ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 მარტი 2016 17:55

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4668 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4713 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6826 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6957 ლარს შეადგენდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 11:25

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4921 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7735 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7841 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა- ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 16:55

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 13 თებერვალს 2.4806 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.4736 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0070 -ით გაუფასურდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.8003 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.7979 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0024 -ით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 16:55

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარის ნაცვლად, 2.4939 ლარი გახდება, შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7009 ლარის ნაცვლად, 2.7256 ლარად იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.

ზურაბ ჯაფარიძე ლარის კურსზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:58

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის, საფინანსო და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრებიან.

“იქნება განხილვა იმისა, რა სიტუაციაშიც ახლა ვართ და მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის ასეთი კონსტრიციული განხილვისთვის, ნებისმიერი შემადგენლობით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის თქმით, გამოსავალი არის ერთადერთი, ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

"მაინტერესებს პირველ რიგში ეროვნული ბანკის პოზიცია ეკონომიკურ პრობლემებზე. როგორ ხედავს ეროვნული ბანკი რა არის აქედან გამოსავალი, ასევე მაინტერესებს რა კითხვები აქვს საბიუჯეტო კომიტეტეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. გამოსავალი არის ჩემი აზრით ერთადერთი - ეს არის ქვეყანაში უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და უნდა მოხდეს ლარის კურსის ფიქსირება რომელიმე ვალუტასთან“, - განაცხადა ზრაბ ჯაფარიძემ.

ხადურის და ქუმსიშვილის კომენტარი ლარის კურსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:33

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ლარის მეტ გაუფასურებას აღარ ელოდებიან. ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ, რომ ბაზარზე დადებითი ტენდეციაა. განცხადებები დიმიტრი ქუმსიშვილმა და ნოდარ ხადურმა მთარობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან ისე ფინანსთა სამინისტროსთან. მაკრო ეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები იმის შესწორება მოხდა და ჩვენ მეტ გაუფასურებას  აღარ ველოდებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.46 ლარზე და მეტ გაუფასურებას არ ელდოებიან.

"დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკამოდ ოპტიმისტურად ვართ განწყოილები. მინდა გითრათ, რომ ეს ბევრს არაფერს ნშნავს მაგრამ  ამ წუთას ლარი ივაჭრება 1 დოლარი 2,46_ზე და დაწეულია ვალუტის გადამცვლელ პუნკტებშიც გაცვლითი კურსი. შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.  

პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 09:57

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს ელოდებიან.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ძირითადად განხილვის თემა შეეხება ლარის კურსს და იმ პრობლემებს, რომელიც ამასთან დაკავშირებით შეიქმნა რეგიონში.

„არ მინდა რომ ბრალეულობაზე ვილაპარაკო, მინდა პრობლემაში გავერკვეთ, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ლარის კურსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი გამოეხმაურა.

„კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია და ეს არ არის, არც გარე შოკუნიების ბრალი და არც ვალუტის კურსის ცვლილების. დიდი მოლოდინი იმისა, რომ ქვეყნაში მდგომარეობა გამოსწორდება არ მაქვს,“ - აცხადებს თარხნიშვილი.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სასურველია ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ითანამშრომლონ ერთმანეთთან, იმისათვის რომ ლარი დასტაბილურდეს.

დაესწრება თუ არ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრას, ჯერ-ჯერობით უცნობია. შეხვედრაზე ლარის კურსის გარდა საუბარი რეზერვებსაც შეეხება.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:47

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 29 იანვარს 2.4971 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.4985 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0014 -ით გამყარდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7206 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.7159 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0047 -ით გაუფასურდა.

გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურებაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:17

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა ის მიზეზები, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.

„დღეს რა დონის დევალვაციაც არის, ეს არის პირდაპირი ეფექტი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 15 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 12:45

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს 15 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავას.

გიორგი ქადაგიძე განცხადებას გააკეთებს. გავრცელებული , ინფორმაციის თანახმად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური