“ჩინური ენის ხიდის” კონკურსის II ტურის შედეგებით ქართველი სტუდენტი 30 საუკეთესოთა შორისაა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:17

რიგით XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის “ჩინური ენის ხიდის”მეორე ტურის შედეგებით, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტი, მარიამ ბერძენიშვილი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა, მეორე ტური ითვალისწინებდა ჩინეთის კულტურის შესახებ სწრაფ რეჟიმში კითხვა-პასუხს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია და ტარდება კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ჩინურ ენას. “ჩინური ენის ხიდი” შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

მარინე ჯიბლაძე "ჩინური ენის ხიდის" ჟიურიში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:42

ივლისში, ჩინეთში, კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი "ჩინური ენის ხიდი" - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის.

კონკურსის ჟიურის ერთ-ერთ წევრად უკვე ზედიზედ მეოთხედ მიწვეულია თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, მარინე ჯიბლაძე.

კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება, შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარინე ჯიბლაძესთან ერთად ჟიურიში არიან ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის  ტელეწამყვანები და ცნობილ ჩინელი მსახიობები.

კონკურსი ‪#‎ჩემირუსთაველი‬ დასრულებულია

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 ივნისი 2016 23:13

35 შესანიშნავი ნაშრომი ჰუმანიზმისა და თანასწორობის შესახებ. ოთხი გამარჯვებული, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თავი გამოსცადონ მთავობასა და გაეროში ხანმოკლე სტაჟირებებზე. ჯერაც დაუსრულებელი მსჯელობა წარმატებული საზოგადოების პრინციპებზე - გენდერულ თანასწორობაზე, ტრადიციებზე და პიროვნულ თავისუფლებაზე. სტუდენტური ესეების კონკურსი ‪#‎ჩემირუსთაველი‬ დასრულებულია.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ლია გიგაურმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა - ჰელენა სანჩომ.

ესეების სტუდენტური კონკურსი "ჩემი რუსთაველი"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 00:00

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტური ნამუშევრების ეროვნულ კონკურსს „ჩემი რუსთაველი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საკონკურსო თემებია:

ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში
პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“
ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე
ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“
საკონკურსო პირობები:

საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3,000 სიტყვას
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი
შეფასების კრიტერიუმები:

საკითხის ორიგინალური გააზრება
პრობლემის ხედვა კონტექსტში
ანალიზი და არგუმენტირება
წერის კულტურა
პრიზები:

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.   

სტუდენტური ნამუშევრების კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:

JLIB_HTML_CLOAKING
JLIB_HTML_CLOAKING

Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 07 მარტი 2016 10:21
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.

Microsoft-ი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  წლებია თანამშრომლობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ქართველი პედაგოგები ინტენსიურად იღებენ მონაწილეობას კონკურსებსა თუ, პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

მასწავლებლებმა საქართველოს სკოლებიდან ამჯერად, მონაწილეობა  ორ კონკურსში (Innovative Educator Expert და Mixathon Challenge) მიიღეს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. Mixathon Challenge-ის გამარჯვებულებმა სპეციალურ პრიზები მიიღეს ხოლო, Innovative Educator Expert-ის გამარჯვებული ორი მასწავლებელი 2016 წლის 8-10 მარტს ბუდაპაშტში (უნგრეთი), Microsoft Educator Exchange გლობალურ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 300 საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტი.

ჩვენი პედაგოგები კონფერენციაზე წარადგენენ თავიანთ პროექტებს და მიიღებენ მონაწილეობას სპეციალურ ტრენინგებში. ბუდაპეშტიდან დაბრუნებული პედაგოგები მოაწყობენ პრეზენტაციას თავიანთ სკოლაში, სადაც კოლეგებს გაუზიარებენ თავიან გამოცდილებას და კონფერენციის ფარგლებში მოპოვებულ რესურსებს.

კონფერენციის სპეციალური ნაწილის გადმოცემა მოხდება ონლაინ სტრიმინგის საშუალებით, სადაც დარეგისტრირება და დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს: https://www.microsoft.com/en-us/education/e2/default.aspx

პედაგოგები, რომლებიც დაესწრებიან Microsoft Educator Exchange გლობალურ ფორუმს ბუდაპეშტში, 8-10 მარტს:

  1. ნადია დაბრუნდაშვილი, ხაშურის 1-ლი საჯარო სკოლა
  2. ნინო აბულაძე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლა

მეორე კონკურსის (Microsoft Mixathon Challenge) საფუძველზე საქართველოდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთა სკოლებსაც გადაეცათ პრიზები:

  1. რუსუდან გონაშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Microsoft Imagine Academy-ის სასწავლო პროგრამაზე ერთწლიანი ხელმოწერა (მთელი სკოლის წვდომა)
  2. ნინო კოკილაშვილი, წნორის მე-3 საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Corinth ვირტუალურ სასწავლო რესურსების კლასის პაკეტზე ერთწლიანი ხელმოწერა (20 მომხმარებელი)
  3. ლაურა ჯიმშელეიშვილი, შავნაბადის გიმნაზია. სკოლის პრიზი: ჩანთა და სუვენირები კლასის პაკეტი (20 ცალი)

ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

საკრებულოში კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 14:51

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“  ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორებს უმასპინძლეს. 

სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია-ჯესს“ IX და XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი შელეგიამ, ამირან აფციაურმა, გიორგი ნიორაძემ, ბექა მიქაძემ და ვახტანგ კონტრიძემ კონკურსზე გრანპრი და მესამე ადგილი მოიპოვეს.

ფრაქციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის განცხადებით, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ეს ნიჭიერი ბავშვები ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ და ამიტომაც, მინდა წარმატება და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო მათ“-განაცხადა დეპუტატმა.  

ახალგაზრდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინტელის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში, რომელიც აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში (NASA) გაიმართება.

შეხვედრაზე კონკურსის გამარჯვებულებმა საკრებულოს წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები გააცნეს, რომლებითაც ისინი საქართველოს სახელით საზღვარგარეთ წარსდგებიან.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“  წევრები, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გიმნაზიის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე და გიმნაზიის აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდენენ.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა გიმნაზიის აღსაზრდელებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს. საკრებულოს წევრებმა სტუმრებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენობა დაათვალიერებინეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების ასპარეზზე წინსვლა უსურვეს.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება.

გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის კონკურსის გამარჯვებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 14:57

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად  ნიკოლოზ გურაბანიძე დასახელდა. 
აღნიშნულის თაობაზე განცხადება 
 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა,  
ძველ უბნებისთვის იერსახის შენარჩუნების მიზნით,  კონკურსის პირობებში   შესაფერისი აბრების დიზაინის მოთხოვნა იყო გათვალისწინებული.
კონკურსის ჩატარების აუცილებლობა 
დედაქალაქში  ამ მიმართულებით არსებულმაგარკვეული სახის პრობლემებმა გამოიწვია.
დეპუტატის თქმით, 
ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაადამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდვური შედომაა დაშვებული.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემისმოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელები აბრების დიზაინისშემუშავების თაობაზე.
საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილება,რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით,ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს უნდა უპასუხოს’’,-აღნიშნა ლია ჯახველაძემ.
კომისიის ინიციატივით, დედაქალაქისა და ასევე საკრებულოს არსებობის ისტორიაში დიზანის შესარჩევი კონკურსი  პირველად  გამოცხადდა და შემოსული განცხადებების გადარჩევის საფუძველზე შერჩეული 6 კონკურსანტის ესკიზებიდან გამარჯვებულად ნიკოლოზ გურაბანიძის  ნამუშევარი დასახელდა.   
 ლია ჯახველაძის განცხადებით,   
გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინისკონკურსი  2015 წლის 6 ივლისს  გამოცხადდა  და მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო.

26 მაისს სამხედრო მარშის კონკურსში გამარჯვებული კომპოზიცია შესრულდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 10:35

სამხედრო მარშის კონკურსში გამარჯვებული კომპოზიცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდება. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. შეირაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა. მარშის შექმნის მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა. საუკეთესო სამხედრო მუსიკის კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და სამი გამარჯვებულის გამოვლენას ითვალისწინებს. კონკურსი ვაზიანში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოცხადდა, სადაც მიწვეული იყვნენ სტუმრები თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროდან. 

კონკურსი სამხედრო მარშის შექმნაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 11:40

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხედრო მარშის შექმნაზე  ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე,  კონკურსს გამოაცხადებს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი სამხედრო მარშებს შეასრულებს. 

მათივე ინფორმაციით, ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარებისა და ტრადიციების ჩამოყალიბების მიზნით, კონკურსს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე, ასევე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

კონკურსი მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 13:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მხარდაჭერით, 2016-2017 აკადემიური წლისთვის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში (WMU) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საზღვაო სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობა ერთ-ერთ პრესტიჟულ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი და ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე : http://www.wmu.se/postgraduate-program-malm%C3%B6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს მხოლოდ კანდიდატის ნომინაციას და სახელმწიფო მხარდაჭერას. კონკურსანტებს შეარჩევს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მოხდება სააგენტოს შერჩეული კანდიდატის წარდგენა მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში. სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია დონორებზე, შერჩეული აპლიკანტის მიერ შევსებულ აპლიკაციის ფორმაზე, კვალიფიკაციასა და სხვა ფაქტორებზე და ამ პროცესზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავლენა არ გააჩნია.

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური