აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი მზად არის ქართულ ბაზარზე რუსულ გაზპრომს კონკურენცია გაუწიოს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 12:36

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი მზად არის ქართულ ბაზარზე რუსულ გაზპრომს კონკურენცია გაუწიოს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო ტრენდსგანუცხადა.

"რუსული გაზის საქართველოსთვის მიწოდება კონკურენციის დონეს გაზრდის. ეს თავისუფალი ბაზარია. სხვა კომპანიების არსებობა ბაზარზე კონკურენციის დონეს, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს ზრდის. თუ საქართველო რუსული გაზის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ახალ პირობებს შევეწყობით და განვითარებას გავაგრძელებთ. ზოგადად, კონკურენციისთვის მზად ვართ. გაზპრომისქართულ ბაზარზე გაძლიერება სოკარის საქმიანობაზე დიდ გავლენას არ მოახდინეს.

საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი აქამდეც ხორციელდებოდა და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება გაზის მიწოდებას საქართველოსთვის, სოციალური მომხმარებლისთვის გაზის მისაწოდებლად კონტრაქტი გარკვეული ვადით გვაქვს გაფორმებული. კომერციული მომხმარებლისთვის კი, მოკლევადიანი - სამ და ექვსთვიანი შეთანხმებების სისტემას ვიყენებთ," - ნათქვამია წერილში. 

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი კომპანია დაინტერესდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 14:29

ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, იაო ციანგს, აშშ-ევროპის გენერალურ მენეჯერს იე ჰაოლინგს და საზღვარგარეთის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტ დინ ჭენგუოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ თავისუფალ და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. 
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია დაესწრნენ. 
POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვეტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში - თოპ 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.

30 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ბათუმში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 10:02

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია
ARmeridans-ის მასშტაბური პროექტის, White Sails –„ თეთრი იალქნები“
პრეზენტაციას დაესწრნენ. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ:
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები, საკანონმდებლო ორგანოს
ხელმძღვანელი პირები, ქალაქის მერი, ასევე დეპარტამენტების და ბიზნეს
წრეების წარმომადგენლები.
კომპანია ARmeridans-ის პროექტი, White Sails, (თეთრი იალქნები) ქალაქის
მასშტაბით მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობაა. 120 000 კვადრატულ მეტრ
ფართობზე ორი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება.
კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო
ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს. საქართველოში პირველად შემოდის
სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანია Interstate Hotels and
Resorsts. (Interstate, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სასტუმრო ქსელის
ოპერირებას ეწევა. მაგალითად ისეთების, როგორებიცაა: Starwood,
Intercontinental, Hyatt, Holiday Inn, Marriott და სხვა.) კომპლექს White
Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი,
Interstate განახორციელებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია
AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის.
ობიექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ინვესტიციის მოცულობით, არამედ იმითაც,
რომ მხოლოდ მშენებლობისას 300 ადგილობრივი დასაქმდება. მრავალფუნქციური
კომპლექსი გააერთიანებს ყველა იმ მომსახურებას და ინფრასტრუქტურას, რაც
ასეთ ელიტარულ ობიექტს უნდა გააჩნდეს და აშენებული იქნება საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად. ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის
დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება. პროექტის ღირებულება
30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით 4
წელიწადში უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
და გრაფიკს 15 თვით უსწრებს. ამიტომ, კომპანია პროექტის ვადაზე დრე
დასრულებას გეგმავს.
„ბათუმში განებივრებული ვართ ახალ-ახალი სასტუმროების მშენებლობით. წელს
უკვე ეს მესამე ობიექტია, რომელსაც საფუძველი ეყრება. „მეტრო სითის“
გაფართოებით და „ეარ მერიდიანსის“ შემოსვლით ახალი ბულვარის
განვითარებისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კიდევ
უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში, ხელი შევუწყოთ
ინვესტორებს და მოვიზიდოთ ისინი, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო,
შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ტურიზმი და ყველა მიმართულებით
დავასაქმოთ ადგილობრივები,“ - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთს 6330 ახალი თვითმფრინავი დასჭირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 14:27

მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთს 6330 ახალი თვითმფრინავი დასჭირდება, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 950 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასეთი პროგნოზი ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კორპორაცია „ბოინგმა“ წარმოადგინა.  ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

„მიუხრდავად იმ ეკონომიკური რხევებისა, რომელსაც ამჟამად ადგილი აქვს ჩინეთის ბაზარზე, ჩვენ მაინც ვხედავთ ჩინეთის საავიაციო სექტორის დინამიური ზრდის პერსპექტივას უახლოეს მომავალში“, - განაცხადა კომპანია „ბოინგ-სამოქალაქო თვითმფრინავების“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა რენდი ტინსეტმა.

მისივე თქმით,  მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთის სამოქალაქო ავიაპარკი სამჯერ გაიზრდება: 2570 ერთეულიდან 7210 ერთეულამდე (2014 – 2034 წლების განმავლობაში) და აქედან 70 პროცენტი აუცილებელი იქნება ჩინეთის ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

კორპორაცია „ბოინგის“ წარმომადგენლები ასევე თვლიან, რომ 2034 წლისთვის გაიზრდება ჩინეთის მოთხოვნა იმ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ცალმხრივი შუა გასავლელი გააჩნია. სავარაუდოდ მათი რიცხვი 4630 ერთეულს გაუტოლდება. გარდა ამისა,  მომავალში ჩინეთს ასევე გადაეცემა ფართფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავები, ისეთები როგორიც არის „ბოინგ 777-300ER, ბოინგ 777Х  და ბოინგ 787“.

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური