ლიბერთის მომხმარებლები კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 18:04

მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,  დღეიდან, 3 თვის განმავლობაში ლიბერთის  მომხმარებლები ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და დასუფთავება) გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან.

,,ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ  განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიბერთი განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით,  ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად  ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი 14-17 მარტს უფასოდ ისარგებლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 14 მარტი 2020 13:48

14-17 მარტს ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად განვტვირთოთ ჩვენი სერვის ცენტრები იმისთვის, რომ მომხმარებელს ხელი შევუწყოთ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს. ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალები ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 

კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე ვრცელდება შემდეგ პროვაიდერებზე:

  • თბილისი ენერჯი
  • თელასი
  • თბილისის დასუფთავება
  • GWP - Georgian Water and Power
  • Energo-Pro Georgia
  • DIG_AIR ( დიდი დიღომი გაზი)
  • SocarGeoGaz
  • გაერთიანებული ქართული წყალი
  • ენერგოკავშირი
  • ვარკეთილი გაზი
  • Energo-pro
  • დასუფთავება
  • ბათუმის წყალი
  • RWC -რუსთავის წყალი
  • MWC -მცხეთის წყალი
  • ბორჯომის დასუფთავება
  • საჩხერე გაზი
  • saqorg gazsi
  • თელავის გაზი
  • საქართველოს მელიორაცია
  • GaskoSenakigaz
  • ქარელის დასუფთავება
  • საჩხერე წყალი
  • კასპის დასუფთავება
  • ხაშურის დასუფთავება
  • ფოთის დასუფთავება
  • ზუგდიდის დასუფთავება
  • ქობულეთის წყალი
  • დუშეთის დასუფთავება
  • გორის დასუფთავება
  • SG gaz company
  • ჩირაღდანი  XXI საუკუნე
  • ბათუმის დასუფთავება
  • რუსთავის დასუფთავება

საკრებულო კომუნალურ ვაუჩერებზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:32

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ,თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს ეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს. გამოთავისუფლებული თანხა კი, უმრავლესობის განმარტებით, ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დახმარების გარეშე რჩება 290 ათასამდე ოჯახი. ოპოზიცია სხდომაზე საქალაქო სამსახურების გაერთიანებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის გაუქმების საკითხსაც დააყენებს.

 

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 16:43

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 1,000-ზე მეტ სოფელში გახდა ხელმისაწვდომი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 71 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს, სადაც სოფლის მოსახლეობას 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისის მიღება, სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია. აღნიშნული პროექტის შესახებ დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
ლიბერთი ექსპრესის მანქანების საშუალებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც არ არის იუსტიციის სახლები, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო სერვისების მისაღებად აღარ მოუწევს შორი მანძილის გავლა და ყველა მომსახურებას ადგილზე მიიღებს.
ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით. ასევე, შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.
“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი 2015 წლის ივლისში წარმატებით დანერგა შიდა ქართლში. მოხარული ვართ, რომ პროექტმა მასშტაბური სახე მოკლე ვადაში მიიღო და ამჟამად  სახელმწიფო სერვისები უკვე 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი” - დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა
„ლიბერთი ბანკი ლიბერთი ექსპრესის არხით 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას 100-მდე მობილური ფილიალით 2010 წლიდან ემსახურება. მოხარული ვართ, რომ 2015 წლის ივლისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელს ამ ალტერნატიული არხის გამოყენებით საბანკო მომსახურების გარდა ასევე შეუძლია სახელმწიფო სერვისების მიღება, როგორიცაა პირადობის მოწმობის, პასპორტის და საჯარო რეესტრის ამონაწერის აღება.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური