არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს, - კობა გვენეტაძე ე.წ. ლარიზაციის გეგმაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 12:51

”იმ კანონპროექტმა, რომელიც მიღებულია, ყველა საჭირო ექსპერტიზა გაიარა  და არ ვფიქრობ, რომ მასში რაიმე უნდა შეიცვალოს. კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები, თუკი რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს,” - აღნისნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გააკეთა. 

„დოლარიზაციის პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობაში არ არის ნდობა ლარის მიმართ“- ანდრია გვიდიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 20:46

„მთავრობა ლარზე რომ ფიქრობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ვფიქრობ, რომ დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტირება არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. მეორე მხრივ, დადებითად მიმაჩნია ე.წ. დედოლარიზაციის კუთხით დაანონსებული რეფორმები. მხედველობაში მაქვს 100 000 ლარიანი ლიმიტი, რომელიც წესდება ლარზე გაცემულ სესხებზე. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დედოლარიზაციის პროცესში. უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობაში ხშირად აღიქმება დედოლარიზაცია ისე, რომ თითქოს დოლარი გაქრება ბაზრიდან. დედოლარიზაცია ამას არ ნიშნავს.“ - განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ანდრია გვიდიანი პასუხობს.

„იქმნება რისკები, რომ მივიღოთ დეფიციტური ხარჯვა“ - ზვიად ხორგუაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 20:42

„საერთო ჯამში, მოგების გადასახადის რეფორმა საკმაოდ დადებითი ნაბიჯია, თუმცა არ ვიცით რამდენად სწორად არის დათვლილი ბიუჯეტში იმ შემოსავლის დანაკლისი, რაც ამ რეფორმას მოყვება...იქმნება რისკები, რომ მივიღოთ დეფიციტური ხარჯვა უფრო მეტად. რაც შეეხება სხვა გადასახადებს, მათი გაზრდა არასწორია, ჩემი აზრით. იქნება ეს აქციზი, იმპორტის გადასახადი თუ სხვა...გადასახადების ზრდა ხელს უწყობს იმას, რომ ბიზნესის აქტივობა მცირდება...ეს ფასის ზრდა აწვება უფრო მეტად მომხმარებელს, ვიდრე მიმწოდებელს. რეალურად, მომხმარებელი იხდის აქციზის ძალიან დიდ პროცენტს.“ - განაცხადა ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზვიად ხორგუაშვილი პასუხობს.

მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:21

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, - ე.წ. ლარიზაციის გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მტავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი.

" როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა,'- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური