კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 13:54

კიბერუსაფრთხოების ბიუროში შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპის სარდლობის J-6 დეპარტამენტისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიბერშესაძლებლობების შეფასება და სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა წარმოადგენს.

აშშ-ის ევროპის სარდლობის J-6 დეპარტამენტისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ უმასპინძლა და ბიუროს საქმიანობა პრეზენტაციის ფორმატში გააცნო. ანდრია გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობას გაამყარებს.
ამერიკულმა მხარემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.

„ვიზიტის მიზანია ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის პარტნიორობის განმტკიცება. ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობას და გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში. გამოვნახოთ გზები და დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიოს პროგრესს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში, ასევე კრიტიკული ინფორმაციისა და საინფორმაციო სისტემების დაცვაში კიბერშეტევების დროს, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს მტრული ძალების მიერ, თავდაცვის სამინისტროს მისიის განხორციელების ხელის შეშლის მიზნით“,- განაცხადა აშშ-ის ევროპის სარდლობის J-6 დეპარტამენტის დაგეგმვისა და ჩართულობის ცენტრის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ოფიცერმა კარლოს ევერფილდმა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის და გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

თავდაცვის აკადემიაში კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 16:42

კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები გაიმართა თავდაცვის აკადემიაში. იმიტერებული სწავლება საჯარო და კერძო ირგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. 

ღონისძიება მიზნად ისახავს კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადებას. 

ქართველი ატაშეები კიბერუსაფრთხოების ბიუროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:02

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა  უცხო ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა.

ანდრია გოცირიძემ   უცხოეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლებს ბიუროს საქმიანობა გააცნო და კიბერსივრცის ზოგადი მახასიათებლების, კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების, ძირითადი გამოწვევებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ახალი  მიდგომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბიუროს დირექტორმა  საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივ  სწავლებებში  მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში გატარებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით კი ატაშეები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამუშაო პროცესს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური