ქართველების შეხედულებები პირადი ფინანსების, ოჯახის და კარიერის შესახებ: 2020 წლის მონაცემები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 15:01

Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივმა კვლევამ გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების უნიკალური თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში

თბილისი, აგვისტო, 2020 – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media CIS, რომელიც Edelman-ის პარტნიორია, კვლევით სააგენტო Info Sapiens-თან თანამშრომლობით, წარადგინა კვლევა საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის ცხოვრების სტილისა და ფინანსური ხედვების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ ეს კომპანიები. Noblet Media CIS და Info Sapiens ამგვარ კვლევებს 2009-2013 წლებშიც ატარებდნენ და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ამ მონაცემების განახლება.

2020 წლის დასაწყისმა ცალსახად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით - იგი შეანელა და უფრო მოქნილი გახადა. თუმცა, რეალურად შეცვალა კი ამან მომხმარებლების ღირებულებები, გლობალური მიზნები და ოცნებები? ისინი უფრო ერთიანები გახდნენ ან გაითავისეს დამატებითი პასუხისმგებლობა? 2020 წლის აპრილში ჩატარებული ეს კვლევა ასახავს იმ ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტს, რომლებიც ტონს აძლევენ ექვსი სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებას.

„მრავალი წლის მანძილზე აღნიშნულ ექვს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ საკომუნიკაციო სერვისებით, თვალს ვადევნებთ გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების გავლენას მომხმარებლების ქცევაზე“, - აღნიშნა Noblet Media CIS-ის დირექტორმა ჟენია პანკრატიევამ. „ნათელია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2020 წელს ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის, პანდემიამ, კითხვის ნიშნები გააჩინა კომუნიკაციის ყველა საშუალებასა და არხთან დაკავშირებით. აღნიშნული კვლევის შედეგები კომპანიებს დაეხმარება მათი მომხმარებლების განწყობების უკეთ გაგებასა და თითოეული ბაზრისთვის სწორი სტრატეგიის შერჩევაში“.

კვლევა იყოფა რამდენიმე ბლოკად. გთავაზობთ ქართული და დანარჩენი ხუთი ქვეყნის ბაზრების მთავარ მიგნებებს:

1. პიროვნული მიზნები და კარიერული შესაძლებლობები. სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%). სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს - ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია.

 2. პირადი ბიუჯეტი და ხარჯები. ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%). საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, ქართველები ბანკში ამჯობინებენ ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას.

3. კორონავირუსი. ყველა მოქალაქე პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგა. ბიზნესებმა, მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად სცადეს ვირუსის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელება და თავიანთი მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. გამოკითხული მოქალაქეების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროებია ექიმები სხვა ქვეყნებიდან (72%) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (71%). კითხვაზე, თუ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე მეტად რომელს ენდობიან, ქართველებმა თითქმის თანაბრად მიუთითეს ექიმები სხვა ქვეყნებიდან (26%), ნაცნობები და კოლეგები (26%), ჯანდაცვის ორგანოები (25%) და ოჯახი (25%), ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (34%).

ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ.

ანნა შევჩენკო, Noblet Media CIS-ის რეგიონული დირექტორი: „კვლევა აჩვენებს, რომ დანარჩენი ხუთი ქვეყნის მსგავსად, საშუალო და ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქართველების დიდი უმრავლესობის მიზანია შემდეგი 10 წლის მანძილზე ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამავე დროს, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მიღწევა, გუნდის ნაწილად ყოფნის განცდა და მეგობრებთან თავისუფალი დროის გატარება ქართველი მომხმარებლის პორტრეტის უნიკალური თავისებურებებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი პანდემიის კრიზისმა ვერ შეძლო მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ღირებულებების გაუფერულება.

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში - უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე. კვლევის სრული მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com

Noblet Media CIS-ის შესახებ

Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში - უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე ექსპერტიზას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com ან ფეისბუქის გვერდზე.https://www.facebook.com/NobletMediacis/

Info Sapiens-ის შესახებ

კვლევითი კომპანია Info Sapiens http://sapiens.com.ua/ სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის), ქცევების გაზომვებისა და მეორადი წყაროებიდან მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებლების კვლევითი ბიზნესის ნაწილის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტ კლიენტთან. 2019 წელს უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ადგილობრივი კვლევითი კომპანია. Info Sapiens იცავს ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

 

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ევროკავშირის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 ივნისი 2020 15:40

ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია, და ის არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობა რესპონდენტების უმრავლესობა (60%) აღმოსავლეთ სამეზობლოში.
მთელი რეგიონის მოქალაქეთა ორი მესამედი (70%) თვლის, რომ ურთიერთობები ევროკავშირს და მათ ქვეყანას შორის არის “კარგი”. აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
ეს არის რამდენიმე შედეგი 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.
ეს კვლევები აფასებს ევროკავშირის ზოგად აღქმას, მასთან დაკავშირებულ ფასეულობებს, ურთიერთობებს ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ეფექტურობას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე - COVID-19-ის კრიზისის დაწყებამდე - და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ამონარჩევში თითოეულ ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაცია:  

ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

 

 

 

 

2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020 10:50

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში. ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

ძირითადი შედეგები:

• საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

• საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

• საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.

• საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ბმულები:

• საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:
o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-georgia
o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-gruziya
o GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo

• რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა):


o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview
o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-regionalnyy-obzor

ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის/საქართველო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 23:12

2018 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ფარგლებში საქართველოში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 1,000-კაციან რეპრეზენტატიულ ამონარჩევში. ქვემოთ მოცემულია ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკაში და ანგარიშში, რომელთა ლინკები ასევე მოცემულია ქვემოთ.

ძირითადი შედეგები

  • საქართველოს მოსახლეობის 49%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.
  • საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს - 63%-ს.
  • საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი  2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).
  • საქართველოს მოსახლეობის 67%-მა (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

 ლინკები

საქართველო ანგარიში და ინფოგრაფიკა 2018:https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-sakartvelo

რეგიონული მიმოხილვა 2018 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-regionuli-mimokhilva

წანამძღვრები

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2018 წლის მარტ/აპრილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები ტარდება უკვე სამი წელია; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

კონტაქტი:

სილვია გრანტი
ჯგუფის ხელმძღვანელი და კამპანიის კოორდინატორი

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო 
ურთიერთობა უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: კავშირი მოქალაქეებთან მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის ღია სამეზობლოს პროგრამა)
@: JLIB_HTML_CLOAKING

ვებსაიტი: www.euneighbours.eu
მოგვყევით საიტზე 
პროექტს ახორციელებს 
კონსორციუმი Ecorys-ის ხელმძღვანელობით 

ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 17:46

ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში, 2017 წ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის რეპრეზენტატიული კვლევა საქართველოში, რომელიც დაფუძნებული იყო 1000 ადამიანთან პირისპირ ჩატარებულ ინტერვიუზე. ქვემოთ მოცემულია კვლევის  ძირითადი შედეგები - დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინფოგრაფიკებსა და ანგარიშებში ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით.

კვლევის ძირითადი შედეგები

  • საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, სადაც მოსახლეობის 59%-ი  დადებითი აზრისაა ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
  • საქართველოს მოქალაქეთა 83% დადებითი აზრისაა ევროკავშირთან არსებული ურთიერთობების შესახებ - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 75% იყო შარშან, რაც საგრძნობლად აღემატება რეგიონში არსებულ იმავე საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.  
  • საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც აღემატებაგაეროს (56%) და ნატოს (54%) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
  • საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მათი თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია (ეს მაჩვენებელი 59% იყო 2016 წელს, მაშინ როდესაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელი  53%-ს შეადგენდა).

ბმულები

2017 წლის ანგარიში, საქართველო  - ინფოგრაფიკა, საქართველო, 2017 წ: http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-georgia  

რეგიონული მიმოხილვა (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2017-regional-overview

ზოგადი ინფორმაცია

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“  ინიციატივით 2017 წლის მარტი-მაისის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, კვლევის პირველი ეტაპი კი 2016 წელს განხორციელდა. 

 

გერმანიის ლაბორატორიის დასკვნით ჩვილთა სათამაშოები პსპ-ს აფთიაქში ევროპულ ნორმებს შეესაბამება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 16:36

მომხმარებლის ინეტრესების დაცვაზე ორიენტირებული სათამაშოების ხარისხის კვლევა momkhmarebeli.ge-ს  ორგანიზებით 2016 წლის ბოლოს ჩატარდა.  კვლევის ფარგლებში პსპ-ს აფთიაქში შეძენილი ჩვილთა მოვლის საშუალებები გერმანიაში სათამაშოების უსაფრთოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის მიზანი იყო სათამაშოების უსაფრთხოების ქიმიურ მახასიათებლებზე შემოწმება.  პსპ-ში შეძენილ ყველა სათამაშოზე ლაბორატორიის დასკვნა დადაებითია -  შეესაბამება ევროპულ ნორმებს.

“PSP 23 წელია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია, სათამაშოებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დასკვნაც ამის ნათელი დასტურია. ამერიკული საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი Nuby-ს ყველა პროდუქტი უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და თავისუფალი მავნე ნივთიერება ბისფენოლA-სგან. მაღალი ხარისხის ინოვაციური პროდუქცია შექმნილია პატარების უსაფრთოებისა და ჯანსაღი პირისღრუს განვითარების უზრუნველსაყოფად”-აცხადებენ PSP -ში. 

35 წელია „ნუბის“ მრავაფეროვანი და ფერადი საბავშო პროდუქცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში წარმოადგენს ბავშვებისა და მშობლების საყვარელ პროდუქტს. ამერიკული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ნუბის“ პროდუქტეცია „PSP“-ს სააფთიაქო ქსელში 7 წელზე მეტია ხელმისაწვდომია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

მომზადებულია © მომხმარებელი-ge ვებ-გვერდისმასალაზე დაყრდნობით  

გამოკითხულთა 64% თვლის, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს - NDI-ის კვლევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 12:47

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% თვლის, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. 

18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

NDI-ის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 10:20

NDI-ის  კვლევის შედეგები  დღეს გამოქვეყნდება. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ და „სი-არ-არ-სი საქართველო“ მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. 

კვლევა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 141 პირი გამოიკითხა.

 

 

კვლევა - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:15

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში, - არნიშნულთან დაკავშირებით,  არასამთავრობო ორგანიზაციამ,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ კვლევა გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში აღწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც პოლიციელების მხრიდან ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტები ვლინდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და საფრთხედ  მინისტრის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლებაა დასახელებული. 

პაატა ბურჭულაძემ პარტიების რეიტინგების კვლევა შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 17:47

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისივიე თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დაძლევაც არის პრიორიტეტული საზოგადოებისათვის. „ჩვენ ის ძალა ვართ, რომელსაც შეუძლია და აუცილებლად მოსპობს საქართველოში უმუშევრობას, სიღარიბეს და შიშს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური