PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 10:54

2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა.  მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები  საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის  ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.  

PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 10:18

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.  სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემდეგაც შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის გენერალურმა მენეჯერმა გონგ ჟიჰუიმ მოაწერეს.

კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის ბაზარზე 64 წელია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით - 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 10:54

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს.

ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება.

გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია,  ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და  სხვ.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს.

გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 ივნისი 2018 12:48

PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება.

Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს.

მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას.

„მშრალი შამპუნი  უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში.  

Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში  PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.

კომპანია „ანდრიცის“ (ANDRITZ) პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 18:02

2018 წლის 7 ივნისს, სასტუმრო „რედისონში“, ჰიდროელექტროსადგურების ელექტრო-მექანიკური დანადგარების მწარმოებელმა მსოფლიოს წამყვანმა ავსტრიულმა კომპანიამ ANDRITZ („ანდრიცი“), არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ანდრიცის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ავსტრიის ელჩმა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, საჯარო, კერძო სექტორის და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.

პრეზენტაციის ფარგლებში „ანდრიცის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ჰიდროენერგეტიკის სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებები გააცნეს. ასევე მიმოიხილეს ენერგეტიკის გლობალური ბაზრის ტენდენციები და სფეროში არსებული გამოწვევები. „ანდრიცთან“ თანამშრომლობის გამოცდილებასა და კომპანიის ტექნოლოგიების უპირატესობებზე კლიენტი კომპანიების, „დარიალი ჰესის“ და „ხობი 2 ჰესის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კომპანია „ანდრიცი“ საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორში უკვე 70 წელია მოღვაწეობს. საქართველოში პირველი პროექტი 1950 წელს („სოხუმი ჰესი“) განახორციელეს.

2012 წელს კომპანიამ ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოში „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა 108 მგვტ სიმძლავრის „დარიალი ჰესია“, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს გაეშვა და დღეს წარმატებით ოპერირებს.

ქვეყანაში 70 წლიანი მოღვაწეობის შედეგად „ანდრიცის“ მიერ სხვადასხვა პროექტში დამონტაჟებული ტურბინების ჯამური სიმძლავრე 349 მგვტ.-ს აღწევს. მიმდინარე პროექტებში კი დაგეგმილია ჯამურად 350 მგვტ სიმძლავრის ტურბინების ინსტალაცია.

ანდრიცის შესახებ:

„ანდრიცის“ სათავო ოფისი ავსტრიაში მდებარეობს, ხოლო მისი საწარმოო, სერვისის და გაყიდვების წარმომადგენლობები მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. კომპანია გამოირჩევა გლობალური მიღწევების კუთხით. „ანდრიცს“ გააჩნია 175 წლიანი გამოცდილება ჰესებისთვის ტურბინების დიზაინის შექმნის მიმართულებით. მსოფლიო მასშტაბით დამონტაჟებული და რეაბილიტირებული აქვს 31,600 ტურბინა - ჯამური სიმძლავრით 430,000 მგვტ. კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა კი 25,800-ს უტოლდება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოში კომპანია „ანდრიცის“ ჩართულობით განხორციელდა (ჯამურად 349 მგვტ):

  • 1950 - 19 მგვტ სოხუმი ჰესი - სამი 6.3 მგვტ Francis ტურბინა
  • 1951 - 114 მგვტ ხრამი ჰესი - სამი 38 მგვტ Pelton ტურბინა
  • 1952 - 21 მგვტ ჩითახევი ჰესი - სამი 7 მგვტ Francis ტურბინა
  • 1960 - 46 მგვტ გუმათი ჰესი - ოთხი 11.5 მგვტ Kaplan ტურბინა
  • 1997 - 21 მგვტ ტყიბული/ძევრულა ჰესი - ერთი 21 მგვტ Francis ტურბინა
  • 2013 - 9.2 მგვტ ახმეტა ჰესი - ორი 4.6 მგვტ Francis ტურბინა
  • 2015 - 1.9 მგვტ სტორი ჰესი - ერთი 1.9 მგვტ Francis ტურბინა
  • 2015 - 146 მგვტ ვარდნილი ჰესი - ორი 73 მგვტ Kaplan ტურბინის მართვის სისტემის უზრუნველყოფა
    • 2016 - 4.6 მგვტ საგურამო ჰესი - ორი 2.3 მგვტ Francis ტურბინა
    • 2016 - 108 მგვტ დარიალი ჰესი - სამი 36 მგვტ Pelton ტურბინა

მიმდინარე პროექტებია (ჯამურად 350 მგვტ):

  • 3.7 მგვტ ავანი ჰესი - ორი 1.85 მგვტ Pelton ტურბინა
  • 2.2 მგვტ დაშბაში ჰესი - ერთი 2.2 მგვტ Francis ტურბინა
  • 1.3 მგვტ ოროზმანი ჰესი - ერთი 1.3 მგვტ Pelton ტურბინა
  • 5.4 მგვტ ხადორი 3 ჰესი - ორი 2.7 მგვტ Francis ტურბინა
  • 21.9 მგვტ ზოტი 1 ჰესი - ერთი 21.9 მგვტ Pelton ტურბინა
  • 25 მგვტ ზოტი 2 ჰესი - ორი 12.5 მგვტ Pelton ტურბინა
  • 288 მგვტ ნენსკრა ჰესი - სამი 96 მგვტ Pelton ტურბინა

ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ GOOGLE და FACEBOOK–ი ინფორმაციით მანიპულირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 13:32

გერმანიის (68%), აშშის (60%) და იტალიის (60%) მოსახლეობის უმეტესობა და ასევე საფრანგეთისა (57%) და დიდი ბრიტანეთის (54%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევსრომ Google, Facebook– და სხვა ინტერნეტგიგანტები ალგორითმებს პოლიტიკური მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულირებისთვის იყენებენგამოკითხვა  საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnikთვის პროექტ „Sputnik.მნენიას ფარგლებში კომპანია Ifop–მა ჩაატარა.

მათი წილივინც თვლისრომ ინფორმაციარომელსაც  Google, Facebook და სხვა მსხვილი კორპორაციები  წარმოადგენენობიექტური დამიუკერძოებელიასაკმაოდ მცირეა  აღნიშნულ მოსაზრებას ფრანგებისა და გერმანელების მხოლოდ 11%, ბრიტანელების 13%, იტალიელების 15% დაამერიკელების 16% ემხრობიანკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა გამოკითხვაში მონაწილე გერმანელების 21%ამერიკელების 24%იტალიელების25%ფრანგების 32% და ბრიტანელების 33%.

ამასთანსაფრანგეთსა და აშშში უმეტესად ახალგაზრდები მიიჩნევენრომ საერთაშორისო ინტერნეტგიგანტები ინფორმაციით მანიპულირებენ. 35 წელსქვემოთ ასაკის ადამიანების წილირომლებიც მსგავს მანიპულაციას შესაძლებლად მიიჩნევენსაფრანგეთში 62% და აშშში 71%იაიტალიასა და დიდბრიტანეთში კი ვითარება პირიქითაააქ  კომპანიების მხრიდან ალგორითმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ყველაზე ხშირად უფროსითაობის წარმომადგენლები უშვებენ.

კიდევ ერთი ტენდენცია მდგომარეობს იმაშირომ ყველა ოთხივე ქვეყანაში ინტერნეტკომპანიების მხრიდან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასშესაძლებლად მიიჩნევენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებიაშშსა და გერმანიაში ამ აზრს ემხრობა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 70%ზე მეტიდიდი ბრიტანეთსა და იტალიაში 69% და 64%.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა  22-27 მარტს ჩაატარამასში მონაწილეობა მიიღო 18 წელსზემოთ ასაკის 5029 რესპონდენტმა საფრანგეთიდანგერმანიიდანიტალიიდანდიდი ბრიტანეთიდან და აშშდან.  შერჩევა მოსახლეობას სქესისასაკისადა გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენსმაქსიმალური ცდომილება 3,1%- შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიასშესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობაპროექტის პარტნიორები არიან ცნობილიკვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. Sputnik.მნენიასფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიაქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

Sputnik-საქართველომ (sputnik-georgia.comქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყოსააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებსქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს.  „Sputnik-საქართველოარის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილიSputnik- მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზეანალოგურ და ციფრულრადიომაუწყებლობასმობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებშიმისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემაინგლისურარაბულესპანურ და ჩინურ ენებზე.

ნერგების ფესტივალი-2018-ის ფარგლებში თბილისში 108 ნერგი დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 მარტი 2018 16:09

დღეს, 12 მარტს, თბილისში, ვარკეთილის მე–4 მიკრორაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ნერგების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ჩინეთის სავაჭრო პალატის და GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო 108 ნერგი, რომელიც თბილისს საჩუქრად ჩინეთის სავაჭრო პალატისა და ჩინური კომპანიებისგან გადაეცა. ფესტივალში სულ 18 ჩინური კომპანია იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ მის სამშობლოში ნერგების დარგვის დღეს ყოველწლიურად, 12 მარტს აღნიშნავენ და უკვე მეორე წელია, რაც ეს ღონისძიება თბილისშიც იმართება.

„ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შარშან, 12 მარტს, ჩინეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩავატარეთ ნერგების პირველი ფესტივალი და დედაქალაქს ფიჭვის 112 ნერგი ვაჩუქეთ. რამდენიმე დღის წინ, საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის გამწვანების მნიშვნელობას.

ამდენად, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად წელსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ჩინური ანდაზის მიხედვით, წინაპრების მიერ დარგული ხეების ჩრდილს მომავალი თაობები ეფარებიან. იმედი მაქვს, რომ ეს ხეები კიდევ უფრო გაალამაზებს თბილისს და ჩინურ-ქართული მარადიული ურთიერთობების სიმბოლო იქნება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

გამწავანების აქციის საინფორმაციო მხარდამჭერა უზრუნველყვეს რადიოებმა „შოკოლადი“, „JAKO FM” და “LIFE FM”, ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ჟურნალი „National Geographic საქართველო“. თბილისის მერიის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს, GBTIMES Georgia–ს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თორნიკე გვაზავას თქმით, იგი მოხარულია, რომ მეორედ იღებს მონაწილეობას თბილისის გამწვანების აქციაში და ეროვნული სატყეო სააგენტო მზად არის, მომავალშიც დადგეს ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც გარემოზე ზრუნვის შესანიშნავ მაგალითს იძლევა. ნერგების ფესტივალი-2018 ვარკეთილის სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტით დასრულდა.   

ვასო კაპანაძე

მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:45

მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს, ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

ინგლისურმა, Gem Diamonds-ის სამთომომპოვებელმა კომპანიამ მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ალმასი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ლესოტოში აღმოაჩინა, რომლის წონაც 910 კარატია და მისი ფასი, 40 მილიონი დოლარი.  კომპანიიდან გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ალმასი მსოფლიოში იშვიათია.

 

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს, - აცხადებს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 11:57

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს. ამის შესახებ კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჰანსიურგენ ოვერშტოლცმა თბილისში გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცი თბილისში ყოველწლიურ შეკრებაზე ჩამოვიდა, და კომპანიის წინასაფინანსო წლის საქმიანობის ძირითადი მიღწევები და შედეგები წარმოადგინა. მან 2016 წლის მონაცემები დადებითად შეაფასა და 2017 წლის მოლოდინებზეც დაწვრილებით ისაუბრა. მისივე თქმით, 5 წლის წინ საქართველოზე გაკეთებულმა მოლოდინმა გაამართლა, და დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. ამის შედეგია, ის რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც კომპანია Bosch-ი თავის საქმიანობას აფართოებს.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცის თქმით, 2016 საფინანსო წელს დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინაში და საქართველოში ტექნოლოგიების და მომსახურებების მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიმწოდებლის, - “Bosch”-ის ჯგუფის ბრუნვამ 1,2 მლრდ. ევრო შეადგინა. „საქართველოში 2016 წლის გაყიდვების ზრდა 3-ჯერ აღემატება მთლიანს მსოფლიო ბაზარზე (+3.6%; €73.მლრდ). არასრული 2017 წლის სტატისტიკით ზრდა + 10%-ია და კომპანია წლის დასრულებას ორნიშნა მაჩვენებლით ვარაუდობს“, - აღნიშნა კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში.
როგორც ბრიფინგზე საქართველოში მოღვაწე “Robert Bosch Ltd.-ს კომერციულმა დირექტორმა დევიდ ოქერმა განაცხადა, პოზიტიურ როლი შეასრულა თბილისის აეროპორტის მახლობლად არსებული საწყობით მუშაობამ, რის ხარჯზეც 2 წლის განმავლობაში ელექტროხელსაწყოების დისტრიბუცია 5-ჯერ გაიზარდა. მთლიანობაში, “Bosch” ჯგუფის ბრუნვა საქართველოში 2016 წელს იყო 15 მლნ ევრო, 2017 წელს კი სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი 17 მლნ ევროს მიაღწევს. მისივე ინფორმაციით, ზრდა ძირითადად, ელექტროხელსაწყოების გაყიდვების ხარჯზეა.
დ. ოქერმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემული ზრდის მიუხედავად, საქართველოში ქარხნის აშენება არ განიხილება. ჰანსიუნგერ ოვერშტოლცის თქმით კი, კომპანია სტანდარტს და ტრადიციებს არ არღვევს, რომლის თანახმად ქარხნის გეოგრაფია გაყიდვების 50%-იან პროპორციაში უნდა იყოს. „კომპანია Bosch ცდილობს გახდეს ლიდერი ნივთების ინტერნეტის სფეროში, ვინაიდან კომპანია ამ სეგმენტში ხედავს უდიდეს პოტენციალს ბიზნესის განვითარებისთვის ინტელექტუალური ციფრული დამხმარეების ხარჯზე. ნივთების ინტერნეტი ხდება ინდივიდუალური. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვაქციოთ ქსელური ტექნოლოგიები უფრო პერსონალიზირებული“, - აღნიშნავს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლებიდან გაუმჯობესდა Bosch-ის პროდუქციის სერვისული მომსახურება, გაიხსნა ავტორიზირებული სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებებს.
კომპანია Bosch-ი წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვან გლობალურ პროვაიდერს, რომელიც მოღვაწეობს საავტომობილო გადაწყვეტილებების, ენერგეტიკის, სამშენებლო / სამრეწველო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებში. კომპანია ასევე აქტიურად საქმიანობს საავტომობილო, ენერგეო–სამშენებლო, სამრეწველო ტექნოლოგიების და ფართო მოხმარების საგნების დარგებში. დღეისთვის კომპანია Bosch–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შემდები კომპანიები არიან: საყოფაცხოვრებო პროდუქცია - „ელიტ ელექტრონიქსი“; საავტომობილო სფერო - „თეგეტა მოტორსი“ და „იტა“; გათბობა-კონდიცირება - „ქებული“. Bosch-ის“ ელექტროხელსაწყოები კი წარმოდგენილია საქართველოს მთელი მასშტაბით, ქვეყნის 80-მდე სპეციალიზირებულ სავაჭრო ქსელში, მათ შორის „ჯეოგრუპი“, „ბოში გრუპი“, „გორგია“, „დომინო“ და „ბრიკორამა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1886 წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ შტუტგარტში დაარსებული კომპანია დღეს ერთ-ერთი უმსხვილესია მთელს მსოფლიოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ცეკვის კომპანია ქენდუკო: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს თერაპია არაა – ეს ხელოვნებაა

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 22:55
დიდი ბრიტანეთიდან თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ცეკვის დასი იყო ჩამოსული. იგი საქართველოში – ასევე აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში – ბრიტანეთის საბჭომ მოიწვია. ამ შემოქმედებითი პროექტის უნიკალურობა ისაა, რომ დასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე მოცეკვავეები არიან გაერთიანებული. ქენდუკოს წარმატების ფორმულა საკუთარ სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, ცეკვის კომპანია ქენდუკო (ინგლისურიდან: "can do" – „შემიძლია, გავაკეთო“) უკვე მეოთხედი საუკუნეა, წარმატებით გამოდის სცენაზე. კოლექტივი 1991 წელს დააარსეს მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფებმა სელესტ დანდეკერმა და ადამ ბენჯამინმა – როგორც ცეკვის წრე.აქ კვირაში ერთხელ დადიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ოცნებობდნენ, ეცეკვათ. თავად სელესტ დანდეკერი ინვალიდის ეტლს უბედური შემთხვევის მერე მიეჯაჭვა. მან ძალიან მალე შენიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და დანარჩენ სამყაროს შორის უზარმაზარი ბარიერებია აღმართული, და უდიდესი მონდომებითა და ენთუზიაზმით იწყო ინკლუზიურობის იდეების გატარება ხელოვნებაში, კერძოდ, თანამედროვე ცეკვებში. სულ მალე დასი, რომელმაც თავის საქმიანობაში ჩართო მრავალი პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იქცა პროფესიულ ცეკვის ანსამბლად, რომელიც მაყურებელს დასამახსოვრებელ, შთამბეჭდავ და შემოქმედებით წარმოდგენებს სთავაზობდა. დღეს ქენდუკო არა მხოლოდ სამშობლოშია ცნობილი, არამედ მთელ მსოფლიოში კულტურ ინტეგრირებულ თეატრად არის მიჩნეული. 2012 წელს ჯგუფ ქოლდფლეისთან ერთად გამოდიოდა ლონდონში პარაოლიმპიური თამაშების დახურვაზე, ხოლო 2015 წელს მოიპოვა ბრიტანული თეატრალური პრემია (The UK Theatre Award) ნომინაციაში „მიღწევები ცეკვაში“. „ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია შემოქმედებითობა და ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ადამიანის სხეულსა და შესაძლებლობზეა ფოკუსირებული. ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი ოსტატობისა და შესაძლებლობის დახვეწაზე, ერთმანეთში შთაგონებას ვპოულობთ და მუდმივად ვვითარდებით. შემოქმედებითი შთაგონების უმთავრესი წყარო სწორედ ჩვენი მრავალფეროვნება და განსხვავებულობაა“, – ამბობს თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი სტაინ ნილსენი (Stine Nilsen). თერაპიიდან ხელოვნებამდე ცეკვა – ეს თავისუფლებაა, რომელიც ყველას უკიდეგანო შესაძლებლობებს უხსნის. ქენდუკო არ ცნობს უთანასწორობას, მათ შორის, არც სამედიცინო თვალსაზრისით. მისი მოცეკვავეები მათი საშემსრულებლო ოსტატობის, ძალის, მოხერხებულობის, ნიჭის და არტისტულობის თვალსაზრისით თანასწორი ადამიანები არიან. და ამას ცხადყოფენ თავიანთ ყოველ დადგმაში, რომელიც სავსეა რთული ნომრებით, ლამის აკრობატული გამძლეობითა და ვარჯიშით რომ მიიღწევა, უზადო სიმსუბუქით და ხელოვნების მაცოცხლებელი, კათარზისის მომტანი მშვენიერებით. ამ ინკლუზიური კოლექტივის მხატვრული ხელმძღვანელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასი თერაპიული მიმართულებისაა, და ამტკიცებს, რომ ქენდუკო არის არა თერაპია, არამედ – ნამდვილი ხელოვნება: „ჩვენ ვინმეს კი არ ვეხმარებით, ჩვენ ვქმნით ხელოვნებას და აგვყავს ის უმაღლეს დონეზე, ჩვენი მეთოდები განუწყვეტელი სწავლა და სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულქმნაა“. მოცემულ ეტაპზე ცეკვის კომპანია ქენდუკოში შვიდი მუდმივი მოცეკვავეა. ესენი არიან: მეგან არმიშოუ (Megan Armishaw) და ადამ გეინი (Adam Gain) ლონდონიდან, ჯოელ ბრაუნი აშშ-დან (Joel Brown), ტანია ერხარტი (Tanja Erhart) ავსტრიიდან, ჯეისონ მაბანა (Jason Mabana) ბელგიიდან, ლორა პატე (Laura Petay) საფრანგეთიდან და დანიელი ტოკე ბონი სტრენდბაი (Toke Boni Strandby). ყოველ მათგანს საკუთარი პირადი ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ საერთო მიზანი: ყველას დაანახონ, რომ ცეკვა შეუძლია ნებისმიერს, მისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად. ბრიტანული ჯგუფი მუდმივად ვითარდრება, ატარებს პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს, თანამშრომლობს სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებთან და დაინტერესებულ ადამიანებთან. და, მრავალი სიძნელის მიუხედავად, რომელთა შორისაა ინკლუზიურ პროექტში მუშაობის დაწყების სიძნელე, აგრეთვე ის, რომ მაყურებელი ერთგვარად უარყოფითად აღიქვამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანების მონაწილეობით წარმოდგენილ დადგმას, მთელი ეს 25 წელიწადი თეატრი ერთგულად იცავს თავის დევიზს: „ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, ბრწყინვალედ უნდა ვაკეთოთ!“ საქართველო მაგალითს ქენდუკოსგან იღებს საქართველოში 2017 წლის მონაცემებით დაახლოებით 125-130 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. და თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ეს ადამიანები სტიგმატიზირებულები იყვნენ და ნაკლებად მონაწილეობდნენ ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახლა ვითარება ნელ-ნელა უკეთესდება. „ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს რწმენა უნდა ჩავუნერგოთ, მათ უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალა. მაშინ მათ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი და სტიმული გაუჩნდებათ და ამ გზით ბევრი ბარიერი მოეხსნებათ. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს, ის მზადაა, ყველანაირად მხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს: კიდევაც მოისმინოს და კიდევაც დააფინანსოს მათი წინადადებები და პროექტები“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი შოთა მაღლაკელიძე. როდესაც ბრიტანული ცეკვის კომპანია ქენდუკომ თბილისში თავისი პირველი წარმოდგენა გამართა, ინკლუზიური ცეკვის დასის შემოქმედებამ ქართველ მაყურებელზე ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მალე საქართველოს დედაქალაქში ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ფედერაცია შეიქმნა. დღეს ეს კოლექტივი წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანაში და უცხოეთში გამართულ პროფესიულ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იღებს. წელს კი ფედერაცია გეგმავს, გარდაიქმნეს ინკლუზიურ ცეკვის თეატრად, რომელიც არა მხოლოდ ჩართავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს თანამედროვე ცეკვის ხელოვნებაში, არამედ ამ ხელოვნებას მთელ მსოფლიოსაც გაუზიარებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური