რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019 10:41

მოსკოვს მიაჩნია, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Sputnik-ის მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა: „ამ ფრენებს მე, ალბათ, დავაბრუნებდი“.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... ასე ძალიან ბევრი ფიქრობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჰუმანიტარული და ბიზნეს-ურთიერთობა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კვლავაც ვითარდება.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს შეჩერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რასაც საფუძვლად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაედო.

ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:51

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სავიზო რეჟიმისა და დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პასუხობს. 

სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ვითარებაში ეს ინიციატივა უცნაურად ჟღერს.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც შესაძლებელია. 

"ეს არ არის წინაპირობა. ეს თემა ვერანაირად ვერ დადგება დღის წესრიგში, კარგად იციან რუსმა კოლეგებმა თუ რატომ - ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სანამ არ გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მანამდე ამ თემას ჩვენ ვერ განვიხილავთ. ვიზების გამარტივება და მოხსნა დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეც შესაძლებელია, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.  

გიორგი კვირიკაშვილი ლავროვის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:50

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში პირველი პირები ეხმაურებიან. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები.

"ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

მისივე განმარტებით, ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება.

პრემიერი დღესვე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის ტერორისტების თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"პანკისის ხეობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს. არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში. 

სერგეი ლავროვი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:55

რუსეთი მზად არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთოების არარსებობის პირობებში ეს უცნაურად ჟღერს. განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს საქართველოსთან ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს და ქართველი ხალხი არ უნდა იხდიდეს საფასურს მიხეილ სააკაშვილის შეცდომებისთვის.

ლავროვი ამტკიცებს, რომ 2008 წელს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოქმედებდა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ლავროვი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ღრმა კრიზისიდან გამოდის.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 14:38

"ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იყო გაემკაცრებინა სავიზრო რეჟიმი საქართველოსთან იმის გამო, რომ პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეები არ არის განეიტრალებული.

ობამასა და პუტინის შეხვედრამდე, ერთმანეთს ჯონ კერი და სერგეი ლავროვი შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:13

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრამდე 24 საათით ადრე, ერთმანეთს რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში შედგება. აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ყურადღება სირიის კრიზისის მოგვარებისთვის კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმაზე გაამახვილა. თავის მხრივ ლავროვმა აღნიშნა, რომ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის.

ჯო კერიმ დღეს დაადასტურა, რომ აშშ-ისა და კოალიციის ერთადერთი მიზანი, „სილამურ სახელმწიფოსთან“ ბრძლაა. ეს არის ჩვენი მიზანიც. თუმცა საერთო პოზიციების დაახლოება, განსხვავებული პრაქტიკული ნაბიჯების გამო ვერ ხერხდება“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური