ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების პროცესის დროებით შეჩერება შეუძლია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:12

"სისტემური ფაქტორი იმისა, რომ ლარის ვარდნა გაჩერდეს ბაზარზე არ ჩანს. ამიტომ დეფიციტი მოთხოვნა-მიწოდებას შორის ისევ ძალაში რჩება ამის დაბალანსების არანაირი კონკრეტული გეგმა არ ჩანს," - ლარის კურსის შესახებ newsday.ge-თან ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, ეროვნულ ბანკს პრობლემის გადავადება შეუძლია, მისი გადაწყვეტის გეგმა კი მთავრობამ უნდა შეიმუშავოს:

„ეროვნულ ბანკს შეუძლია და ალბათ იმისთვის, რომ ბაზარზე პანიკა არ დაიწყოს გარკვეული ინტერვენციები უნდა განახორციელოს სავალუტო ბირჟაზე. თუმცა ეს არის პრობლემის დროებითი გადაწყვეტა. ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტი პრობლემა შეაჩეროს დროებით, მაგრამ ამის შემდეგ რას ვაკეთებთ ეს უკვე  მთავრობის კომპედენციაა და ვფიქრობ, რომ მთავრობას მოუწევს არაორდინალური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

ეროვნულ ბანკს პრობლემის შეჩერება მაქსიმუმ  ერთი თვით შეუძლია, ესეც მოხდება რეზერვების საგრძნობი შეთხელების ხარჯზე. პრობლემის გადავადება არ ნიშნავს მის გადაწყვეტას. პრობლემის გადავადება არის ეროვნული ბანკის კომპედენცია, მისი გადაწყვეტა კი მთავრობის კომპედენციაა. გადავადებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ გაქვს პრობლემის გადაწყვეტის რაიმე გეგმა სხვა შემთხვევაში პრობლემის გადავადებას აზრი არ აქვს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 18:08

ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად  ერთი დოლარის  ღირებულება 2.3093 ლარი გახდა.   ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3093 ლარად იქნება შესაძლებელი.  დღეს 1 დოლარის ღირებულება  2.2980 ლარს შეადგენდა.

 
გვერდი 8/ 8-დან

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური