ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:10

ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობრის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიღება. 

სენატორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის

წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათშორის ქართველი და ამერიკელი სამხედროები. ოფიციალური მიღების პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯონ მაკკეინის ღვაწლზე საუბარს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. ასევე იმ  უწყვეტ და მტკიცე მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებდა მას ქართველი ხალხის მიმართ.    

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშემ კრისტოფერ დავენპორტმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა გია ნოდიამ.  სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა  ქართულ ამერიკული მეგობრობის შესახებ. - ორივე ქვეყნის მეგობრობის გათვალისწინებით, კლუბი ყოველთვის ცდილობს სათანადოდ შეაფასოს ამერიკელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და მისი საქმიანობის ფარგლებში საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის ღონისძიების განხორციელება გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიხსენოთ და შესაბამისი პატივი მივაგოთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერ მეგობარს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს. გვსურს, უფრო ახლო რაკურსით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას მისი მოღვაწეობა და გავაფართოვოთ ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერი ადამიანების საკომუნიკაციო გარემო.

მინდა ავღნიშნო, რომ სენატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და თავდაცვის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჯონ მაკკეინის მტკიცე და ერთგული მეგობრობა ქართველი ხალხის მიმართ. ქართულ ამერიკული მეგობრობის 25 წლის განმავლობაში, მან არაერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში ის უწყვეტად განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ჩვენ  მადლიერები ვართ და განსაკუთრებულად ვაფასებთ მის იმ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც შევძელით განგვევითარებინა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჯონ მაკკეინის მხარდაჭერის წყალობით  შევძელით გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის ერთგული მოკავშირე. მე გულწრფელად მწამს, რომ ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ისევ გამოუჩნდება შეერთებულ შტატების სენატში ისეთივე მაღალი პოლიტიკური დონის და მაშტაბის ადამიანი, რომელიც ჯონ მაკეინის მსგავსი სიმძლავრით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას და დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს და აშშ-ის ერთად დგომა ძალზედ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ნაჩვენები იყო სენატორი, ჯონ მაკკეინის (1936-2018) განვლილი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასევე, სამხედრო სენატორის ხსოვნის პატივსაცემათ, საღამოზე შეკრებილი სტუმრების წინაშე წარდგა ფოლკლორული ანსამბლი “თბილისი“, რომელმაც შეასრულა საბრძოლო სულიკვეთების  რამოდენიმე ქართული სიმღერა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა დააგემოვნეს ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით დამზადებული, სენატორი მაკკეინის სახელობის ღვინო, რომელიც ჩამოასხა ღვინის კომპანია ხარებამ. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამერიკული კომპანია KVG, ქედი სტუდიო, ღვინის კომპანია „ხარება“, გამომცემლობა "მინიატურა" კომპანია პრემიუმ ივენთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპანია სარაჯიშვილი, და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger“. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური