პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 26 მარტი 2020 12:09

26 მარტი 2020 - ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.
‘ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ
მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

Visa-მ გამოაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა Visa-ს რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე კავკასიის რეგიონში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 16:37

კიევი, უკრაინა – 2019 წლის 4 ივლისი- დღეს Visa-მ გამოაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა Visa-ს რეგიონულ მენეჯერად კავკასიის რეგიონში. ახალ თანამდებობაზე, კრისტინა დოროსი იმუშავებს კავკასიის რეგიონში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდის მიმართულებით, აღნიშნულ ბაზრებზე Visa-ს სამოქმედო არეალის ზრდისა და ბანკების, სავაჭრო კომპანიებისა და ბარათის მფლობელებისთვის კომპანიის სარგებლიანობის გაძლიერების მეშვეობით.
“მოხარულნი ვართ, გამოვაცხადოთ კრისტინა დოროსის დანიშვნა კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მართვისა და ხელმძღვანელობის დადასტურებული უნარებით, გადახდების სფეროში სიღრმისეული ცოდნითა და რეგიონული ბიზნესის კარგი ცოდნით, კრისტინა კომპანიას უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს, იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ვანიჭებთ,” განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ვერა პლატონოვამ.
კრისტინა დოროსს აქვს საცალო საბანკო სექტორში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ბარათებისა და მობილური გადახდების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2016 წლიდან კრისტინამ მუშაობა დაიწყო Visa-ს რეგიონის პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან კრისტინა დოროსი ახდენს ძირითადი პროდუქტების (სადებეტო, საკრედიტო და პრემიუმ პროდუქტები) ზედამხედველობას, მართავს მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და საკრედიტო გადახდების (Push Payments) მიმართულებებს, რაც, ერთობლივად, არსებით როლს ასრულებს ელექტრონული გადახდების ზრდის თვალსაზრისით. კრისტინას პროფესიული წარმატებების შესანიშნავი მაგალითებია პრემიუმ სარგებლის გაძლიერება, მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარება უკრაინასა და ბელორუსიაში, მობილური SME ტექნოლოგიის ამოქმედება და ა.შ.
„დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Visa-ს პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელობის საინტერესო გამოცდილების შემდეგ, მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს კავკასიის რეგიონში. ეს არის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობა, რათა დავნერგოთ უფრო მეტი ინოვაცია და სარგებელი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე, რაც შექმნის გადახდების მომავალს და ბიძგს მისცემს ინოვაციების განვითარებას რეგიონის მასშტაბით.“ - განაცხადა კრისტინა დოროსმა.
***
Visa-ს შესახებ
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: About Visa, visa.com/blog and @VisaNews

Visa-ს შესახებ
ანა სერდიუკი
დირექტორი, კორპორაციული კომუნიკაციის განყოფილება
Visa დსთ და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია (CIS&SEE)
+38 044 22 00 300
JLIB_HTML_CLOAKING

XIX ბიზნეს რეიტინგში 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018 15:58

14 დეკემბერს, თბილის გარდენ ჰოლში 19:30 საათზე მედია ჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით მე -19 ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და გალა ვახშამი გაიმართება.  

ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა.  საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია - გრან-პრის მფლობელი,  ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე  დასახელდება.

Investment Award  - ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან  წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

 

2017-2018  წლის საუკეთესო კომპანიები  არიან:

 

1. ავერსი

 

2. ასკანელი ძმები

 

3. ბადაგონი

 

4. ბაზისბანკი

 

5. ბრავო რექორდს

 

6. გალფი

 

7. გეოპლანტი/გურიელი

 

8. გიუაანი

 

9. დანკინ’ დონატსი

 

10. დუგლაძეების ღვინის კომპანია 

 

11. ენ სი სი

 

12. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

 

13. ზარაფხანა 

 

14. კავკასიის ავტოიმპორტი

 

15. ლილო მოლი

 

16. ნიკორა სუპერმარკეტი

 

17. ორბი ჯგუფი

 

18. პე ეს პე ჯგუფი

 

19. პეტროკას ენერჯი ჯგუფი

 

20. სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

 

21. სარაჯიშვილი

 

22. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

 

23. სოკარი

 

24. ტოიოტა ცენტრი თბილისი

 

25. ქედი სტუდიო

 

26. შუხმან ვაინს ჯორჯია

 

27. ჯორჯიან პროდაქტს

 

წლის  საუკეთესო ინვესტორები არიან:

  1. დრიმლენდ ოაზისი

 

  1. ლისი დეველოპმენტი

 

  1. მეღვინეობა შილდა

 

  1. ქართული ზეთისხილი

 

  1. ჯეოსთილი

 

  1. ჯორჯიან მანგანეზი

 

წელს, საპატიო  სტუმრების სტატუსით ღონისძიებაზე  შემდეგი კომპანიები იქნებიან:

 

  1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“
  2. სიღნაღის არტ ჰოტელი
  3. შავი ზღვის უნივერსიტეტი
  4. ღვინის ეზო N1
  5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

 

შეგახსენებთ, რომ  მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

P.S. კომპანიებისა და ინვესტორების ჩამონათვალი დალაგებულია ანბანის მიხედვით.

სპონსორები:

პლატინის სპონსორია „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“

 

ოქროს სპონსორია „ზარაფხანა“

 

გენერალური სპონსორია „სოკარი“

 

სპონსორი „ქედი სტუდიო“

 

 

 

პროექტისმხარდამჭერებია:

 

  • ქალაქ თბილისის მერია

 

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

  • სოფლის მეურნეობის სამინიტრო

 

  • ფინანსთა სამინისტრო

 

 

 

პარტნიორები:

 

  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საპარტნიორო ფონდი
  • თანაინვესტირების ფონდი
  • ბიზნესომბუდსმენი

 

მედიამხარდამჭერებია:

 

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

2. იმედი

 

3. ტვ პირველი

 

4. პალიტრა ნიუსი

 

5. საფერავი TV

 

6. ობიექტივი

 

7. სტარვიზია

 

8. მუზიკბოქსი

 

9. ფორტუნა

 

10. ავტორადიო

 

11. თბილისელები

 

12. ჯორჯიან თაიმსი

 

13. კავკასიან ბიზნეს ვიკი

 

14. რეზონანასი

 

15. პრაიმთაიმი

 

16. ბანკები და ფინანსები

 

17. სვობოდნაია გრუზია

 

18. ბიზნეს მედია

 

19. ვერსია

 

20. ქართული აზრი

 

21. Geotimes.ge

 

22. Award.com.ge

 

23. Kvira.ge

 

24. Georgianpress.ge

 

25. For.ge

 

26. Liderinfo.ge

 

27. NewsDay.ge

 

28. Reportiori.ge

 

29. Economic.ge

 

30. Metronome.ge

 

31. Timer.ge

 

32. Fact2.ge

 

 

 

 

 

ჩვენისლოგანიკვლავუცვლელია - „ვაკეთებთიმას, რაცვიცით“.

“ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით” – „ჯორჯიან თაიმსის“ რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 21:29

„ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის“ იდეამ, 1995 წლიდან დღემდე,  დროის გამოცდას გაუძლო, მოიხვეჭა და შეინარჩუნა ნდობა, სტატუსი, პოპულარობა, აკადემიურობა, რეპუტაცია და  თავისი არსებობით დაამტკიცა, რომ არ შეცდა ინიციატივაში,  დაეჭირა მხარი და პოპულარიზაცია გაეწია ახლადფეხადგმული  ეროვნული ბიზნესისათვის.

 „ჯორჯიან თაიმსისა“ და „გორბის“ ერთობლივი ბიზნეს დაჯილდოება  მეწარმეებს, ბიზნესმენებს, დიპლომატიური კორპუსის, მოწინავე ბიზნესის,  მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის ნოემბერში უკვე მეჩვიდმეტედ, კვლავ ერთად შეკრებს. ამისათვის კი მზადება უკვე დაწყებულია.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლეა: პირველად საქართველოში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 მედიაჰოლდინგ “Georgian Times “-სა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს 21 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

 როგორც ყოველთვის, “ჯორჯიან თაიმსისა” და „გორბის“ ერთობლივ ტრადიციულ  მე-17  ბიზნეს-რეიტინგში  2015 - 2016 წ. საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.

 პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

სულ მალე "ჯორჯიან თაიმსის" რიგით მე-17 ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდება 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი და  საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, რეიტინგში მონაწილე კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე  თავად დაასახელებენ.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი),ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

რადგანაც წელს საარჩევნო წელია, პროექტი განსაკუთრებული მობილიზებით კეთდება და დაჯილდოების ცერემონიალი შემოდგომაზე გაიმართება.

წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერები იყვნენ

  1. თბილისის მერია
  2. ეკონომიკის სამინისტრო
  3. ფინანსთა სამინისტრო
  4. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  5. ენერგეტიკის სამინისტრო
  6. თანაინვესტირების ფონდი
  7. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  8. საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  9. საქართველოს საპარტნიორო ფონდი
  10. ინვესტინგ ჯორჯია
  11. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

  პროექტის მედია მხარდამჭერები არიან:

  1. ტელეკომპანია დრო
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  3. ტელეკომპანია რუსთვი 2
  4. ტელე იმედი
  5. ტელეკომპანია იბერია
  6. ტელეკომპანია მაესტრო
  7. TV პირველი
  8. ტელეკომპანია ობიექტივი
  9. TV აფხაზეთის ხმა
  10. საფერავი TV
  11. ტელეკომპანია მუზიკბოქსი
  12. გადაცემა „ბიზნესკონტრაქტი“
  13. გადაცემა „საქმიანი დილა“
  14. რადიო ფორტუნა
  15. ავტორადიო
  16. ონლაინ გაზეთი www.geotimes.ge
  17. ბიზნეს პორტალი www.award.com.ge
  18. საინფორმაციო სააგენტო www.for.ge
  19. საინფორმაციო სააგენტო www.newsday.ge
  20. საინფორმაციო სააგენტო www.georgianpress.ge
  21. საინფორმაციო პორტალი www.1news.ge
  22. პორტალი www.kvira.ge
  23. საინფორმაციო სააგენტო www.reportiori.ge
  24. ინგლისურენოვანი გაზეთი The Georgian Times
  25. ინგლისურიენოვანი გაზეთი Caucasian Business Week
  26. ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today
  27. გაზეთი პრაიმთაიმი
  28. ჟურნალი თბილისელები
  29. გაზეთი “სვაბოდნაია გრუზია“
  30. გაზეთი „ვერსია“.
  31. გაზეთი ქართული სიტყვა
  32. ჟურნალი Forbes Georgia

 წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები გახლდნენ:

1.       TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2.       კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3.       ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4.       ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5.       GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

6.       შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7.       შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8.       TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9.       გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10.    შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11.    ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12.    ჯეოსელი - ოსმან თურანი

13.    ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14.    სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

15.    საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16.    ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

გასულ წელს, "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" ერთობლივი ბიზნეს რეიტინგის რიგით მე-17 დაჯილდოებაზე გამარჯვება სოსო ფხაკაძემ და "ვისოლ ჯგუფმა" მოიპოვა.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების,სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

 კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა.

კომპანიები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

 მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხვადასხვა კომპანიებმა, დაინახეს რა, ბიზნეს რეიტინგის იდეის წარმატება და საინტერესო შინაარსი,  სარფიან, სასარგებლო და საიმიჯო პროექტად აღიქვეს. გამომდინარე აქედან, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გამართონ მსგავსი ტიპის დაჯილდოებები, (ამ შემთხვევაში, "ჯორჯიან თაიმსი" კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს) თუმცა, სამწუხაროდ, პლაგიატის ავტორები ვერ ახერხებენ, მაღალი დონის, ხარისხისა და ობიექტურობაზე დამყარებული დაჯილდოების ორგანიზებას. ისინი მზად არიან, ნებისმიერი მონაწილეობის მსურველი კომპანია ჩართონ პროექტში და დააჯილდოვონ.

"ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანზებული ბიზნეს რეიტინგის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილე ბიზნესმენებისა და ბიზნესკომპანიების შერჩევის პროცესი პრინციპულ კრიტერიუმებსა და ობიექტურ კვლევაზეა დამყარებული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გრან-პრის მფლობელი კომპანიის გამოვლენა კი უშუალოდ რეიტინგის მიმდინარეობისას, სრულიად გამჭირვალედ ხდება და ბიზნესმენები თავად ირჩევენ მათ შორის საუკეთესოს.

ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგით მე-15 ბიზნეს დაჯილდოების შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენებმა მათ შორის საუკეთესოდ სწორედ ის კომპანია დაასახელეს, რომლის წარმომადგენლებიც ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. საუბარია "საქართველოს ბანკზე", რომელიც "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა.

"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგი სამთავრობო დონისა და ხარისხის პროექტია, რომელსაც ყოველთვის ესწრებიან მთავრობის, ბიზნეს სექტორის, სავაჭრო პალატისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც მის სახელმწიფო მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება და თავად ბიზნესმენები კარგად ხედავენ ბიზნეს რეიტინგის მთავარ ღირსებებსა და უპირატესობას და არჩევანს ყოველთვის იმ კრიტერიუმებსა და პრინციპებზე აკეთებენ, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით.

თესლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს თესლის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:37

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმროში ,,თბილისი მერიოტი“ სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული სისტემა მიზნად ისახავს საქართველოში სათესლე მასალის წარმოების განვითარებას და ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენების გზით მოსავლიანობის ზრდას.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის შემუშავება-დანერგვა განხორციელდა FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში და ავსტრიის განვითერების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა მარცვლოვანი კულტურების საველე ინსპექტირება და მოწონებული სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული თესლის პარტიების ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, მიღებული შედეგების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გასცა. ნათესების ჯიშობრივი სიწმინდისა და სხვა მონაცემების აპრობაციის შედეგად, მიღებული სათესლე მასალა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა თესლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, მათ მიერ წარმოებული თესლის ჯიშობრივი ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ დონორ ორგანიზაციებს ტექნიკური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვა მეთესლეობის სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს.

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური