კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 16:11

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

 

1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

 

ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

 მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინ

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

თბილისში, 2 მაისს იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 10:14

თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“, 2019 წლის 2-5 მაისს, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

2019 წლის 27 აპრილი, თბილისი - 2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“ (მ. კოსტავას ქუჩა # 36/1), 2-დან 5 მაისამდე. კინოფილმები იქნება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები ხელისაწვდომია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: Official Facebook page of the festival .

ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018)  ჩვენებით, რომელიც გაიმართება 2 მაისს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. მოგვიანებით, 3-5 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (რეჟისორ ვოლოდიმერ ტიხის მხატვრული ფილმი, 2017 წელი),  “ვულკანი” (რეჟისორ ტომან ბონდარჩუკის მხატვრული ფილმი, 2018 წელი), კომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული), „როდესაც ხეები ეცემიან“ (მარუსია ნიკიტიუკის ფილმი, 2018) და რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები).

უკრაინული კინოფესტივალის 5-წლიანი ისტორიის ტრადიციის კვალდაკვალ, სპეციალური პროგრამა მომზადდა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შემდეგი თანამედროვე ფილმების ნახვა: „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

საფესტივალო ფილმების ბილეთები სიმბოლურ 1 ლარად ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: biletebi.ge, tkt.ge და kinoafisha.ge. შესაბამისად, თავისუფალი ადგილებისთვის რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

ფესტივალის მთავარი პროგრამის გარდა, 4 მაისს, 14:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკა და დარია პოლუნინა ბავშვებისთვის ჩაატარებენ მსახიობის ვორკშოპს. ეს ღონისძიება ბავშვებს ჩართავს კინოს მაგიურ სამყაროში და მათ მისცემს მსახიობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ღონისძიების ორგანიზატორის მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, უკრაინულ კინოს სამყაროს გაცნობას და ფესტივალიდან რაღაც განსაკუთრებულს წაღებას“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით.

ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=380515422541700 

SOFA- ევროპული კინო აგენტების ტრეინინგი 2017 წელს საქართველოში ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 01 მაისი 2017 12:38

2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამაგის ფარგლებში, საქართველოში 2017 წლის 30-5 მაისს, ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი და წახალისებული პროექტი - „SOFA - School of Film Agents - კინოაგენტების სკოლა“. SOFA არის პროფესიული ვორკშოფი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად.

2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამაგის ფარგლებში, საქართველოში 2017 წლის 30-5 მაისს, ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი და წახალისებული პროექტი - „SOFA - School of Film Agents - კინოაგენტების სკოლა“. SOFA არის პროფესიული ვორკშოფი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად.

„SOFA კინო აგენტების სკოლა“ 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილეებს, ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და დახვეწონ მათი საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მონიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელი შექმნა, ბელორუსიაში კინო- კანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.

აღნიშნული ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და საქართველოს ტერიტორიას კურირებს.

მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უკვე ხუთი წელია მასპინძლობს „SOFA - School of Film Agents", ხოლო პროგრამის „Creative Europe“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში „SOFA“-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. ამას გარდა,  ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინო ინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების ეგიდით.

“კულტურას არ აქვს საზღვრები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კულტურის პოლიტიკამ მუდმივად შეინარჩუნოს ეს მოცემულობა. ჩვენი მეზობლების მიერ მოყოლილი ამბების გააზრება, მათი მოსაზრებების გათვითცნობიერება სხვაგვარად დაგვანახებს საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შედეგად შეგვიძლია გავაცნობიეროთ 21-ე საუკუნის გამოწვევები და პრობლემატიკა. კინო, როგორც ხელოვნების ფორმა ყველაზე მძლავრად უწყობს ხელს მსგავსი იმიჯის დანახვას. ზუსტად ამიტომ, SOFA-ს ტრეინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წვრთნის მომავლის კინო აგენტებს და ქმნის მათთვის ძლიერ პროფესიულ ქსელს. მონაწილეები მომავალში ხელს შეუწყობენ ევროპული კინოს განვითარებას; ეს კი მოგვაძებნინებს რთული გამოწვევების გადაწყვეტის გასაღებს. განსაკუთრებით მახარებს ფაქტი რომ ეს უორქშოფი საქართველოში ტარდება გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში. დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ამ ტრეინინგს და მის ხელმძღვანელს, ნიკოლაი ნიკიტინს” - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის და კომინიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანდრეას გორგენი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:

1) 02.04.2017 16.45 სთ SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა - პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება.

ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)

მოდერატორი: კინოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი

ადგილი: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი

2) 04.04.2017 11.00 სთ

შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან.

თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების

შერჩევის პირობები 2017 წლისათვის

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16

 

 

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური