ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 16:44

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. 

ხვალიდან ერთი აშშ დოლარის შესაძენად 2.4694 ლარი იქნება საჭირო. ამ დრომდე არსებული კურსით კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4445 ლარი იყო.  ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის პარალელურად აშშ დოლარის ღირებულება იმატებს კომერციულ ბანკებში, სადაც გუშინ 1 აშშ დოლარის ფასი 2.49-ს აღწევდა. 

ლარის კურსის გამყარების გზებზე ექსპერტები მსჯელობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 15:39

ლარის კურსი ვარდნის გაგრძელებას აფასებენ ექსპერტები. მათი თქმით, ლარის კურსის გასამყარებლად საჭიროა მეტი საერთაშორისო ინვესტიცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება და საგარეო ფაქტორების ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება.

"ქართული ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, უნდა მოიზიდონ მეტი საერთაშორისო ინვესტიცია, პირდაპირ, რომ ვთქვატ მეტი დოლარი, მეტი უნდა იყოს ექსპორტი და ეს შეძლებს ამ პრობლემსი მოგვარებას. ცხადია საგარეო ფაქტორები არსებობს თუმცა მათი დაძლევაც შეიძლება, საგარეო ფაქტორები ჩვენთვის სარაგებლოც არსებოს, მაგალითად ნავთობის დაბალი ფასი, ხორბლის დაბალი ფასი ეს საგარეო ჩვენთვის სასარგებლო ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებში“ მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს ერთობლივი როგორც მონეტალური ისევე ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა.

მიხეილ მაჭავარიანი ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:50

ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ ,ლარის კიდევ უფრო დაცემას ნაციონალურ მოძრაობაში . 

"უნიათო პოლიტიკის შედეგია, ერთი თვის წინ, როცა ბიუჯეტს ვამტკიცებდით, ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ არის თუ არა შესაბამისად ბიუჯეტში გათვალისწინებული უსაფრთხოების ბალიში ლარის დევალვაციის პირობებში, მაშინ მთავრობა ყეყეჩობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო,"- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ რეგიონში შექმნილი სავალუტო კრიზისის შედეგია.

ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა. მათი ვარაუდით, ლარის გაუფასურება ისევ გაგრძელდება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ გადადგას რადიკალური ნაბიჯები და განახორციელოს შესაბამისი რეფორმები.

ოფიცილაური კურსით, ერთი დოლარი 2 ლარი და 44 თეთრია, თუმცა გაცილებით მაღალია მისი ღირებულება კომერაციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:24

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ცვლილება 0,0030 ლარია.

ეროვნული ბანკის ბოლო სამი დღის მონაცემებით დოლარის ყიდვა 2,4250 ლარად იყო შესაძლებელი. დღეს კი ახალი კურსი განისაზღვრა და ერთი დოლარის ღირებულება 2,4280 ლარი გახდა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ხვალიდან სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის კურსი ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემზე გაცილებით მაღალი იქნება.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:30

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4174 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4175 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6270 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5945 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0325 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:41

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 7 იანვარს 2.4175 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4155 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0020-ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5945 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6029 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0084-ით გამყარდა.

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 5 იანვარს 2.4054 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3966 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0088-ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6236 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6137 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0099-ით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:13

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 26 დეკემბერს 2.4023 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4023 ლარს შეადგენდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6365 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.6336 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0029- ით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:59

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4030 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6346 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6217 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 დეკემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2 დეკემბერს 2.4021 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4052 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0031ლარით გამყარდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5441 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5437 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0004-ით გაუფასურდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური