დავით კირკიტაძე ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 17:29

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. 
დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომელიც მიწერილია გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანთან. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება. 
„ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 
მისივე განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგად ხდებოდა დანიშვნა და გათავისუფლება დირექტორების და მასწავლებლების. 
დავით კირკიტაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ ჩაერევა მსგავს პროცესებში. 

კირკიტაძე წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 18:15

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ძმა, ირაკლი კირკიტაძე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კირკიტაძის ადვოკატმა შესაბამისი განცხადება სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიტანა, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

“არ არსებობს არ ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ირაკლი კირკიტაძე იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

გამოძიება დაკავებულს მოქმედი პოლიციელის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

ირაკლი კირკიტაძის დაკავებას ის და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:01

შინაგან სამეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კ. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური