თსუ-ში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება

გამოქვეყნებულია ანონსი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 10:39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მოხსენებას "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხავს.

 ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

ლარი კვლავ განაგრძობს გამყარებას - ერთი დოლარი 2.3854 ლარი ღირს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:27

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3854 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 დოლარის შეძენა 2.3854 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 26 სექტემბრიდან 1 ევროს შეძენა 2.6645 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6827 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 16:57

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 25 სექტემბერს 2.3882 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4075 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0193-ით გამყარდა. 1 ევროს შეძენაკი  2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6841 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0014- ით გამყარდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური