ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის მიხედვით, 25 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4076 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4144 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0068-ით გამყარდა.

 

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6927 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით 0.0228 - ით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1215 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1322 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0107-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6753 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6770 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი ლირასთან მიმართებით 0.0017- ით გამყარდა.

ლარი კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 17:43

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ ადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალიდან ერთი  აშშ დოლარი  2.6763 ლარი გახდა ეღირება.  აქამდე მოქმედი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.6624 ლარშ შეადგენდა.  

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 09:54

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა.  გუშინდელი ოიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება  2.6441 ლარს შეადგენდა.

ლარი გამყარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 17:38

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.  ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6683 ლარი იქნება.დღეს ერთი დოლარი შეძენა  2.7302 ლარად იყო შესაძლებელი.

 

ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:40

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

23 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7710 ლარი იქნება. 22 დეკემბერს ოფიციალური კურსი 2.7846  ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.

23 დეკემბერს ერთი ევროს შეძენა 2.8999 ლარად იქნება შესაძლებელი. 

 

ერთი დოლარის ღირებულება 2,86 ლარია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 17:01

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალიდან ერთი დოლარის ყიდვა 2.7412 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომერციულ ბანკებში კი ასეთი კურსი მოქმედებს:  

 ბანკ რესპუბლიკაში ყველაზე მაღალი კურსია, ერთი დოლარი  2,86 ლარი ღირს, 

საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2,8250 ლარად არის შესაძლებელი. 

TBC ბანკში - 2,7850, ხოლო.

 

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:53

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4889 ლარი იქნება.   დღეს მოქმედი ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2.4861 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:40

ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.
ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა.
ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას.

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:42

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 11 ნოემბრ ოფიციალური რუსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4773 ლარი იქნება. გუშინდელი კურსი 2.4546 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა. 

ლარი ისევ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 18:52

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.  

10 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4546  ლარი იქნება.

9 ნოემბერს  ოფიციალური კურსი 2.4462  ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.7236  ლარად იქნება შესაძლებელი. 

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური