სამხრეთ კავკასია და კრიზისი საქართველოში: ევროკავშირი ნიშნავს ახალ სპეციალურ წარმომადგენელს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 17 ნოემბერი 2017 10:17

2017 წლის 13 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ბ-ნი კლაარი მხარს დაუჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და იმუშავებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და საქართველოს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე.
კერძოდ, სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს და შეასრულებს თანათავმჯდომარის ფუნქციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლებიც საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს ეხება. ტოივო კლაარი შეცვლის ელჩს ჰერბერტ ზალბერს (ეროვნებით გერმანელი), რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის 8 ივლისის შემდეგ ეკავა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას და ინტერესებს კონკრეტულ რეგიონებში და ქვეყნებში, და ჩართულია ევროკავშირისთვის პრობლემურ საკითხებში. ის აქტიურ როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობის და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:12

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

მექსიკაში მოსახლეობის დასახმარებლად სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები შეამცირეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 13:15

მექსიკის პრეზიდენტმა, საწვავზე ფასის მომატების ფონზე, მოსახლეობის დახმარების გეგმა შეიმუშავა. ენრიკე პენია ნიეტომ შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტსა და ბიზნეს ლიდერებთან. მან მხარეებს მოუწოდა, დაასტაბილურონ არსებითი პროდუქტების ფასი და სანაცვლოდ, შეამცირონ სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საწვავზე ფასის ოცი პროცენტით ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, მექსიკის მოსახლეობა ქუჩაში, საპროტესტო აქციები გაიყვანა. ასევე, გახშირდა ქურდობის და ვანდალიზმის ფაქტებიც.

 

პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 აპრილი 2016 18:12

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გვალვის და სხვა ხელისშემშლელი მოვლენების ფონზე, ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონე შემცირდა, შესაბამისად, გართულდა ელექრტოენერგიის მიწოდებაც. მადურომ მიიღო გადაწყვეტილება, დღეში ოთხი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის შეჩერების შესახებ მისი დაზოგვის მიზნით, თუმმცა მოსახლეობა აღნიშნულ ნაბიჯს აპროტესტებს.

თეა წულუკიანი კრიზისების მართვის საბჭოზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 18:01

იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის დეპუტატები თავისუფალი დემოკრატებისინიციატივას ეხმაურებიან. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებმა დღეს კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოში გაერთიანება მოითხოვეს.

“მთავრობა არ აპირებს, რომ ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ მუშაობისთვის გვჭირდება სტიქიის შემთხვევაში თუ სხვა უბედური შემთხვევების დროს საზგადოების დასაცავად, ხელშეწყობისთვის და ამ პროცესების მართვისთვის არ აპირებს, რომ ეს სამუშაო ინსტრუმენტი აღარ იქონიოს. ვერც დებატების აუცილებლობას ვხედავ ამ ეტაპზე“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, უშუშროებსი საბჭო ფაქტობრივად გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ეროვნული უშუშროებსი საბჭო არის პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო და ის ფაქტობრივად გადაწყვეტილებებს არ იღებს, შესაბამისად კრიზისების წარმოქნის დროს მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და შესაბამისად კრიზების და მართვის საბჭოს“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნაციონალურ მოძარობაში ფიქრობენ, რომ კრიზების მართვის საბჭო აბსოლიტურად არაეფექტური მექნიზმი.

“კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ფუნქცია დასუსტებულიყო, კრიზების მართვის საბჭომ თბილიში წყალდიდობის დროს აჩვენა, რომ ის არის აბსოლუტურად არაეფექტური მექნიზმი იმიტომ, რომ ხალხი დაიღუპა და მათ ვერანაირი რეაგირება ვერ შეძლეს სწრაფად. აზრს მოკლებულია დუბლირება ფუნქციების სხვადასხვა უწყებებს შორის და ჯობია ეს ყევლაფერი იყოს უშიშროების საბჭოში, თუმცა ამას ალბათ მთვარობა არ დაეთანხმება. საბოლოო ჯამში სიტყვა ბიძინა ივანიშვილზეა რასაც ის იტყვის, ის იქნება ქვეყანაში," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რომან გოცირიძე ლარის კურსზე საუბრობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 10:10

ეროვნული ბანკის მიერ, შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ რეზერვების გახარჯვას, ეკონომიკური ექსპერტები.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდეს.

ოფიციალური მონაცემებით, დოლარი დღეს თითქმის 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. კომერციულ ბანკებში დოლარის შეძენა კიდევ უფრო ძვირია.

„იმის მაგივრად, რომ დასახოს კრიზისიდან გამოსვლის გზა, ის ყოველთვის ეძებს თავის მართლების საბაბს. და ეს თავის მართლება, როგორც წესი, ყოველთვის არის საგარეო ფაქტორი, “ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იემენის კრიზისზე სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 12:05

იემენის კრიზისთან დაკავშირებით შვეიცარიაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

მხარეებმა შეთანხმება მხოლოდ ერთადერთ საკითხზე, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის იანვრის თვეში გამართვაზე შეძლეს. 

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას არ იცავენ, პროგრესის მიღწევა კი სწორედ ამ შეთანხმების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. 

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ტყვეთა გაცვლისა და შეიარაღებული დაჯგუფებების გაყვანის, ასევე, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვების საკითხები განიხილეს.

კრიზისების მართვის საბჭომ უსაფრთხოების წესები გაამკაცრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:00

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება საქართველოში. 

მთავარი აქცენტი სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ დღეს ათეულობით პირი უკან გააბრუნეს. 

ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები განსაკუთრებული დაკვირვების არეალში არიან. 

გამკაცრებული ზომები იმოქმედებს სტრაგეგიული დანიშნულების ობიექტებზეც. 

უსაფრთხოების ღონისძიებები უკვე შეთანხმდა პრემიერმინისტრთან, რომლის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიკრიბა. 

გახშირებული ტერაქტების ფონზე, კონტროლი ძლიერდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც. 

უცნობია, იმსჯელეს თუ არა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის ინიციატივაზე, თუმცა, ამ საკითხზე ადრესატების პოზიცია ცნობილია: უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი უწყებისთვის დაფინანსების ზრდის საჭიროებას ვერ ხედავს.

2 თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:44

2 თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება, რომლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი სერ გარი ჯონსონი –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ, გენერალ სერ გარი ჯონსონის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე . 

გენერალი სერ გარი ჯონსონი 90-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელი ნაბიჯები შეათანხმეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 12:23

ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელი ნაბიჯები შეათანხმეს. სამიტზე გადაწყდა, რომ ევროპაში მიმავალი მიგრანტების ნაკადს თურქეთი შეაკავებს და საკუთარ ტერიტორიაზე დატოვებს, სანაცვლოდ კი რამდენიმე მილიარდ დოლარს მიიღებს.

მიგრანტების კრიზისის შესაკავებლად ანკარა ვიზების ლიბერალიზაციას მოითხოვდა, თუმცა ამ თემაზე სამიტის დასრულების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა.

ევროკავშირის სამიტი ერთი დღით ადრე დასრულდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური