საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:58
2015 წლის 7 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 4 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 6 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 13,750%, მაქსიმალური - 13,800%, ხოლო საშუალო შეწონილი 13,770%.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0010 -ით გაუფასურდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 16:55

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ოქტომბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 6 ოქტომბერს 2.3916 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2. 3906 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0010 -ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6791 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6947 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0156 - ით გამყარდა.

ხვალიდან 1 დოლარი 2.3906 ლარი ეღირება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 18:11
საქართველოს ეროვნულმა ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3906 ლარი გახდა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3906 ლარად იქნება შესაძლებელი. ოფიციალური კურსით დღეს 1დოლარი 2.3954 ლარი ღირდა.

ხადურის მორიგი პროგნოზი ლარზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:19

ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლით კურსს არანაირი ზეგავლენა ბიუჯეტის შემოსავლებზე და ხარჯებზე არ აქვს.

"ერთადერთი ნაწილი, სადაც გაცვლითი კურსი გასათვალისწინებელია ეს არის სესხების გადახდა და სესხების აღება. მაგრამ, ჩვენ დაველოდებით დეკემბრის დასაწყისს, როდესაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მივიღებთ. 
ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც გააკეთა კომენტარი. 
"ცხრა თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული, წლიური გეგმის 75,7 პროცენტია უკვე მობილიზებული. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ასე თანაბრად არასოდეს არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვა. 
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან ჰარმონიულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არ ხდება ბიზნესის დატერორების გზით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ლარი გაუფასურდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:07

ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ხვალიდან ერთი დოლარი 2.3931 ეღირება, რაც წინა მაჩვენებელზე 0.0023-ით მეტია. კომერციულ ბანკებში ჯერ ცვლილება არ ასახულა. TBC ბანკი დოლარს 2.4350 ლარად ყიდის, VTB ბანკში დოლარი 2.4400 ლარი ღირს, რესპუბლიკა ბანკში კი 2.4490 ლარი.

ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით ლარი მცირედით ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და 2.6737 შეადგინა. ამ შემთხევვაში ცვლილება 0.0044 ლარია. 

ლარი გაუფასურდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:51

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 ოქტომბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 1 ოქტომბერს 2.3857ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3816 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0041 -ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2. 6748 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2. 6736 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0012 - ით გაუფასურდა.

ლარი გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 17:32

ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკის ახალი გაცვლითი კურსის თანახმად ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3816 ლარი ეღირება. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა.

 

ლარი კვლავ განაგრძობს გამყარებას - ერთი დოლარი 2.3854 ლარი ღირს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:27

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3854 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 დოლარის შეძენა 2.3854 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 ევროს შეძენა 2.6645 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6827 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა. 

1 დოლარი 2.4499 ლარს გაუტოლდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 17:46

დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4499 ლარი გახდა, მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში, ოფიციალურად, 0.0008 ლარით ნაკლები ღირდა. ლარი, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში, კლებას განიცდის დოლართან მიმართებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ახალი ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 ევროს ღირებულება 2.7632 ლარია. ევროსთან მიმართებაში ლარით 0.0369 პუნქტით გამყარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:37

ჩვენი აზრით საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად. ასეთი თამამი განცხადების გაკეთების საშუალებას კი გვაძლევს ბოლო 11 თვის მანძილზე მათ მიერ განხორცილებული არათანმიმდევრული და აშკარად „ანტი-ლარის“ პოლიტიკა.

იმ მომენტში როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს და ლარი უფასურდება აჟიოტაჟის და სპეკულაციის ხარჯზე, ეროვნულმა ბანკი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისაკენ. კერძოდ, 17 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული მილიონით, არამედ მთელი 212 მილიონით (22%-ით). რაც აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის კურსზე უკვე მომდევნო კვირიდან.

ეროვნული ბანკის თანახმად მან ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, უფრო მეტიც ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებასაც - ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, რასაც ასეთი ხერხებით ის ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში გარკვეული პოლიტიკური ტალღების აგორებას…

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

დირექტორი,

ვახტანგ ჭარაია

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური