დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 10:58

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ანკარა კვლავაც გააგრძლებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
ორმხრივი ურთიერთობის კონტექტსში მხარეებიმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს  საქართველო-თურქეთს შორის  მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა საბჭოს მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ანკარაში გაიმართება.  
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის ჩართულობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საქართველო და თურქეთი ასრულებენ სამხრეთ  დერეფნის განვითარების პროცესში. ამ მხრივ ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს და მისი იმპელემნტაციის მნიშვნელობას. ქართული მხარე ასევ მიესალმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის პროექტის გახსნას.

მინისტრმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ესუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერისათვის.
თურქმა კოლეგამ კიდევ ერთხელ მიულოცა დავით ზალკალინს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა. ეს გახლდათ მინისტრის პოზიციიდან კოლეგების პირველი შეხვედრა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით. 

საუდის არაბეთში მასწავლებელმა 6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 14:32

საუდის არაბეთის ჯიზანის პროვინციაში მასწავლებელმა  6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. პოლიციმ შემთხვევის ადგილი გადაკეტა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.  

თინა ხიდაშელი გერმანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:29

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე იმსჯელეს. 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩეველმა ქრისტოფ ჰოისგენმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა  ვიზალიბერალიზაცია იყო.

გიორგი კვირიკაშვილი სან-მარინოელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 13:17

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-მარინოელ კოლეგას შეხვდა. პასკუალე ვალენტინმა და გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

ყურადღება დაეთმო სავაჭრო- ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. 

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური