SES-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 16:33

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

„საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

SES-ისშესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 16 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG). დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით  www.ses.com

 

NBC Olympics ირჩევს SES-ის სატელიტურ მაუწყებლობას 4K HDR კონტენტის დემონსტრირებისათვის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 თებერვალი 2018 17:59

NBC Olympics ირჩევს SES-ის სატელიტურ მაუწყებლობას 4K HDR კონტენტის დემონსტრირებისათვის 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისათვის

„SES“-ი საშუალებას მისცემს NBC Olympics-ს, განახორციელოს მაღალდინამიური დიაპაზონის სიგნალის გადაცემა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას

სტემფორდი, კონექტიკუტის შტატი – 2018 წლის 13 თებერვალი – NBC Sports Group-ის განყოფილებამ, NBC Olympics-მა, SES-ი შეარჩია ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების 4K მაღალდინამიური დიაპაზონით (HDR) ტრანსლაციისათვის სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. თამაშები ჩატარდება პიონგჩანგში, სამხრეთ კორეაში, 8 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს დევიდ მაზზამ, NBC Olympics-ის ტექნიკურმა დირექტორმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და სტივ კორდამ, SES-ის ჩრდილოეთ ამერიკის მედია-პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტმა.   

„SES“-ი გამოიყენებს თავის სატელიტურ პლატფორმას, რათა გადასცეს NBC Olympics-ის HDR სიგნალი მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ თავის ფილიალებს, რისთვისაც გამოიყენებს SES-1 თანამგზავრს, განლაგებულს 101 გრადუსზე დასავლეთით. პროცესის განხორციელების ფარგლებში SES-მა გამოყო წინასწარ კონფიგურირებული სატელიტური მიმღები მოწყობილობები         (ე. წ. რესივერები) იმ ფილიალებისთვის, რომლებიც მიიღებენ HDR სიგნალს. SES-ის 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების (MVPD) წვდომას მსოფლიოში უმსხვილეს ფართოზოლოვან 4K პროგრამირების პაკეტზე.

„NBC Olympics-ი მოხარულია, ითანამშრომლოს SES-თან, რათა შესთავაზოს პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება თავის სადისტრიბუციო პარტნიორებს“, განაცხადა მაზზამ. SES-ის მიერ გავრცელებული და Xfinity-ის მიერ წარმოდგენილი HDR სიგნალი შეავსებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას „HDR ვიდეო მოთხოვნით“, რომელიც ხელმისაწვდომია თანამგზავრული პროვაიდერებისთვის აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე.

„მოხარული ვართ, რომ, ისევე როგორც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, NBC-მ ამჯერადაც ანდო SES-ს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის 4K პროგრამირების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კორდამ. „ჩვენი 4K პლატფორმა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის დისტრიბუტორების წვდომას ხაზოვანი 4K პროგრამირების  უდიდეს კონტენტის არჩევანზე მსოფლიოში.“

NBC Olympics-ი განახორციელებს „ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისებისა“ (OBS) და იაპონური NHK-ის მიერ მოწოდებული 4K HDR გაშუქების გადაცემას აშშ-ის სადისტრიბუციო პარტნიორებისათვის, რომლებიც ინდივიდუალურად აირჩევენ, თუ როგორ გახადონ კონტენტი ხელმისაწვდომი თავიანთი მომხმარებლებისთვის.

NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქება მოიცავს გახსნის ცერემონიის, ჰოკეის, ფიგურული სრიალის, მოკლე ტრასაზე სპრინტერული სათხილამურო სრიალის, სათხილამურო ხტომისა და სნოუბორდის დიდი სატრამპლინო შეჯიბრებების 4K კადრებს. წინა დღის შეჯიბრებების ოთხამდე ღონისძიება იქნება გადმოცემული ყოველდღიურად, დაწყებული 10 თებერვლიდან, გახსნის ცერემონიის მომდევნო დღიდან და დამთავრებული 26 თებერვლით, ოლიმპიური თამაშების დახურვის მომდევნო დღით.

Xfinity არის NBC Olympics-ის  მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K გაშუქების წარმდგენი სპონსორი.

 

NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites

LinkedIn: https://www.linkedin.com/company/ses

Facebook: https://www.facebook.com/SES.Satellites

YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel

ბლოგი: https://www.ses.com/news/blogs

ფოტოგალერეა: https://www.ses.com/media-gallery

SES-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტზე: https://www.ses.com/news/whitepapers

NBC Olympics-ის შესახებ

NBC Sports Group-ის, განყოფილება NBC Olympics-იპასუხისმგებელია NBCUniversal-ის ოლიმპიური თამაშების გაშუქების წარმოებაზე, პროგრამირებასა და ხელშეწყობაზე. იგი ცნობილია თავისი უბადლო ოლიმპიური მემკვიდრეობით, ჯილდოებით აღნიშნული პროდუქციითა და აშშ-ის სატელევიზიო ისტორიაში უდიდესი აუდიტორიების შეკრების უნარით.

NBC-ის მიერ პიონგჩანგის თამაშების 4K HDR ფორმატით გაშუქების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გვეწვიოთ მისამართზე: http://nbcsportsgrouppressbox.com/.

SES-ის შესახებ

SES-ი მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ი ყურადღებას ამახვილებს 2 ძირითად ბიზნეს მიმართულებაზე: ვიდეო და ქსელები. კომპანია სატელიტური კომუნიკაციების მომსახურებით უზრუნველყოფს მაუწყებლებს, ინტერნეტ სივრცეში საინფორმაციო შინაარსის მასალისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირ სახლზე მიწოდების“[1] (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი. SES-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, MX1, არის მედია მომსახურების წამყვანი მიმწოდებელი და იგი მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია მომსახურების სრულ პაკეტს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.ses.com

 



 

HD+-ის აბონენტების რაოდენობამ გერმანიაში ორმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 19:19

HD+-ის ფასიანი აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა

ლუქსემბურგი/უნტერფერინგი, 14 თებერვალი 2017 – „SES S.A.“-მა („Euronext Paris“ და „Luxembourg Stock Exchange“: SESG) დღეს განაცხადა, რომ 2016 წელს HD+-ის აბონენტებმა ორმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სატელიტური ტელევიზია 2,111,862 აბონენტს ითვლიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 15%-ით აღემატება (2015 წლის 31 დეკემბერი: 1,840,800). ფასიან აბონენტებთან ერთად ამჟამად 850,000 ოჯახს HD+ უფასოდ, საცდელ რეჟიმში მიეწოდება. ჯამში, დღეის მდგომარეობით, თითქმის სამი მილიონი ოჯახი იყენებს HD+-ს.
უილფრიდ ურნერმა, „HD PLUS“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „2016 წელი HD+-თვის შესანიშნავი წელი იყო. გასულ წელს მივაღწიეთ ორმილიონიან სააბონენტო ზღვარს და კიდევ უფრო გავძლიერდით. ეს მიღწევა ადასტურებს, რომ ამჟამად HD+ გერმანიის სატელევიზიო სივრცეში რეალურად ძლიერია. გერმანიაში სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი გადაიხადოს უკეთესი სატელევიზიო მომსახურების მისაღებად, უფრო მრავალფეროვანი კონტენტის არჩევანის თუ უკეთესი გამოსახულების ხარისხის მისაღებად. HD+-ის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე მაღალი გარჩევადობის ტელემაუწყებლობისთვის (HDTV), სასარგებლოა არსებული ტენდენცია. ამასთან, HD+-ი კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება Ultra-HD-ზე მოთხოვნის ზრდისა და ამჟამად არსებული ციფრული სახმელეთო ტელემაუწყებლობის - DVB-T-ის DVB-T2-ით ჩანაცვლების გამო.”
29 მარტს გერმანიის ციფრული სახმელეთო ქსელი DVB-T სამაუწყებლო სტანდარტიდან ახალ DVB-T2 ტექნოლოგიაზე გადაერთვება, რაც მოიცავს კოდირების ახალ სტანდარტს (HEVC). ამის შემდეგ DVB-T ოჯახებს ახალი ტექნიკა დასჭირდებათ. შესაბამისად, სატელევიზიო აბონენტთა ბევრი ოჯახისთვის, თანამგზავრისა და HD+-ის კომბინაცია მიმზიდველ ალტერნატივად იქცევა: 300 სატელევიზიო პროგრამა გერმანიის მასშტაბით, 50-ზე მეტი HD ხარისხით და 23 სატელიტის მეშვეობით ექსკლუზიურად HD+-ში. DVB-T2, სადაც კერძო სატელევიზიო პროგრამები ფასიანია, 40 არხით, ხოლო რიგ რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლები არხით შემოიფარგლება.

კომპანია SES-მა „RR MEDIA“-იისა და „SES PLATFORM SERVICES“-ის გაერთიანებაზე განაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 15:37

ორი კომპანიის გაერთიანება ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES- ის არსებული ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას მომხმარებლამდე

ლუქსემბურგი, 7 ივლისი, 2016 წ. – სატელიტურმა კომპანია SES S.A.-იმ (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) დღეს განაცხადა, რომ ორი კომპანიის - წამყვანი გლობალური ციფრული მედია სერვისების პროვაიდერი „RR Media“-ს (NASDAQ: RRM) და მისი შვილობილი კომპანიის, „SES Platform Service“-ის გაერთიანება წარმატებით განხორციელდა.

SES-მა კომპანია „RR Media“-ს თითოეული აქცია 13,291 აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო კომპანიის სრულმა ღირებულებამ 242,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გარიგება დასრულებულია და ყველა საჭირო ნებართვა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მიღებულია.

ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას. იგი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES-ის ამჟამინდელ ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას და მოახდენს ვიდეო სერვისების მონეტიზებას სხვადასხვა პლატფორმებისათვის. კომპანია MX1 გამოიყენებს ორივე კომპანიის გლობალურ ქსელებსა და Cloud ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ გააგრძელოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედია საშუალებებისათვის ინოვაციური ციფრული ვიდეო და მულტიმედია გადაწყვეტილებების სრული კომპლექტის შეთავაზება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს SES-ის, როგორც ლიდერის პოზიციონირებას გლობალურ ვიდეო ბაზარზე.

MX1-ი ითანამშრომლებს წამყვან მედია ბიზნესებთან იმისათვის, რომ გარდაქმნას კონტენტი შესაბამისად და ხელმისაწვდომი გახადოს ის ფართო აუდიტორიისათვის მსოფლიო მასშტაბით, ამასთან, მისცეს მაყურებელს ისეთი ვიდეო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ოპტიმიზირებული კონტენტის მართვა და სადისტრიბუციო მომსახურებები.

MX1 მოახდენს 1000-ზე მეტი სატელევიზიო არხის ტრანსლაციას და მიწოდებას მომხმარებლამდე, 440 არხის playout სერვისის მართვასა და 120-ზე მეტი წამყვანი VOD (ვიდეო მოთხოვნით) პლატფორმისათვის სინდიკატური კონტენტის მიწოდებას. ამჟამად, მსოფლიოში ახალი კომპანიის 16 ოფისია წარმოდგენილი, რომელშიც ექვსი სახელმწიფო მედია ცენტრი ფუნქციონირებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანთან იყოს დაკავშირებული.

MX1-ის აღმასრულებელ დირექტორად ავი კოენი დაინიშნა, რომელიც ადრე კომპანია „RR MEDIA”-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. გერმანიაში HD პლატფორმაზე პასუხისმგებელი SES-ის კიდევ ერთ შვილობილ კომპანია - HD PLUS-თან ერთად, MX1 გახდება “SES Media Solutions”-ის ნაწილი, რომელსაც ვილფრიდ ურნერი უხელმძღვანელებს.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ი გამოიყენებს ძირითად ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებას იმისათვის, რომ განავითაროს და გააფართოვოს შეთავაზებული პროდუქტების პორტფელი“ - აღნიშნავს ვილფრიდ ურნერი, „SES Media Solutions“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com

სატელიტური კომპანია SES-ი და IN DEMAND-ი თანამშრომლობას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 23:14

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ლიდერი SES-ი და IN DEMAND-ი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ოპერაციული გასართობი კონტენტის მიწოდების მიმართულებით, შეთანხმებას ანახლებენ. შეთანხმების მიხედვით, კვლავაც გაგრძელდება სპორტული გადაცემების და ასევე Pay-Per-View (PPV) ღონისძიებების HD ხარისხით მიწოდება  ამერიკის კონტინენტის საკაბელო მაუწყებლებისათვის.
IN DEMAND-ი მაყურებლებს გასართობ პროგრამებს PPV, Video On Demand (ვიდეო მოთხოვნით) და ციფრული პლატფორმების მეშვეობით აწვდის.  კომპანია ფლობს SES-3 თანამგზავრის ორ C-band ტრანსპონდერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს IN DEMAND  PPV ბიზნესის მხარდაჭერაში და სხვადასხვა პროფესიონალური პაკეტების მიწოდებაში. საუბარია ისეთი სპორტული პაკეტების მიწოდებაზე, როგორიცაა: Major League Baseball (MLB), NBA, NHL (National Hockey League), MMA (Mixed Martial Arts), ფეხბურთი და სხვა გასართობი ღონისძიებები, რომელიც მიეწოდება 60 მილიონ ოჯახს, რომელსაც აქვს ციფრული საკაბელო მაუწყებლობა.
IN DEMAND-ი ენდობა SES-ის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას, რომელიც მის მოთხოვნებს უზრუნველყოფს სპორტისა და გასართობი პროგრამების მაუწყებლობაში. განახლებული შეთანხმება, მხარეების შეფასებით, კიდევ ერთი მიღწევაა არსებული 30 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური