თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:19

 უმრავლესობის იდეას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვროს არ ეთანხმება ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებთ მეტი პრობლემა არსებობს.

"საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც პარლამენტმა, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა, დასაქმება,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს .  ახალი თავმჯდომარის არჩევაზე შეფასებები მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა. ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, შეკითხვები მასაც აქვს. 

"რადგან არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ბევრი პრობლემაა, აჩენს კითხვებს. დიახ, მეც მაქვს შეკითხვები იქ მიმდინარე პროცედურებთან... თუ ვიღაც თვლის, რომ კითხვები არსებობს და არასწორად მოხდა, სასამართლოში უნდა წავიდეს,"- განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს უფლება არ აქვს, რომ პროცესში ჩაერიოს, დეპუტატებს შეუძლიათ, რომ მოვლენები მხოლოდ შეაფასონ.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობაა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი იყოს და მის საქმიანობაში ხელისუფლების სხვა შტოები არ ერეოდნენ. ვის გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის საბჭოზე, მოსწონთ თუ არა შიგნით უნდა იმსჯელონ,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა. 

თამარ კორძაია საარჩევნო სისტემაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:44
ინტერპარტიული ჯგუფის საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. საუბარია მაჟორიტარული სისტემის უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლაზე, რისთვისაც ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს საპარალამენტო უმცირესობა. „ერთადერთი განსხვავება და პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს უნდა გადავდოთ შემდეგისთვის. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი დარწმუნებული არიან სხვაგვარად ვერ მოიგებენ არჩევნებს,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი. მმართველი გუნდის ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რესპუბლიკელები კი აღიარებენ რეგიონულ-პროპორციული სისტემის უპირატესობას, თუმცა, ამ დროისთვის არსებული შეთანხმებით, მათი განცხადებით ახალი პრინციპით არჩევნები არა 2016, არამედ 2020 წელს უნდა ჩატარდეს. „უმრავლესობასთან ვართ კომპრომისზე წასული,“ - აცხადებს თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის წევრი გაზპრომზე და საქართველოზე წერილს ასაჯაროვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 14:20

თამარ კორძაიამ დღეს ის მიმოწერა გაასჯაროვა, რომელიც რესპუბლიკელებს გაზპრომთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინრიტოსთან ჰქონდა. დეპუტატის თქმით, მათ ძირითად ტრანზიტთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, თუ რა საფრთხეები შეიძლება არსებოდბეს.

კორძაია ამბობს, რომ 12 კითხვაზე კალაძის უწყებისგან ამომწურავი ინფორმაცაია მიიღეს.

გაზპრომსა და საქართველოს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია ენეგრეკიტიკის სამინისტროს.

გაზპორმის ინფორმაციით, კი ალექსეი მილერსა და კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. მათივე განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.

კორძაია თამაზ ურთმელიძეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:12

უმრავლესობის დეპუტატი, თამარ კორძაია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ურთმელიძის ადგილზე "რუსთავი 2-ის" საქმეს ჩამოშორდებოდა.  

"მე თამაზ ურთმელიძის ადგილას ამ საქმეს ავიცილებდი,"-წერს კორძაია. 

შეგახსენებთ, რომ თამაზ ურთმელიძე "რუსთავი 2-ის" საქმეს ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, რომელსაც საკუთარი სიძის ნაჯახის დაჭრაში ადანაშაულებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური