ქეთი შენგელია: საქართველოს უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი უნდა განვითარდეს

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:45

პროგრამა „შემოქმედებითი საქართველოს“ ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ქეთი შენგელია ორგანიზაციის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანებისა და ასევე იმის შესახებ საუბრობს, თუ რა არის საჭირო გრანტის მისაღებად განაცხადის სწორად წარსადგენად და რა სიძნელეებს აწყდება მუშაობისას ბიურო დღეს.  

პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

პროგრამის ერთ-ერთი მიზანი  — ეს კულტურის, კრეატიული და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარების მხარდაჭერაა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პროგრამის წევრობა, რათა ჩვენს კულტურულ და შემოქმედებით სფეროებსა და მათ წარმომადგენლებს ევროპულ ორგანიზაციებთან მუშაობის შანსი ჰქონდეთ — მათთან ერთად განვითარებისა, მათგან სწავლისა, გამოცდილების გაზიარებისა და რაიმე ახლის ერთობლივად შექმნისა.

ვფიქრობ, სწორედ ესაა პროგრამის მიზანი — დაგვანახოს, რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ქვეყანას კულტურის განვითარებისთვის.  

საქართველოს შემოქმედებით და კულტურულ სფეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს არის როგორც კრეატიული ინდუსტრია, ისე ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება თუ სხვა მიმართულებები. პოტენციალი არსებობს ყველა დარგში და საჭიროა მათი განვითარება.

მაგრამ ამ პროცესს ართულებს ის, რომ ყველას არ ესმის კულტურის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ინტერნაციონალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება. ვიღაცას ეშინია პასუხისმგებლობის აღება, ხოლო ვიღაცას არ სურს ცვლილებები.  მაგრამ იმავდროულად არსებობს დიდი ინტერესიცა და ორგანიზაციები თუ შემოქმედებითი მოღვაწეებიც, რომლებსაც კარგი პროექტების რეალიზაცია სურთ.

ის რომ საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ ნაწილი გახდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ქართულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში ევროპელ კოლეგებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა გაუჩნდათ. ისინი უკვე განაცხადების მომზადების პროცესში თანამშრომლობენ და ფიქრობენ, როგორ განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა.

აქტიურობის დონე საქართველოში

როდესაც საქართველო პროგრამაში ჩაერთო, დიდი ბუმი დაიწყო. მაგრამ როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეიტყეს, რომ დაფინანსების მისაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აუცილებელი, რომ საჭირო იყო განვითარება და პოტენციალის გაძლიერება, ინტერესი შესუსტდა.

თუმცა განაცხადების რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 2015 წელს შვიდი პროექტი გვქონდა, ხოლო 2016 წელს ორჯერ მეტი განაცხადი შემოგვივიდა. ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე, მაგალითად, სლოვენიისა, რომელიც დღეისათვის პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია. რაღაც შედეგებამდე რომ მისულიყვნენ, მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ. ჩვენ კი უკვე შვიდი პროექტი გვაქვს, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს.

დღეისათვის რამდენიმე ორგანიზაცია ამზადებს პროექტებს, რათა 2017 წელს წარადგინოს ისინი. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ვისურვებდით, რომ მონაწილეებიცა და პროექტებიც კიდევ მეტი იყოს.

პირველი ნაბიჯები

მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ პროექტის შემუშავებისა და მის დასაფინანსებლად განაცხადის წარდგენისას — ეს ისაა, რომ უნდა შეისწავლოთ პროგრამის მიმდინარე პრიორიტეტები. თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მას ყოველთვის შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბიუროს, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ინდივიდუალური კონსულტაციებიც არის.

პირველი ნაბიჯი — გაიაზრეთ, გაქვთ თუ არა კარგი იდეა, გაქვთ თუ არა პროექტის საინტერესო და კარგად მომზადებული, გონივრული კონცეფცია. ამის შემდეგ, მიუხედავად საკუთარი ძალების რწმენისა, მაინც უნდა გაიაროთ კონსულტაცია „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროს წარმომადგენელთან.

ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ორგანიზაციების წინადადებებს და ვურჩევთ მათ,  ღირს თუ არა ამა თუ იმ პროექტის განსახილველად წარდგენა. თუ პროექტი პროგრამის პრიორიტეტებს შეესაბამება, ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ პარტნიორების მოძებნაში, რათა პროექტი განხორციელდეს.

ერთობლივი მუშაობა გრანტის მისაღებად

ქვეპროგრამა „კულტურა“ დაფინანსების ოთხ სქემას ითვალისწინებს: ლიტერატურული თარგმანები, თანამშრომლობის პროექტები, ევროპული პლატფორმები და ევროპული ქსელები.

ლიტერატურული თარგმანები — ეს დაფინანსების ერთადერთი სქემაა, რა დროსაც ორგანიზაციებს არ სჭირდებათ პარტნიორები სხვა ქვეყნებში, მათ თავად შეუძლიათ განაცხადის წარდგენა. ყველა სხვა შემთხვევაში პროექტს, სულ ცოტა, სამი პარტნიორი უნდა ჰყავდეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროგრამის მონაწილე ქვეყნებში არსებობს „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროები, გვაქვს საკუთარი სოციალური ქსელი და ვცვლით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ორგანიზაციებს სად, რომელ ქვეყანაში სურთ ამა თუ იმ პროექტის რეალიზაცია.

მაგალითად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას საქართველოდან პროექტის რეალიზება და განაცხადის წარდგენა სურს. ისინი ამ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების  კულტურის სფეროში ავრცელებენ, რის შემდეგაც  თავად კულტურის წარმომადგენლები უკავშირდებიან ერთმანეთს და პროექტის ერთობლივად შემუშავებას იწყებენ. 

იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათ აქვთ პროექტი და ეძებენ ორგანიზაციას საქართველოდან კლასიკური მუსიკის სფეროში. ამ დროს მე შემიძლია პირდაპირ დავაკავშირო ისინი კონსერვატორიასთან ან კლასიკური მუსიკით დაკავებულ სხვა ორგანიზაციებთან. ესეც ბიუროს ერთ-ერთი ფუნქციაა.

ფინანსირების პირობები

პროგრამა განსახილველად იღებს განაცხადებს ორგანიზაციებისგან და არა ფიზიკური პირებისგან. ამიტომ მხატვარს, მწერალსა თუ შემოქმედებითი იდეის ავტორს არ შეუძლია საკუთარი სახელით წარმოადგინოს პროექტი. მას შეუძლია, თავად და ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად, შექმნას საამისოდ ორგანიზაცია.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: ან ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება,  ან დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს პროექტის მენეჯერი უკვე არსებულ ორგანიზაციაში. იდეის რეალიზებისთვის უნდა მოსინჯოთ ერთად მუშაობა და თანაც, შესაძლოა რამდენიმე ორგანიზაციასთანაც კი.

უნდა გახსოვდეთ, რომ „შემოქმედებითი ევროპა“ არ გამოყოფს 100%-იან დაფინანსებას. პროგრამის ყველა სქემა ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზეა დაფუძნებული.

მაგალითად, თანამშრომლობის თემაზე პროექტების ფარგლებში პროგრამა თანხის 60%-ს გამოყოფს, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი თავად ორგანიზაციამ უნდა დაფაროს ან სხვა სპონსორისგან მიიღოს. სწორედ ეს — დამატებითი დაფინანსების  მოძიების მომენტია ამ ეტაპზე საქართველოში რული, და არა მარტო საქართველოში.

ენობრივი ბარიერი

საქართველოში დღემდე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ინგლისური ენა. სამწუხაროდ, ინგლისური ენის ცოდნის დონე აქ დაბალია.

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობას შორის ინგლისურის არცოდნა სირთულეებს ქმნის.  თუ ადამიანი სხვადასხვა შეხვედრებში, პრაქტიკულ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას ღებულობს, ინგლისური ენა უნდა იცოდეს.

სირთულეები იქმნება ინგლისურ ენაზე დოკუმენტაციის შედგენისას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ-კურსების გავლისას.  

შემოქმედებითი ჰაბების როლი

საქართველოში დღეს მხოლოდ იქმნება შემოქმედებითი ჰაბები — Creative hubs. ეს ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარ-ურთიერთობა, იდეების გაზიარება, ერთობლივად რაღაც ახლის შექმნა. 

დღეს შემოქმედებით ჰაბებში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს, უფროსი ასაკის ადამიანები მიჩვეულები არ არიან ამას, მათ არ იციან, რა არის ჰაბი და არ ესმით მისი მიზნები. თუმცა ვფიქრობ, რომ, როგორც კი ასეთი გაერთიანების პოტენციალს დაინახავენ, ისინიც შეუერთდებიან მას.

შემოქმედებითი ჰაბების მუშაობაში ჩასართავად ყველა უნდა მივიზიდოთ, რათა საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაინტერესდეს ამით.

პროგრამა „შემოქმედებითი ევროპისთვის“ აუდიტორიის ზრდა-განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალ აუდიტორიაზე გასვლას, არამედ   უკვე არსებულთან თანამშრომლობის განვითარებას, ახალი ერთობლივი პროდუქტების შექმნას, შემოქმედებით პროცესში ჩართულობის ამაღლებას.

საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანების პროგრამით დაინტერესება და მათი ჩვენს ღონისძიებებზე მიზიდვა. ამ სფეროში აქტიურად მომუშავე ადამიანებმა ამის შესახებ იციან. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სახეები მოვიზიდოთ.

ქართული მედიასაშუალებები აქტიურად რომ აშუქებდნენ, რა ხდება კულტურის სფეროში, მეტ ინფორმაციას იძლეოდნენ არა მარტო „კრეატიული ევროპის“, არამედ საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კუთხით სხვა პროექტების შესახებაც, ძალიან კარგი იქნებოდა. 

აღვნიშნავ, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან დაინტერესებულია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარებით საქართველოში და აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოებამდე აუცილებელი ინფორმაციის მიტანას.

„შემოქმედებითი ევროპა“  იმაზეც მუშაობს, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა შეუძლია გააკეთოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიას ქვეყნის განვითარებისთვის და ეხმარება ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში, კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ, გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.

ვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისში „შემოქმედებით ევროპაზე“ ბევრად მეტი იციან, ვიდრე ქვეყნის რეგიონებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა ბევრადგართულებულია და ისე აქტიურად არ სარგებლობენ ინტერნეტით.

2017 წელს საინფორმაციო ტურნეს ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით, ვაპირებთ საზოგადოებასთან შეხვედრების გამართვას და მათთან პროგრამის შესახებ — მის შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე საუბარს.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი ასეთი შეხვედრა ბათუმში და ძალიან გახარებულები დავრჩით იმით, რომ აუდიტორია უფრო აქტიური გამოდგა, ვიდრე თბილისში და დიდი ინტერესი გამოავლინა  პროგრამის მიმართ.

აუდიტორიას დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, რას უნდა ელოდოს პროგრამისგან და როგორ უნდა ჩაერთოს მასში. სწორედ ამ პროცესის გასააქტიურებლად ვაწყობთ კონფერენციებს, დისკუსიებს, ვორქშოფებს და შემოქმედებით სემინარებს.  ასეთი ღონისძიებები — განსაკუთრებით, თუ მათში ექსპერტები და სხვა ქვეყნების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ — საქართველოს წარმომადგენლებს აძლევს მაგალითს, რა გზას უნდა გაყვნენ. 

ქეთი შენგელია 

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 17:25

მთავრდება საქართველოს ქალაქების განაცხადების მიღება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატივაში „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ მონაწილეობაზე

ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ იწვევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მცირე და საშუალო ქალაქებს ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში“ მონაწილეობის მისაღებად (ინტერაქტიული ბმული
https://www.culturepartnership.eu/article/open-call-pilot-towns).
პროექტში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 2017 წლის 31 იანვარს მთავრდება.

განაცხადები მიიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებისა და რეგიონებისგან. ინიციატივის მიზანი — ეს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის პოტენციალით დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ადგილობრივი კულტურული და კრეატიული რესურსების თაობაზე მონაცემების შეგროვება და კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის პოტენციალის განსავითარებლად მოქმედების კონკრეტული გეგმის შეთავაზებაა.
ეს მოიაზრებს ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტის განვითარებას, ადგილობრივ საწარმოებთან კლასტერების შექმნას, ტურიზმში შეთავაზებების ხარისხის ამაღლებასა და სხვა ქვეყნების მსგავს ქალაქებთან და რეგიონებთან კავშირების განმტკიცებას.
საპილოტე ქალაქებსა და რეგიონებს შეარჩევს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ინიციატივის სპეციალისტი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ ნაციონალური კოორდინატორი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. საკუთარ გადაწყვეტილებას კომისია 2017 წლის თებერვლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
საუკეთესო განაცხადების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება:
• ქალაქის ან რეგიონის მოტივაცია ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად;
• იმის გაგება, რომ კულტურასა და კრეატიულობაზე ფოკუსირებას შეუძლია დამატებითი ღირებულება შესძინოს ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;
• სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელ ძირითად დაინტერესებულ პირთა ჩართულობის დონე.


შერჩეულ ექვს საპილოტე ქალაქსა თუ რეგიონში (აღმოსავლეთ პარტნიორობის თითო ქვეყნიდან თითო ქალაქი ან რეგიონი) გამოცდილი სპეციალისტები თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სქემებს შეადგენენ, რის შედეგადაც ქალაქები და რეგიონები მიიღებენ შემდეგს:
1. მათი მიმდინარე კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ანალიზს;
2. კულტურული და შემოქმედებითი სექტორების შემდგომი განვითარებისთვის საჭირო მოქმედების ინდივიდუალურ გეგმას;
3. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიაში გაშუქებასა და შერჩეული ქალაქებისა თუ რეგიონების მოწინავე გამოცდილების დემონსტრირებას;
4. ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებისა და მათი საზოგადოებების პოტენციალის განვითარების პროგრამაზე წვდომასა და აგრეთვე ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
5. აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობას როგორც ინტერნეტით, ისე პირადი ურთიერთობით.

როგორ შევიტანოთ განაცხადი:
იმისათვის, რომ თქვენი ქალაქის ან რეგიონის სახელით კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, საჭიროა წარმოადგინოთ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განზრახვათა წერილი, რომელშიც იქნება:
1. ქალაქისა თუ რეგიონის ინიციატივაში ჩართვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოტივები (არაუმეტეს 1 გვერდისა);
2. ქალაქსა თუ რეგიონში მიმდინარე ვითარების საერთო მიმოხილვა კულტურული და კრეატიული ორგანიზაციების, სივრცეებისა და საქმიანობის კონტექსტში (არაუმეტეს 2 გვერდისა);
3. აღწერა, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი დაინტერესებული პირები პროცესში (არაუმეტეს 1 გვერდისა — პოტენციური ორგანიზაციებისა და უწყებების სახელწოდებებითა და სპეციალისტების სახელებით);
4. კულტურული და შემოქმედებითი პროექტების, ინიციატივებისა და საქალაქო ტრანსფორმაციების თვალსაჩინო დემონსტრირებისთვის, გირჩევთ დაამატოთ ვებგვერდების ბმულები ან ვიზუალური მასალები (ვიდეო, ფოტოები).

განზრახვათა წერილი უნდა გაგზავნოთ თქვენი ქვეყნის ნაციონალურ კოორდინატორებთან:
სომხეთი: JLIB_HTML_CLOAKING
აზერბაიჯანი: JLIB_HTML_CLOAKING
ბელარუსი: JLIB_HTML_CLOAKING
საქართველო: JLIB_HTML_CLOAKING
მოლდოვა: JLIB_HTML_CLOAKING
უკრაინა: JLIB_HTML_CLOAKING

მონაწილეობაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.

დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა და აგრეთვე დამატებითი შეკითხვების დასმა შეგიძლიათ აქ:
сайте: www.culturepartnership.eu

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური