ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 17:52

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ  გამჭვირვალედ;  უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, 73 საოლქო და  3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი და პროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკის კოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობის პრინციპზე - გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთ ძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრენინგი მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 11:47

მედიასთან კომუნიკაციის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ტრენინგი გაიარეს.

სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ გახსნეს. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სანდო, დროული, ზუსტი ინფორმაციის გაცემა მედიასთან ეფექტური ურთიერთობის არსებითი საფუძველია.

მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ტრენინგის მონაწილეებს ჟერომ ლეღო და განაცხადა, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეები რეგიონებში არჩევნების სახეს წარმოადგენენ და მედიის წარმომადგენლებთან მათი ეფექტური კომუნიკაცია საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებსა და ინტერვიუს მიცემის ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ  და ფონდის ექსპერტმა თამარ მამულაშვილმა ჩაატარეს.

3 დღიან ტრენინგი ცესკომ IFES-ის მხარდაჭერით განხორციელა.

 

 

 

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომებისა და თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის არჩევის პროცესის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 11:09

2017 წლის 19, 20 და 21 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა. სხდომები, ყველა - 3,634 უბანზე ჩატარდა[1].

კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა  კომისიების თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი აირჩიეს.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. 13 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ  950-მდე უბანში (საარჩევნო უბნების 26%) აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების მიმდინარეობას. სხდომებს ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ხოლო რამდენიმე საარჩევნო უბანში სხდომის პროცესი გააშუქეს მედიასაშუალებებმაც.

უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. გასაჩივრდა მხოლოდ ერთი სხდომის ოქმი (ოქმის შევსების წესისა და შინაარსის დარღვევის გამო), შედეგად, შენიშვნა გამოეცხადათ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის (კრწანისის #19 საუბნო საარჩევნო კომისია) თავმჯდომარესა და მდივანს.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 13 წევრიანი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ უფლებამოსილი პარტიები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობიდან ხელმძღვანელ პირებად არჩევის უფლებრივი შესაძლებლობა და პირობები თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ წევრზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. თავმჯდომარის/მოადგილის/მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება  აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს და გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.  

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან,  კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს 3,410 პირი (94%), მოადგილედ - 3,123 (86%), ხოლო მდივნის პოზიციაზე - 3,235 (89 %).

რაც შეეხება უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მათგან თავმჯდომარე/მოადგილე/მდივნის პოზიციაზე არჩეულ პირთა სტატისტიკა შემდეგია:

პარტია, რომელმაც დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები

თავმჯდომარე

მოადგილე

მდივანი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

 

198 (5.44 %)

 

409 (11.2%)

 

251 (6.9%)

 

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"

 

23 (0.6%)

 

66 (1.8%)

 

100 (2.7%)

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"

 

2 (0.05%)

 

8 (0.22%)

 

12 (0.3%)

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

 

1 (0.02%)

 

7 (0.19%)

 

8 (0.22)

 

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

 

0

 

8 (0.22%)

 

12 (0.3%)

 

"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"

 

0

8 (0.22%)

 

6 (0.16%)

 

"ევროპული საქართველო"

 

0

 

5 (0.13%)

 

10 (0.27%)

 

3, 634 საუბნო საარჩევნო კომისიის 47 147 წევრიდან 33, 659 (71.4%) არის ქალი და 13, 488 (28. 6%) კაცი. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევების შედეგების გენდერული სტატისტიკა შემდეგია:

თავმჯდომარე

ქალი 2273 (62.55%)

კაცი 1361 (37.45%)

მოადგილე

ქალი 2301 (63.32%)

კაცი 1333 (36.68%)

მდივანი

ქალი 3346 (92.07%)

კაცი 288 (7.93%)

[1] 19 სექტემბერს სხდომები 69 საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიმართა, 20 სექტემბერს - 2,367 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 21 სექტემბერს - 1,198 საუბნო საარჩევნო კომისიაში.

შეწყალების კომისიის თავჯდომარეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 16:31

შეწყალების კომისიის თავჯდომარეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. დღეს ზვიად ქორიძის დაკითხვა უნდა გაგრძელდეს ინფორმაციაზე, რომელიც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ გაავრცელა კორუფციულ საქმეებსა და პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე. 

ადვოკატის ინფორმაციით, ქორიძე მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს. 

საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:32

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში, გლდანის მე-6  მ/რ-ში და მოსკოვის გამზირზე  მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლებზე გამაგრება-გაძლიერების მე-2 ეტაპის და გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩასატარებელ სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას დაუჭირეს მხარი.

დღესვე, კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. 

გაერთიანებული კომისიების სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების, ქონების მართვის სააგეტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური