ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:03

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4051 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4051 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4046 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5477 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5515 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 17:09

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3937 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3937 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3864 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7075 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7102 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

თსუ-ში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება

გამოქვეყნებულია ანონსი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მოხსენებას "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხავს.

 ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

ლია ელიავა:“სავალუტო კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:10

ფინანსისტ ლია ელიავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი, სავალუტო კურსზე პასუხისმგებელია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, სავალუტო კურსზე პასუხისმგებელია, რადგან ის არის ქვეყანაში ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გამტარებელი. ამ პოლიტიკას კი, ყოველწლიურად პარლამენტი უმტკიცებს. ასევე, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც პირდაპირ არის მიბმული სავალუტო ლარის გაცვლით კურსზე“,-განაცხადა ლია ელიავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი, კონსტიტუციით, ვალდებულია, შეინარჩუნოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა. აღნიშნულ საკითხზე ლია ელიავა „სპუტნიკ-ჯორჯიას“  ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა.

„ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია... ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 % დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს, თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდა, მღელვარების საშიშროება იქნება“,-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

სოსო სიმონიშვილი:„ლარის კურსი მხოლოდ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:50

„ლარის კურსი მხოლოდ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული“,- ამის შესახებ  ეკონომისტმა  სოსო სიმონიშვილმა  საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ნოდარ ხადურმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები, სრულად ამოწურულია და საშუალოვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებაა მოსალოდნელი.

„ლარის კურსი მხოლოდ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ჩვენი სავალუტო ბაზარი არის ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, ეროვნული ბანკის გარდა, არავინ  იცის, როგორ დგინდება ლარის კურსი და ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სპეკულაციებს აქვს ადგილი“ ,- განაცხადა სოსო სიმონიშვილმა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას.

ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრა, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ხდება, რომელიც ორგანიზებულია ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება, აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი. ყოველ სამუშაო დღეს, სავალუტო ბაზარზე მონაწილე ბანკების მიერ, ხდება, საკუთარი ყიდვა-გაყიდვის კურსების (კოტირებების) გამოქვეყნება, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში, რომლებიც ხელმისაწვდომია, ყველა მონაწილე ბანკისა და მათი დილერებისათვის. ინფორმაცია სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შესახებ ხელმისაწვდომია, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რომელიც წინა სამუშაო საბანკო დღის, -16:30 საათიდან მიმდინარე სამუშაო საბანკო დღის ,-16:30 საათამდე დადებული, გარიგებების გათვალისწინებით, გაიანგარიშებს ლარის საშუალო შეწონილ კურსს დოლარის მიმართ. აღნიშნული კურსი ცხადდება, ლარი/დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად,  შემდგომი დღისათვის.

სიმონიშვილის აზრით, ლარის კურსის დასტაბილურებას  ხელი, შეიძლება,  ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფამ შეუწყოს.

ლარი დოლართან მიმართებაში თანდათან მყარდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 10:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა და დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში,  გუშინდელთან შედარებით, 0.0413 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარებულია.დღეიდან ერთი ევროს შეძენა მსურველებს 2.6880 ლარად  შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთი ევროს ღირებულება 2.7632 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0752 ლარი შეადგინა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური