ბერნარ კუშნერი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 22 ნოემბერი 2015 10:21

გლობალური კონფერენციის შემდეგ ბერნარ კუშნერი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა. შესავალი სიტყვა საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტებზე საუბრით დაიწყო. 

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოფილი დიპლომატი გადამწყვეტ ფაქტორად ევროპული ქვეყნების ერთიანობასა და საერთო სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას მიიჩნევს. 

მედია ასევე დაინტერესდა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებით. ჟურნალისტებმა ყოფილ დიპლომატს 2008 წლის ომი გაახსენებინეს, როდესაც ის საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად საქართველოს სტუმრობდა და აქტიურად იყო ჩართული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.   

საქართველოს ჯანდაცვის სფეროში გახორციელებულ რეფორმებს ბერნარ კუშნერი დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:32

საფრანგეთი  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ამ კუთხით საქართველოში წინსვლა შეინიშნება".

ეს განცხადება ბერნარ კუშნერმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, როგორც „გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და სოციალური შეთანხმებისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

„ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი პროგრამა დაიწყო,“ - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პოლიტიკოსები თბილისში გლობალური კონფერენციის ფარგლებში მსჯელობდნენ.

ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

ბერნარდ კუშნერის ვიზიტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 10:00

საფრანგეთის ყოფილი პირველი დიპლომატი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საუბრის თემები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევები იყო. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა 2008 წლის ომიც გაიხსენა - მაშინ კუშნერი საქართველოში პირადად იმყოფებოდა.  

მოგვიანებით სტუმარი "საპარტნიორო ფონდში" მივიდა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდის ერთობლივ პროექტებს გაეცნო და რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

დავით საგანელიძესთან შეხვედრაზე კუშნერმა ჰოსპიტალიზაციის, ფარმაცევტიკის, ინვესტიციების მოზიდვისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. 

კუშნერი ჯანდაცვის  სამინისტროშიც იმყოფებოდა, სადაც უწყებისა და გლობალური ალიანსის ერთობლივი პროექტების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტრო ალიანსთან აპრილის თვიდან თანამშრომლობს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური