ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

საქართველოში ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:16

5 მარტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებმა ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაათვალიერეს და მასში არსებულ სერვისებს გაეცნენ. ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე, თბილისის პრესტიჟულ უბანში - კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

ახალ შენობაში, რომლის სრულად გახსნა 18 მარტს იგეგმება, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა ამოქმედდება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს. საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა გერმანიაში გაიარეს სტაჟირება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან - „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის საჯარო ლექცია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 10:17

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სეულის უნივერსიტეტს, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკა ინოვას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების, კვლევის, პერსონალის გადამზადების, ერთობლივი კლინიკური, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით.

შეხვედრაზე გაიმართა სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექცია „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“, რომელზეც მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო თავისი ხედვა და რეკომენდაციები საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 10:54

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს.

ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება.

გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია,  ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და  სხვ.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს.

გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

უბედური შემთხვევა დიღომში

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 მარტი 2018 13:11

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა. ამის შესახებ სამაშველო სამსახური იტყობინება. დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაჰყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად.

დავით როსტომაშვილი ინგოროყვას კლინიკაში რჩება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 13:32

იუმორისტი დავით როსტომაშვილი კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ოჯახის მოთხოვნიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ. 
დავით როსტომაშვილს თავს ყაჩაღობის მიზნით გუშინ დაესხნენ. თავდამსხმელებიდან ერთი საპატრულო პოლიციამ გუშინვე დააკავა. მეორე კი სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ჯოხი ჩაარტყეს. 

"მე გარეთ გამიშვეს" - რას ამბობს გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი გოგოს მეუღლე?

გამოქვეყნებულია ვიდეო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 18:11

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა.  ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა „რუსთავში“ ამომრჩევლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 11:03

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა „რუსთავის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ,,ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც  ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით,   ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა პაატა მხეიძემ.

 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

 „რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

“დავიწყე ყვირილი და ისტერიკა, მამაჩემი გავაგდე ოთახიდან“ – ევა ბარბაქაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:28

შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკაში მამასთან შეხვედრას იხსენებს. როგორც ბარბაქაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მან მამა პალატიდან გააგდო.
„როდესაც საავადმყოფოში გონზე მოვედი, დედაჩემი თავს დამტრიალებდა, თურმე მამაჩემიც მოსული იყო. ამ დროს ისეთი სიტუაცია იყო, რომ დედაჩემი 1 საათით უნდა გასულიყო თავის დასაბანად. მამაჩემი დარჩა ჩემთან და დამიწყო გამოკითხვა, მკითხა ეს გადმოვარდნა არ ყოფილა ხო? გადმოგაგდეს ხო? და ასეთი კითხვები… მაშინვე დავიწყე ყვირილი და ისტერიკა, მამაჩემი გავაგდე ოთახიდან“ , – წერს ევა ბარბაქაძე ფეისბუქის გვერდზე.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ალვანში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 13:43

ალვანში გაიხსნა ახალი ვეტერინარული კლინიკა, რომელიც ვაშლოვანის საძოვრებზე მობალახე ცხვარს მოემსახურება. ახალი კლინიკა ვეტერინარული მომსახურების იმ ერთიანი სისტემის ნაწილია, რომელიც პოტენციურად 30 ათასამდე ცხვარს მოემსახურება.

კლინიკის დამფუძნებელია კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური