ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 11:26

ექსპერტთა ნაწილი მთავრობას ბიუჯეტისა და ხარჯვითი პოლიტიკის კიდევ ერთხელ გადახედვას ურჩევს. მათი აზრით საგარეო ფაქტორები ერთ-ერთი და არა ერთად-ერთი მიზეზია. მთავარ პრობლემად ისინი კვლავ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. ასევე გაუმართლებლად მიაჩნიათ სამთავრობო გეგმა და იანვრიდან აქციზის გაზრდა.

ექსპერტები ეროვნულ ბანკსაც უწუნებენ პოლიტიკას და ფიქრობენ, რომ ლარის ხელოვნურად დასტაბილურება ვითარებას ვერ გააჯანსაღებს. დღეისთვის ლარის ოფიციალური კურსი 2 ლარი 78 თეთრია. ის კიდევ უფრო მაღალი ვალუტის ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

"ეროვნულ ბანკს მართებს უფრო ეფექტიანი უფრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირება, რეფინანსირების პოლიტიკის შეცვლა და რეფინანსირების სესხების მნიშვნელოვანი შეზღუდვა,"-აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის თავმჯდომარე, ლევან კალანდაძე. 

ხადურის და ქუმსიშვილის კომენტარი ლარის კურსთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:33

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ლარის მეტ გაუფასურებას აღარ ელოდებიან. ეკონომიკური გუნდის მინისტრები აცხადებენ, რომ ბაზარზე დადებითი ტენდეციაა. განცხადებები დიმიტრი ქუმსიშვილმა და ნოდარ ხადურმა მთარობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან ისე ფინანსთა სამინისტროსთან. მაკრო ეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები იმის შესწორება მოხდა და ჩვენ მეტ გაუფასურებას  აღარ ველოდებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.46 ლარზე და მეტ გაუფასურებას არ ელდოებიან.

"დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკამოდ ოპტიმისტურად ვართ განწყოილები. მინდა გითრათ, რომ ეს ბევრს არაფერს ნშნავს მაგრამ  ამ წუთას ლარი ივაჭრება 1 დოლარი 2,46_ზე და დაწეულია ვალუტის გადამცვლელ პუნკტებშიც გაცვლითი კურსი. შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური