ჩინეთის ელჩი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 18:09

16 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუე პინი.

ელჩი დაესწრო კონფუცის ინსტიტუტის ყველა ჯგუფის, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების ჯგუფის ღია გაკვეთილს და კმაყოფილება გამოთქვა ჩინური ენის სწავლების ხარისხით.

იუე პინმა ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა კონფუცის ინსტიტუტისის დირექტორსა და ლექტორებს და აღნიშნა მისი აქტიური როლი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში

ელჩმა კონფუცის ინსტიტუტს გადასცა საჩუქარი, ასევე გადასცა საჩუქარი კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, მარინე ჯიბლაძეს მისი სინოლოგიაში და ჩინური ენის ხარისხიან სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის, ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთის შეცნობაში აქტიური მონაწილეობისთვის

ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია კამპუსში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 11:17

თავისუფალი უნივერისიტეტის კონფუცის ინსტიტუტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორი უნივერსიტეტის - ჩინეთის ლანჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების რექტორებს შორის.

გურამ ჩიქოვანმა და ბატონმა ფანმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და შეხედულებები სასწავლებლებზე, ასევე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩინური მხარემ კონფუცის ინსტიტუტისადამი დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი მარინა ქარჩავა და უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსიტუტი არის ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2011 წელს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჯიბლაძე. ინსტიტუტის ნიადაგზე ფუნქციონირებს საერთაშორისო ჩინური ენის დონის HSK და YCT საგამოცდო ცენტრი, ჩინური ენის კურსები, ასევე აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო, კვლევითი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

"ჩინური კულტურის დღე სკოლაში"

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 22:56

"ჩინური კულტურის დღე სკოლაში" - თავისუფალი უნივერსიტეტის “კონფუცის ინსტიტუტის დღეების” სერიიდან.

1 ოქტომბერს, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ევროპულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის "კონფუცის ინსტიტუტის დღეების" რიგითი ღონისძიება  "ჩინური კულტურის დღე სკოლაში".

მარაო, ჩინური კვანძი, წითელი ფარნები, გრაგნილები და კალიგრაფია, საყვარელი პანდები, პეკინის ოპერის ნიღბები, ტრადიციული ჩინური ფერწერა “კუოხუა”, ქაღალდის ჭრა და ჩაის ცერემონია ამშვენებდა ღონისძიებას.

ღონისძიების დაწყებისთანავე ადგილზე უამრავი მოსწავლე შეიკრიბა, მათი ჟრიამული არ წყდებოდა.  ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩინურმა კალიგრაფიამ, რომლის წერაში ისინიც ჩაერთნენ. მათ ასევე მიეცათ ჩინური კვანძის მომზადების და ქაღალდის ჭრის საშუალება. “ჩხირებით მიწისთხილის აღება” ამ თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობდნენ ჩხირების გამოყენებას, და ეზიარებოდნენ ჩინური სამზარეულოს კულტურას. რადგან შუა შემოდგომის ფესტივალმა ახლახან ჩაიარა, კონფუცის ინსტიტუტის პედაგოგებმა სპეციალურად მოამზადეს ჩინური მთვარის ნამცხვრები.

თბილისის ევროპული სკოლის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინური ენის გაკვეთილებს, და უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ღონისძიებისადმი. სკოლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ  კონფუცის ინსტიტუტის კულტურული საქმიანობის ეფექტით ძალიან კმაყოფილია, და აქტიურად ხელს უწყობს კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი

ანა გოგუაძე

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური