ცოტნე სულთანიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:58

საქართველოს ნაკრების წევრი კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილი (61 კგ) WKN-ის ვერსიით ფულკონტაქტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა 12-რაუნდიან ფინალურ ბრძოლაში ფრანგი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯონათან პასტორინი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული და ქამარი დაისაკუთრა. 

თბილისმა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 17:52

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს, "კოლხეთის თასს" უმასპინძლა K-1 დისციპლინაში. "კოლხეთის თასი" საქართველოში მე-5 ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სარბიელზე, პრესტიჟულ ტურნირებზე მივლინებაა, სადაც ისინი ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

"კოლხეთის თასის" გათამაშების ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის კიკბოქსიორებმა. ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი დასკვნითი ორთაბრძოლები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს. ბოლო პერიოდში დაიწყო კომერციული ტურნირების ჩატარებაც, რაც სპორტის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან სპორტული ტურიზმისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია. ასეთი ტურნირები ჩვენი გულშემატკივრისთვის ახალი, საინტერესო სანახაობაა. თავად სპორტსმენებს კი საშუალება აქვთ საქართველოში თავის გამოჩენის შემდეგ, ძალები საზღვარგარეთ მოსინჯონ და დიდი გამცდილებაც მიიღონ".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური