სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 დეკემბერი 2016 17:58

„სპუტნიკ მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (69%), საფრანგეთისა (51%) და იტალიის (51%) მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩა, მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ“-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს“, გერმანელების მხოლოდ 24%-მა, ფრანგების 35%-მა და იტალიელების 42%-მა გასცეს დადებითი პასუხი. პასუხი არ ჰქონდათ ფრანგების 10%-ს და გერმანელებისა და იტალიელების 7-7%-მა.

1991 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.

ამ დღეს ვისკულებში (ბელოვეჟის ტყეში ბელარუსის სამთავრობო რეზიდენცია) ბელარუსის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმებას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop –მა 2016 წლის ივლისის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში შერჩეული 3006 რესპონდენტი. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

სპუტნიკი ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

გოგი მეშველიანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 11:05

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად, სოფელ ბერთაკარის, სენების და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

კომპანიის „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფლის წარმომადგენლებთან ადგილობრივების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ახალი საბადო ამუშავდება.

“ახალი ობიექტის გახსნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბიზნესი თავისუფალია. რაც შეეხება გოგი მეშველიანს, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. დავით ბალანჩივაძემ კომპანიის სახელით ასევე გამოთქვა იმ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც სამომავლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელდება. გოგი მეშველიანის თქმით კი, ახალი საბადოში დასაქმებულთა 70% -ი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. გარდა ამისა, „არემჯი ჯგუფი“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალშიც იზრუნებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე.

კომპანია "ბოში" საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ბაზრის წილს აფართოვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 16:17

გასულ კვირას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კომპანია "ბოშის" წლიური შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გაიმართა. "ბოშის" წარმომადგენლებმა დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში კომპანიის დინამიკური ზრდის შედეგები მიმოიხილეს. "ბოშის" რეგიონალური წარმომადგენლობა თბილისში გასული წლის იანვარში გაიხსნა. იგი კომპანიის საქმიანობას კოორდინაციას უწევს, როგორც უშუალოდ საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ძირითადი ამოცანაა ბიზნესის განვითარება რეგიონის სამივე სახელმწიფოში.

2016 წლის თებერვლიდან კომპანია „ბოში“-ის ახალი ხელმძღვანელი რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთსა და კავკასიაში ხანსიურგენ ოვერშტოლცია. იგი ასევე დაინიშნა პრეზიდენტისა და აღმასურულებელი დირექტორის თანამდებობაზე „რობერტ ბოშ“ რუსეთში და „რობერტ ბოშ“ საქართველოში.
კომპანია "ბოში" წარმოდგენილია დსთ-ის ქვეყნებში, საქართველოში, მონღოლეთსა და უკრაინაში. ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროებში მსოფლიოს ლიდერი კომპანიის სავაჭრო ბრუნვამ 2015 ფინანსური წლის განმავლობაში დსთ-ს ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინაში 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა.
როგორც ხანსიურგენ ოვერშტოლცმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ევროში მიმოქცევა 20 %-ით შემცირდა. თუმცა ადგილობრივ ვალუტაში ცოტა უფრო გაიზარდა. „რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები კომპანია "ბოშისთვის" ძველებურად მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონად რჩება. სიტუაციის განვითარების პასუხად, ჩვენ ვაგრძელებთ წარმოების შემდგომ ლოკალიზაციას, ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ბიზნეს-მიმართულებით“, - დასძინა „ბოშის“ სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთსა და კავკასიაში.
მისივე თქმით, 2015 წელს საქართველოში „ბოშის“ ელექტროხელსაწყოების გაყიდვამ გასულ წელთან შედარებით 10 %-ით მოიმატა. თუმცაღა საამშენებლო ბაზარი მთლიანობაში 9 %-ით გაიზარდა. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 14 მსხვილ ქალაქში 5 ჯერ გაიზარდა „ბოშის“ ინსტრუმენტების დისტრიბუციის ქსელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თბილისში „ბოშის“ მზა პროდუქციის მსხვილი საწყობის გახსნის შედეგად.
2015 წლიდან გაუმჯობესდა ბოშის პროდუქციის სერვისული მომსახურება, გაიხსნა ავტორიზირებული სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებებს. „ბოში“ საქართველოში 2018 წლამდე განვითარების პროცესის გაგრძელებას გეგმავს და შესაძლებელია, უკვე უახლოეს მომავალში ახალი სერვის–ცენტრიც გაიხსნას.
სამშენებლო სფეროს გააქტიურებას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებიც. კერძოდ, 2014 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მშენებლობაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ სექტორში, სულ 181 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 36%-ს შეადგენს.
2014 წელს კომპანიის 4000-მდე თანამშრომელმა 774 მლნ ევროს ღირებულების საქონელი გაყიდა. კომპანიას გააჩნია 350 შვილობილი და რეგიონული კომპანია 60 მეტ ქვეყანაში და სერვის-პაქრტნიორები დაახლეობით 150 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში.
კომპანია „ბოში“ წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვან გლობალურ პროვაიდერს, რომელიც მოღვაწეობს საავტომობილო გადაწყვეტილებების, ენერგეტიკის, სამშენებლო / სამრეწველო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებში. 2013 წელს ჯგუფის 281 000-ზე მეტი თანამშრომლის მიერ განხორციელებული გაყიდვების მოცულობამ 46,1 მილიარდი ევრო შეადგინა. 2012 წელს კომპანია „ბოშმა“ დააფუძნა ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილება საქართველოში, სამშენებლო ელექტრო ხელსაწყოების განხრით. 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა რეგიონალური საწყობი საქართველოში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქონლის შეუფერხებელ მიწოდებას ადგილობრივი ბაზარზე. კომპანია „ბოში“ საქართველოს მაშტაბით რამდენიმე სადილერო კომპანიასთან თანამშრომლობს.
კომპანია ასევე აქტიურად საქმიანობს საავტომობილო, ენერგეო–, სამშენებლო, სამრეწველო ტექნოლოგიების და ფართო მოხმარების საგნების დარგებში. დღეისთვის კომპანია „ბოშ“–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ელიტ ელექტრონიქსი“ და „თეგეტა მოტორსი“ არიან. „ბოშის“ ელექტროხელსაწყოები კი წარმოდგენილია საქართველოს მთელი მასშტაბით, ქვეყნის 50-მდე სპეციალიზირებულ სავაჭრო ქსელში.

ავთანდილ ოთინაშვილი

კომპანია SES-მა „RR MEDIA“-იისა და „SES PLATFORM SERVICES“-ის გაერთიანებაზე განაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 15:37

ორი კომპანიის გაერთიანება ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES- ის არსებული ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას მომხმარებლამდე

ლუქსემბურგი, 7 ივლისი, 2016 წ. – სატელიტურმა კომპანია SES S.A.-იმ (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) დღეს განაცხადა, რომ ორი კომპანიის - წამყვანი გლობალური ციფრული მედია სერვისების პროვაიდერი „RR Media“-ს (NASDAQ: RRM) და მისი შვილობილი კომპანიის, „SES Platform Service“-ის გაერთიანება წარმატებით განხორციელდა.

SES-მა კომპანია „RR Media“-ს თითოეული აქცია 13,291 აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო კომპანიის სრულმა ღირებულებამ 242,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გარიგება დასრულებულია და ყველა საჭირო ნებართვა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მიღებულია.

ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას. იგი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES-ის ამჟამინდელ ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას და მოახდენს ვიდეო სერვისების მონეტიზებას სხვადასხვა პლატფორმებისათვის. კომპანია MX1 გამოიყენებს ორივე კომპანიის გლობალურ ქსელებსა და Cloud ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ გააგრძელოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედია საშუალებებისათვის ინოვაციური ციფრული ვიდეო და მულტიმედია გადაწყვეტილებების სრული კომპლექტის შეთავაზება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს SES-ის, როგორც ლიდერის პოზიციონირებას გლობალურ ვიდეო ბაზარზე.

MX1-ი ითანამშრომლებს წამყვან მედია ბიზნესებთან იმისათვის, რომ გარდაქმნას კონტენტი შესაბამისად და ხელმისაწვდომი გახადოს ის ფართო აუდიტორიისათვის მსოფლიო მასშტაბით, ამასთან, მისცეს მაყურებელს ისეთი ვიდეო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ოპტიმიზირებული კონტენტის მართვა და სადისტრიბუციო მომსახურებები.

MX1 მოახდენს 1000-ზე მეტი სატელევიზიო არხის ტრანსლაციას და მიწოდებას მომხმარებლამდე, 440 არხის playout სერვისის მართვასა და 120-ზე მეტი წამყვანი VOD (ვიდეო მოთხოვნით) პლატფორმისათვის სინდიკატური კონტენტის მიწოდებას. ამჟამად, მსოფლიოში ახალი კომპანიის 16 ოფისია წარმოდგენილი, რომელშიც ექვსი სახელმწიფო მედია ცენტრი ფუნქციონირებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანთან იყოს დაკავშირებული.

MX1-ის აღმასრულებელ დირექტორად ავი კოენი დაინიშნა, რომელიც ადრე კომპანია „RR MEDIA”-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. გერმანიაში HD პლატფორმაზე პასუხისმგებელი SES-ის კიდევ ერთ შვილობილ კომპანია - HD PLUS-თან ერთად, MX1 გახდება “SES Media Solutions”-ის ნაწილი, რომელსაც ვილფრიდ ურნერი უხელმძღვანელებს.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ი გამოიყენებს ძირითად ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებას იმისათვის, რომ განავითაროს და გააფართოვოს შეთავაზებული პროდუქტების პორტფელი“ - აღნიშნავს ვილფრიდ ურნერი, „SES Media Solutions“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com

SES-ი O3b ქსელების100%-იანი წილის მფლობელი ხდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 16:50

O3b ქსელების შეძენა და სრული კონსოლიდაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან არის მოსალოდნელია SES-ის ზრდის ტემპთან ერთად კომპანიის შემოსავლებიც მოიმატებს და 2021 წლისათვის 106 მლნ ევროს შეადგენს

ლუქსემბურგი, 4 ივლისი, 2016 წ. – SES S.A.-ი (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) აცხადებს, რომ 2016 წლის 1 ივლისს კომპანიამ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობა მიიღო, გამოეცხადებინა ტენდერი O3b ქსელების შესყიდვასთან დაკავშირებით და წამოეყენებინა გარკვეული შეთავაზებები აქციონერებისათვის. აქციონერების ნაწილმა მიიღო SES-ის შეთავაზება, ხოლო ისინი, ვინც ტენდერში არ იღებდნენ მონაწილეობას, წილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებენ. გარიგების დასრულება სავარაუდოდ, ამა წლის 1 აგვისტოსათვის არის დაგეგმილი.

SES-ი 730 მლნ-ი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, არსებული 49.1%-იანი წილის 100%-მდე გასაზრდელად; გარიგების განხორციელების შემთხვევაში, SES-ი მოახდენს 1.2 მლრდ აშშ დოლარის კონსოლიდაციას, რაც მთლიანად მიმართული იქნება O3b ქსელების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხებისა და წარმოშობილი ვალების ანაზღაურებაზე.
O3b-ს უნიკალური და გლობალური მაღალი გამტარიანობის მქონე ქსელი აფართოებს SES-ის გლობალური დაფარვის არეალს და სატელიტურ სერვისებს, ამასთანავე ხელს უწყობს და აძლიერებს SES-ის მდგრადი ზრდის ტემპს.

გარიგება უზრუნველყოფს SES-ის მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული თანხების გარკვეულწილად დაბრუნებას. გარდა ამისა, SES-ი 2017 წლისათვის გეგმავს წლიური 53 მილიონი ევროს გენერირებას კომერციული, ოპერაციული, პროდუქტების განვითარებისა და ფინანსური საქმიანობის სინერგიის გზით, რომელიც გაიზრდება წლიურ 106 მილიონ ევრომდე 2021 წლისათვის.

კარიმ მიშელ საბბაჰი, SES-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების 100%-იანი წილის ფლობა კომპანიისათვის მეტად მომგებიანი იქნება, როგორც სტრატეგიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.”

პადრეგ მაკკარტი, SES-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების – ყველაზე სწრაფად მზარდი სატელიტური ქსელის შეძენა - მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში; ასევე, მოსალოდნელია კომპანიის შემოსავლების ზრდა 32 მლნ-დან 36 მლნ აშშ დოლარამდე ყოველწლიურად, მხოლოდ სატელიტური ბიზნესიდან. ვიმედოვნებთ, რომ ორივე - SES-ი და O3b მიიღებენ სარგებელს მოსალოდნელი შერწყმისგან.“

SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com

2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა, - „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 16:51

„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები - ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულ განცხადებას „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებენ. 
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების,  ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის ანგარიშზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან”  და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან” გარკვეული თანხა გადაირიცხა.

„საირმე მინერალ ვოთერი“ ოქროს რეიტინგის ტოპ-ხუთეულშია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 18:18

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსს“ გადაეცა სერტიფიკატი „წლის ექსპორტიორი”, რომელიც საწარმოებს ენიჭება განსაკუთრებული ეკონომიკური მიღწევებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ეფექტური საქმიანობისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტებისა და ნოვატორობისაკენ სწრაფვისთვის.

„მიუხედავად მაკროეკონომიკური ფაქტორებისა, კომპანიამ ბაზრის დივერსიფიკაციისა და სწორი საექსპორტო პოლიტიკის  ხარჯზე მოახერხა, გაყიდვების გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ექსპორტი ოთხ ახალ ქვეყანაში განვახორციელეთ: საუდის არაბეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ისრაელი. ჩვენი კომპანია 2015 წლის საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, ოქროს რეიტინგის ტოპ-ხუთეულშია, კრიტერიუმით ექსპორტ-იმპორტის მოცულობა“- აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო გვანცელაძე.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერს“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს. კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული, რომლთა გაყიდვების მოცულობა დღითიდღე იზრდება როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. დღეს „საირმე მინერალ ვოთერს“-ს თავისი პროდუქცია მსოფლიოს 17-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, რითაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ დატკბნენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.

 

თურქულ კომპანიას მესტიის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:22

მესტიაში Heli-skiing ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქოავიაციისსააგენტომ“დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარეწლის მარტიდან აპრილისჩათვლითმესტიისსაკურორტოზონაში ოპერირებისგანხორციელებისთაობაზე.

 ვერტმფრენების კომპანიამესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ „SkiGeorgia“ ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

„Heli-Skiing”-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისადასნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფებისვერტმრენებით გაუკვალავთოვლშიგადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

 საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე  სამოქალაქო ავიაციის სააგენტომიმდინარე  წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ისა  და ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, უცხოელი ტურისტების მოზიდვას ქვეყნის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 

კომპანია Visa-ს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახალი რეგიონალური მენეჯერი ეყოლება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 21:29

კომპანია Visa (NYSE:V), გლობალური ლიდერი გადახდების სფეროში, დღეს ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დმიტრო კრეპაკი დაინიშნა უკრაინის, საქართველოს და სომხეთის რეგიონალურ მენეჯერად. დმიტრო ამ დრომდე უკრაინის რეგიონალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი მას  კომპანიის რეორგანიზებული გუნდის მართვა დაევალება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც.  
“საქართველოს და სომხეთის უკრაინასთან გაერთიანება, ერთიან მენეჯმენტის სისტემაში,  თითოეული ქვეყნისათვის იქნება უდიდესი  სარგებლის მომტანი, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა  გადახდების ახალი ტექნოლოგიების სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და ისარგებლონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ერთიანი მენეჯმენტის გუნდის არსებობიდან გამომდინარე“, აცხადებს მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „საქართველო და უკრაინა რეგიონში ყველაზე  წარმატებულები აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს სამივე ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სავაჭრო პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო დააჩქარონ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ფულის უფრო საიმედო, უსაფრთხო და ინოვაციური გადახდის ფორმების დანერგვა და პოპულარიზაცია“.   
დმიტრო კრეპაკი პასუხისმგებელი იქნება უკრაინის, საქართველოს და სომხეთის  ერთიანი სტრატეგიის, ბიზნეს განვითარების, რესურსების ოპტიმიზაციის და კლიენტებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან  ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე, რათა მოხდეს უნაღდო გადახდების სფეროს განვითარება სამივე ქყეყანაში.
დმიტრო კიევის რეგიონალური ოფისიდან გაარძელებს მუშაობას და ხშირად ექნება საქმიანი ვიზიტები საქართველოსა და სომხეთში. კომპანია Visa-ს ძლიერი გუნდი ჰყავს კიევსა და თბილისში, რომლებიც გააგრძელებენ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებას სამივე ქვეყანაში.
კრეპაკს აქვს 15 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება რუსეთში, უკრაინასა და აშშ-ში საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებით. ის კომპანია Visa-ში გადმოსვლამდე მუშაობდა კრედობანკში, ქ. ლვოვში (PKO Bank Polski Group), სადაც ის აღმასრულებელი დირექტორის/მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა 3 წლის განმავლობაში. ხოლო მანამდე კი, დმიტრო ექვსი წლის განმავლობაში სათავეში ედგა პირველი უკრაინული საერთაშორისო ბანკის  და „Raiffaisen Bank Aval“-ის საცალო ბიზნესის, სტრატეგიის და პროექტების განვითარებას და განხორციელებას.

ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ:
Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.corporate.visa.com

ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენით მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გერმანულ კომპანიაზე „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია  „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.  

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, „Heli-skiing” ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური