კულტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღფრთოვანების საგანი, არამედ ასევე სტრატეგიული ძალა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 12:27

თბილისი, 31 იანვარი - ცნობებიკულტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღფრთოვანების საგანი, არამედ ასევე სტრატეგიული ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. ამაში დარწმუნებულები არიან კვლევის ავტორები „კულტურის განვითარების ინდიკატორები“, რომლებმაც თავიანთი პროექტი წარადგინეს თბილისში. 

იუნესკოს მიერ შემუშავებული კვლევა, რომელიც უკვე მსოფლიოს 17 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოში განახორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სახელწოდებით „კულტურა და კრეატიულობა“.  კვლევა 6 თვის განმავლობაში ჩატარდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია კულტურა, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს იგი ეკონომიკაზე და სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე, ინფრასტრუქტურაზე და მთელ რიგ სხვა სექტორებზე. 

მონაცემები როგორც ინსტრუმენტი

კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ინდიკატორების შეგროვების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ამ მონაცემების შემდგომი გამოყენება ქვეყნის კეთილდღეობის ხელშესაწყობად.  ევროკომისიის შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს ექსპერტის ბატონი  რაგნარ სილის აზრით „ეს მონაცემები წარმოადგენს არა  უბრალოდ მონაცემთა წყებას, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უკეთესი შედეგების მიღებას შეუწყობს ხელს“. 

«ჩვენი ამოცანაა არა მთავრობისთვის რეკომენდაციების მიწოდება, არამედ დახმარების გაწევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო რეალური  კონტექსტის შექმნაში.  ჩვენ სტატისტიკურ საფუძვლებს ვქმნით იმისთვის, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული სექტორი, და რომ მას იმავდროულად ეკონომიკურ ღირებულება გააჩნია, და გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია პოზიტიურ ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის განვითარებაზე ».

ევროკავშირის პროგრამის მკვლევარები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლების დონე, მოსახლეობისთვის კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. ექსპერტებს აინტერესებდათ ქვეყანაში კულტურის ინფრასტრუქტურის არსებობა, ქართველი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, მოსახლეობის ჩართულობა კულტურულ აქტივობებში, ასევე მოცემული სფეროს კანონმდებლობა და რეგულაციები.

სწორედ ამ მიზეზების გამო კვლევა დიდი მოცულობის ინფორმაციას შეიცავს იმას თაობაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია კულტურასა და კრეატიულობას ქვეყნის მშპ-ში, ასევე კულტურის სექტორში დასაქმებული საქართველოს მოსახლეობის  წილი.   

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი უკვე მას შემდეგ იწყება, როდესაც კვლევა დასრულებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურაში არა მხოლოდ კულტურას ხედავენ, არამედ ინვესტიციის მნიშვნელოვან სფეროსაც. მაგალითად, ტურიზმის წილი მშპ-ში 7.3%-ს შეადგენს, ხოლო თუ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროები მჭიდროდ ითანამშრომლობენ, ეს კიდევ უფრო მეტი შემოსავლების გენერირებას შეუწყობდა ხელს“ - აღნიშნავს ლევან ხეთაგური, ქართველი ექსპერტი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

მიზეზი ახლებური მიდგომების მოაზრებისთვის

კულტურულ სექტორში ქალთა მაღალი წილი, ის, რომ  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კულტურის მენეჯერის პროფესია არ ისწავლება, მუზეუმების არათანაბარი განაწილება, საშემსრულებლო ხელოვნებისთვის სცენების და ბიბლიოთეკების არასაკმარისი რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, იმავდროულად საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული კარგი მდგომარეობა - ყველა ეს მაჩვენებლები არა მხოლოდ დასაფიქრებელია, არამედ ასევე ბიძგს უნდა აძევდეს დაინტერესებულ პირებს გააკეთონ რაღაც ახალი, ან გამოასწორონ რაღაც უკვე არსებული.  

„მოცემულ კვლევაში საუბარია როგორც ჩვენი საზოგადოების უპირატესობებზე, ასევე მის ნაკლოვანებებზე. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დაახლოებით 32 000 მოსახლეა, ქვეყანაში არსებული ბიბლიოთეკების 20%-ია წარმოდგენილი. ეს არა მხოლოდ არალოგიკურია, მაგრამ ასევე დაგვაფიქრებს კულტურის სექტორის სწორ მენეჯმენტზე და პროგრამულ დაფინანსებაზე“ - ამბობს ქართველი ექსპერტი იური მღებრიშვილი.

რას გვეუბნება სტატისტიკა  

ქვემოთ მოცემულია ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები:

კულტურის წილი საქართველოს მშპ-ში 0.56%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უკრაინასა და აშშ-ში ეს მაჩვენებელი 4.2%-ს და 2%-ს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 15%-ს შეადგენს.

სახელმწიფო სექტორში კულტურის სფეროში 4.8% მამაკაცი და 5.6% ქალია დასაქმებული.

საქართველოს მოსახლეობის 22% არ სარგებლობს ინტერნეტით, რადგანაც არ ხედავენ ამის საჭიროებას. მოსახლეობის 18%-ს არ გააჩნია ინტერნეტისადმი წვდომა, ხოლო 13%-ამ არ იცის, თუ როგორ ისარგებლოს ინტერნეტით.

მოსახლეობის 74%-ისთვის ტრადიციები უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს სკოლებში თანაბრად ისწავლება სახელმწიფო ენა, უცხო ენები და ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების ენები (33.3%).

საშუალო  სკოლებში ხელოვნების სწავლებას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საათების 12% ეთმობა, ხოლო ხელოვნების სფეროს პროფესიები მხოლოდ 3 382-მა აბიტურიენტმა აირჩია. 

ბედნიერების ინდექსის გაზომვიდან დაწყებული რესტორნებში ვიზიტებით დამთავრებული

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ცხოვრების დონით მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია კმაყოფილი, ხოლო 22% სრულიად უკმაყოფილოა. აღსანიშნავია, რომ რესტორნებში სიარულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (44%).

კვლევა უფრო მეტს ისახავდა მიზნად, ვიდრე უბრალოდ ქართველების რესტორანში, თეატრებსა და კინოებში სიარულის მაჩვენებლის გაანგარიშებაა - აღნიშნა პრეზენტაციაზე იუნესკოს წარმომადგენელმა ნაიმა ბურგომ. „ჩვენ გვინდოდა გამოგვევლინა საზოგადოების ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უფრო ეფექტური გაგვეხადა მთავრობასთან დიალოგი, და უკეთ გაგვეგო ერთმანეთის.

საიმონ ელისი (კანადა), ომელის იუნესკოსთან უკვე 10 წელია თანამშრომლობს, მიიჩნევს, რომ მოცემული კვლევა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი გახდეს. კულტურის ინდიკატორები შემდგომი განვითარების, და საჯარო და სახელმწიფო სექტორს შორის დებატებისა და განხილვების სტიმული უნდა გახდეს. ეს არ არის საბოლოო პასუხი, ეს მხოლოდ დასაწყისია“.

კვლევის მეთოდოლოგია და პროექტის კონკრეტული მაჩვენებლები პრეზენტაციაზე დამსწრე კულტურის მენეჯერებმა და კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათი კომენტარები და შეფასებები ანალიტიკური დასკვნების სახით აისახება კვლევის საბოლოო ვერსიაში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველო გეგმავს კვლევის შედეგები იუნესკოს გააცნოს, და ეს მონაცემები გაამდიდრებს ორგანიზაციის სტატისტიკურ ბაზას თანამედროვე საქართველოსა და მისი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.

 ანასტასია ხატიაშვილი

 წყარო: ცნობები-საქართველო https://www.newsgeorgia.ge/nevidimye-rychagi-vliyaniya-kak-kultura-mozhet-uluchshit-zhizn-v-gruzii/#t20c

„ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 14:27

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, „ქართულ ჭიდაობას“ განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.

სწორედ ამიტომ, „ქართულ ჭიდაობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა.

წილკნის ღვთისმშობლის არქიტექტურულ კოპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 14:13

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში მდებარეობს. იგი მოიცავს ტაძარსა და გალავანს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. - ბაზილიკას, XI-XIIსს. - გუმბათოვან ტაძარს, ხოლო, ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა.

კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც  ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს. ამასთან, გადმოსცემს არა მხოლოდ ქართული არქიტექტურის განვითარების საფეხურებს, არამედ, ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასაც. აქ მოღვაწეობდა და ტაძარშივეა დაკრძალული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი- ისე წილკნელი. გარდა ამისა, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი, საეტაპო ნიმუშია. გარდა არქიტექტურული და ხელოვნებათმცოდნეობითი ღირებულებებისა, წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მშენებლობის ეტაპები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპების თანმდევია. შესაბამისად, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია.

წილკნის ღვთისმშობლის აქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წლის ბოლოს მიანიჭა.

კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რაჭველს პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 10:27

ნიკოლოზ რაჭველის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, კულტურის მინისტრი პასუხობს. მიხეილ გიორგაძის თქმით, ის გაკვირვებულია, რადგან მუსიკალურ ცენტრს აქამდე არ ჰქონია ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ბოლო პერიოდში აქვს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ორკესტრს ექნება საშუალება ოპერაში რამდენიმე კონცერტი გამართოს.

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ კულტურის მინისტრისა და სამინისტროს დამსახურებაა, რომ მათთვის გამოინახა შენობა, რომელიც აქტიურად რემონტდება და ასევე მიეცათ საშუალება ოპერაში გამართონ რამდენიმე კონცერტი, თუმცა თუ 21 მარტამდე ვერ მიიღებენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, მწვავე განცხადებას გააკეთებენ, ოპერაში გალაკონცერტის დასრულების შემდეგ.ნიკოლოზ რაჭველმა განცხადება გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. 

 

მიხეილ გიორგაძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 10:15

პარლამენტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ელოდებიან.საუბრის თემა კულტურის სტრატეგია იქნება .

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები მინისტრისგან დოკუმენტის შესახებ ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას მოისმენენ.

მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, დასრულებულია პირველი ეტაპი და იწყება მეორე, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს წარმომადგენლები კონსულტაციებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან, მათ შორის რეგიონებშიც გამართავენ.

კულტურის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 17:50

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა თურქეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს უმასპინძლეს. შეხვედრას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებოდა.

მიხეილ გიორგაძემ თურქეთის ელჩს ახალი მთავრობის დანიშვნა მიულოცა და უახლოეს მომავალში თურქეთის ახალ კულტურის მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინისტრების შეხვედრა 2016 წლის დასაწყისში შედგება. საუბარი ასევე შეეხო კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კვლავ დაპირისპირების მიზეზია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:35

სახელფასო დანამატების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კვლავ დაპირისპირების მიზეზია. სამსახურის ხელმძღვანელი და კულტურის მინისტრი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. 

ლაშა თორდია ადასტურებს კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას, თუმცა ამბობს, რომ   გიორგი ბაქრაძესთან შეხედრისას მას აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში ხარვეზები არ დაუდასტურებია. 

ლაშა თორდიას თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრების  გამოანგარიშება სახელმწიფო და სახაზინო ბიუჯეტებზე დაყრდნობით ხდება და უზუსტობაზე საუბარი არასწორია. 

თორდიას განცხადებით, კულტურის სამინისტროში ხელფასების ზრდა 2015 წელს უწყებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამატებამ გამოიწვია, თუმცა პრემიებმა სახელფასო დანამატებში გადაინაცვლა, რასაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა.

კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:33

კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზუსტობაზე საუბრობს და საკითხის სამართლებრივ სივრცეში გადატანას არ გამორიცხავს. 

მიხეილ გიორგაძის განცხადებით,  არსებული უზუსტობების არსებობა ლაშა თორდიამ  მის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზეც დაადასტურა. 

მიხეილ გიორგაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეზინფორმაციული და დისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. 

მინისტრი მიიჩნევს, რომ უწყება ციფრებით მანიპულირებს და სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.  

პროგრამა HEREIN-ის ვორქშოპი კულტურის სამინისტროში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:28

29 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე ჩართულია 42 ქვეყანა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდნატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.

გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 11:13

გრიბოედოვის თეატრს 170 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისი სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებას მასპინძლობს.

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, რეჟისორები თემურ ჩხეიძე და  სანდრო მრევლიშვილი, ასევე თეატრის სხვა წარმომადგენლები,  ტოვსტონოგოვის ქუჩის #9-ში, სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის - გიორგი ტოვსტონოგოვის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. რეჟისორს წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ამავე დღეს, გრიბოედოვის თეატრში გაიხსნება გამოფენა „რუსული თეატრი საქართველოში -170’’, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას ეძღვნება. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტუმები, უნიკალური ფოტომასალა და სხვა.

ამასთან, ალ. გრიბოედოვის სახ. თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლის „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ჩვენება გაიმართება.

გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება თბილისში 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიებებში მონაწილეობენ  ქართული თეატრის წარმომადგენლები, თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები 21 ქვეყნიდან. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სახალხო არტისტები ოლეგ ბასილაშვილი, ვასილ ლანოვოი და ირინა მურავიოვა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური