უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:20

ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და  სერტიფიკატები გადასცა.

პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo"-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4498 ლარი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 17:01

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4498 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4498 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

ლარი კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 17:43

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ ადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალიდან ერთი  აშშ დოლარი  2.6763 ლარი გახდა ეღირება.  აქამდე მოქმედი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.6624 ლარშ შეადგენდა.  

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 09:54

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა.  გუშინდელი ოიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება  2.6441 ლარს შეადგენდა.

ლარი მცირედით გამყარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 16:38

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად,  ეროვნული ვალუტა  დოლართან მიმართებით 0.0205 ლარით გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარი 2.7302 ლარი ეღირება. 

რაც შეხება კომერციული ბანკების კურსს, 1 დოლარი რესპუბლიკა ბანკში 2.74 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში - 2.765, ხოლო TBC-ში - 2.735 ლარი.

 

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 17:17

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის, ოფიციალური კურსის თანახმად,  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6837 ლარი გახდა.  ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6837 ლარი იქნება. დღეს 1 დოლარის შეძენა ოფიციალური კურსის თნახმად 2.6686 ლარად არის შესაძლებელი.

ლარი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 2016 17:05

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში კვლავ დაიკლო.ოფიციალური კურსის მიხედვით, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.6686 ლარად იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 0.0082 პუნქტით გაუფასურდა.საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და ოფიციალური კურსით 1 ევრო 2.8004 ლარი ღირს. 

მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:21

მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები, - ე.წ. ლარიზაციის გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მტავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი.

" როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50 - მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30 ამ. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა,'- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრეზიდენტი ლარის გამყარებასთან დაკავშირებით, გეგმას ელოდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 15:45

"ლარის გამყარებასთან დაკავშირებით,  გეგმას ჩვენ ველოდებით. როგორც კი ხელისუფლებას და მმართველ გუნდს მსგავსი გეგმა ექნება, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავაკეთოთ კომენტარი. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით გეგმას," - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ. 

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:53

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4889 ლარი იქნება.   დღეს მოქმედი ოფიციალური კურსის თანახმად 1 დოლარი 2.4861 ლარს შეადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური