი აზრით შეცდომა იყო ვალუტის რეზერვების გაყიდვა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარმა  ეკონომისტმა ბესიკ ნამჩავიძემ.

განახლებული 100 ლარის ბანკნოტები მიმოქცევაში გავიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 17:37

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და მათ 100 ლარის განახლებული ბანკნოტები დაათვალიერებინა.

100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 17:28

ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური ოფიციალურმა გაცვლითი კურსის თანახმად ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4123 ლარი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი, ოფიციალური ინფორმაციით, გაუფასურებამ 0.034 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 1 ევრო 2.6535 ლარია. 

ლარი ისევ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 17:30

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი  2.3888 ლარით განისაზღვრა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით კი 1 აშშ დოლარი 2.3803 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0085 პუნქტით გაუფასურდა.ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევრო დღეიდან 2,5983 ლარი ღირს მაშინ, როდესაც გუშინ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 ევრო 2,5919 ლარი იყო.  კომერციულ ბანკებში კი კურსი გაცილებით მაღალია და 1 აშშ დოლარი, საშუალოდ, 2.4350 ლარი ღირს.  

 

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 15 ოქტომბერი 2016 10:24

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.3527 ლარის ნაცვლად, 2.3537 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5942 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი კი 2.5920 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ადგენს. უქმეებთნ დაკავშირებით კი ეს კურსი მოქმედი ორშაბათ საღამომდე იქნება.  

მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 16:46

„სავალუტო კურსზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს მოლოდინებს და ძალიან სამწუხაროა, როცა ქმნიან ისეთ მოლოდინს, თითქოს ლარი გაუფასურდება. მაკროეკონომიკურად ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მითუმეტეს ახლა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრდა და ქვეყანაში ვალუტაა შემოსული, ლარის გაუფასურებას არაფერი მოასწავებს. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი, ის საკმაოდ სტაბილურია. პროგნოზირება, ზოგადად, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3167 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 17:06

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3167 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3167 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3111 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5866 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.

ლარი კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 17:26

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3709 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0273 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6289 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5850 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0439 ლარი შეადგინა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური