თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 01 ნოემბერი 2019 10:08

31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდა იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკის კონცერტი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი 2019 16:21

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში აწყობს ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელიც გაიმართება 2019 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს 19.00 საათზე, საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის 7).

კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული თანამედროვე ჩეხი მუსიკოსები ბატონი იაროსლავ სვეჩენი და ქალბატონი ლუცი ტოზი, რომლებიც შეასრულებენ ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკურ ნაწარმოებებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდება იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტი, სახელწოდებით „აბრეშუმის გზის მელოდია“ გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 15:39

ჩინეთის ეროვნულ დღეს ყოველწლიურად 1 ოქტომბერს აღნიშნავენ. ეს დღე აღინიშნება გრანდიოზულად არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

მიმდინარე წელს ეს დღესასწაული აღინიშნა თბილისში, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც კლასიკურ მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „აბრეშუმის გზის მელოდია“ გაიმართა ქართველი და ჩინელი შემსრულებლების მონაწილეობით. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ძი იენჩიმ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ჩინეთის ეროვნულ დღე და ყველას წინსვლა და ბედნიერება უსურვა. ჩინეთის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინელი შემსრულებლების მაღალი პროფესიონალიზმი და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. 

ჩინელი მევიოლინე Wang Kaiping და დირიჟორი Qiu Genghua წარსდეგნენ ქართველი მსმენელის წინაშე, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ეს დღე ყოველწლიურად  თბილისშიც აღინიშნება, რომლის ორგანიზატორები არიან : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, მედია-ჰოლდინგ GBTIMES Georgia-თან ერთად.

პირველი ოქტომბრის ღონისძიება მიეძღვნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავს, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინციატივის 5 წლისა და ჩინეთის გახსნილობის 40 წლისთავს.

ავთანდილ ოთინაშვილი

Aerosmith-ის კონცერტთან დაკავშირებით 20 მაისს თბილისიდან ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 16:39

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი ორი STADLER-ის ტიპის ელექტრომატარებლის დანიშვნასთან ერთად, „საქართველოს რკინიგზა“ 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით მატარებლებს ნიშნავს, - ამის შესახებ  „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს. 

მათი ცნობით, მატარებლით მგზავრობის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად.

„მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ: კენტ რიცხვებში - მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00 საათზე, ქობულეთში იქნება 16:18-16:21 საათზე, ხოლო ურეკში ჩავა 16:46 საათზე. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 საათზე, ქობულეთში იქნება 18:28-18:31 საათზე, ურეკში ჩავა 18:56 საათზე. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30 საათზე, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04 საათზე, ურეკში იქნება 22:22 საათზე.

ლუწ რიცხვებში - მატარებელი №7002 ურეკიდან გავა 17:05 საათზე, ქობულეთში იქნება 17:27-17:31 საათზე, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50 საათზე. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 საათზე, ქობულეთში იქნება 20:05-20:09 საათზე, ბათუმში ჩავა 20:27 საათზე. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0:15 საათზე, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 საათზე და ბათუმში იქნება ღამის 1:01 საათზე.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

"იქაური ჰაერიც მეზიზღება"- გვარამია სოჭში რ2-ელების მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 მაისი 2017 23:58

რამდენიმე დღის წინ სოჭში ქართული დიასპორისთვის ჩატარებულ კონცერტს, რომელშიც რუსთავი 2-ის თანამშრომლები ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და მომღერალი ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა რუსთავიორელები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღიშნულ ფაქტს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც:

 

“რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემს მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:
1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის - რ2ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენს მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.
2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან. შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზეც. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.
3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ - რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც - ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს. მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და მისი განზოგადება არ იქნებოდა სწორი.

ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის.”- წერს ნიკა გვარამია.

N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 13:04

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ჰიტები შეუსრულეს.

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, როგორც არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის, ისე მოწვეული სტუმრებისთვისაც.

„იმდენად ნათელი სახეები აქვთ, რომ მგონია, ისინი აპირებენ შეცვალონ ყველაფერი და დაიწყონ ახალი ცხოვრება. მინდა, მათ მივულოცო ახალი წელი, ის ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში იყო დაუტოვონ ძველ წელს და ახალ წელს შეხვდნენ ახალი იმედებითა და პერსპექტივებით“, - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა მოწვეულ მომღერლებს სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებას არაჩვეულებრივი შემსრულებლები ეწვივნენ და ძალიან ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მზადყოფნა გამოვთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა.

კონცერტის დასასრულ, მომღერლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად იმღერეს. არასრულწლოვნებმა კი, სტუმრებს სიურპრიზის სახით, მცირე წარმოდგენა შესთავაზეს. მსჯავრდებულებმა მომღერლებს საცეკვაო ნომრები შეუსრულეს და მათივე დაწერილი ლექსები წაუკითხეს.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო-გასართობ ღონისძიებაში, რომლებიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

მუსიკალური ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს გამართავს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 15:23

2017 წლის 20 მაისს საქართველოში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება. მუსიკოსები საქართველოში ისრაელიდან ჩამოვლენ.

Black Sea Arena-ზე კონცერტის გამართვის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ჯგუფს 23 მაისს აქვს წარმოდგენა დაგეგმილი.

 

ვის დასახმარებლად ემზადება ამჯერად სტანისლავ ბონდარენკო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
შაბათი, 09 ივლისი 2016 17:12

მას შემდეგ რაც პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა, ყველას ეგონა, რომ გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო რუსეთში დაბრუნდებოდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე რუსეთში მცხოვრები ქართველი პროდიუსერი ნინო წიკლაური ავრცელებს, რომელიც ბათუმშია და საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად ემზადება. რაც შეეხება ბონდარენკოს, ის უკვე გონიოშია და შვილთან ერთად ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„პროექტის მოგების შემდეგაც კი აგრძელებს ქველმოქმედებას!!! დღეს ისევ მოდის ბათუმში რათა დაეხმაროს მათეს და ლუკას! ამის შემდეგ კი იგი შეუერთდება საქველმოქმედო კონცერტს...

maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 11:02

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეტის ფასი  40 ლარიდან 300 ლარამდეა. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ღირს ზონა B, 100 ლარი - ოქროს ზონა, 200 ლარი - VIP (B), 300 ლარი - VIP (A). 
ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, Check In Georgia -ს ფარგლებში გაიმართება. 

Maroon 5-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 აპრილიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 11:43
„საქართველო! 7 ივნისს ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება,“ - აღნიშნული ინფორმაცია Maroon 5-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 
 აღნიშნულის თანახმად, ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა  25 აპრილიდან გაიყიდება. 
ბილეთების შეძენა  www.TKT.GE - ზე იქნება შესაძლებელი.

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური