ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - კახი კალაძის ჩაშლილი შეხვედრა რესტორანში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 21:42

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან "ბარაკონში" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ "კურიერი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.

მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი დიდი ნაწილი დასაბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ჯერ კიდევ დარბაზში იმყოფებიან.

10-მდე პირმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ იუბილარი იყო, დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ რესტორანში დაბადების დღეზე იყვნენ მისულები. მათ არ გაუსაჯაროებიათ, რომელი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კახი კალაძისა და ანუკა არეშიძის უფროსი შვილის ახალმა ვარცხნილობამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 23:42

ახი კალაძის და ანუკა არეშიძის ოჯახი ხშირად ხვდება სხვაფასხვა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში და ეს არცაა გასაკვირი.

ენერგეტიკის მინისტრს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. შვილები გარეგნობით ძალიან ჰგვანან მშობლებს. უფროსი ბიჭი, ლევანი, როგორც ამბობენ, მამას უფრო ჰგავს.

ანუკა არეშიძემ და კახი კალაძემ სოციალურ ქსელში უფროსი შვილის, ლევანის ფოტო ატვირთეს, სადაც ის ახალი ვარცხნილობითაა.

„უსიმპატიურესიააა“.

„რომ გაიზრდება, ეს რა იქნებაა“. 

„რა ბავშვიაა, დახატული“.

„უსიმპატიურესოო“, ვკითხულობთ ლევან კალაძის ფოტოს კომენტარებში. 

Rating

Rating

ანუკი არეშიძემ დახვეწილი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ გაიბრწყინა (ფოტოკოლაჟი)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:27

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მეუღლე , დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან წყვილად ითვლება. ანუკის დახვეწილი სტილი კი, განსაკუთრებით თვალშისაცემია, ოფიციალურ მიღებებსა და ღონისძიებებზე.

 

ანუკი არეშიძემ თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით, სოციალური ქსელის მომხმარებლები კვლავ აალაპარაკა. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"-ს გახსნაზე ქართველმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ამაზე ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოც მეტყველებს.

 

"გაზპრომთან" დაკავშირებით დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები" - კახი კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 16:10

ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე ენერგეტიკულ თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რუსული გავლენები და რუსული პოლიტიკა.

საუბარი შეეხო რუსულ ენერგო კომპანია გაზპრომს და მის გავლენებს რეგიონში. აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახი კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაზპრომთანმოლაპარაკებით, ქართული ინტერესები არ დაზარალებულა.

„კითხვა იყო დასმული ბატონი კანდელაკისგან, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი. გაზპრომთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები. ის, რაც საქართველომ გააკეთა იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ენერგო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც თბილისში მიმდინარე ფორუმს ესწრებიან.

„ენერგო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოების. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც მთავრობას ჰქონდა არც თუ სწორი სტრატეგიული პრიორიტეტი გაზპრომისშემოყვანისა რეგიონში, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ამ პროცესის შეჩერება მოხდა,“ - განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ბათუ ქუთელიამ.

„კორცხელის ძალადობის ავტორი კახი კალაძეა“ - მიხეილ მაჭავარიანი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 მაისი 2016 12:09

„კალაძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არის ამ ძალადობის ავტორი, ცდილობს ახლა სიტუაციიდან გამოძვრეს. ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ შიგნითაც დაპირისპირებაა, თვითონ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ამ ფაქტს, მაგრამ კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, არწმუნებს მათ, რომ თუ ახლა ეს მოძალადეები დაისჯებიან, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არცერთი ასეთი მოძალადე მათ გვერდით აღარ დაუდგებათ. საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ჩვენ პოლიტიკური ლიდერები მივავლინეთ რაიონებში, რომ იქ სიტუაცია ყოფილიყო სტაბილური. კორცხელში დაგეგმილი იყო პროვოკაცია. 9 მანქანით ჩავიდნენ მოძალადეები იქ. ჩვენ გვაქვს 100%-იანი ინფორმაცია, რომ ვინც ამ ჯგუფს ტელეფონით ხელმძღვანელობდა, იყო კალაძესთან და ის იღებდა გადაწყვეტილებას. ეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ ამკვიდრებს კრიმინალურ სიტუაციას.“ - განაცხადა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს.

 

კახი კალაძის მოსმენა პარლამეტში კამათის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 14:25

ენერგეტიკის სფეროშია რსებული მდგომარეობა, „გაზპრომთანმიმდინარე მოლაპარაკებები და განხორციელებული პროექტები, - რამდენიმე  საათია ამ და სხვა საკითხებზე დეპუტატებს ინფორმაციას ენერგეტიკის მინიტრი აწვდისდარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.პირველი დაპირისპირება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდოამრესა და უმცირესობის წევრებს შორის მოხდა.ხმაური გადასახადების შემცირების შესახებ გაცემულ საარჩევნო დაპირებაზე დასმულ კითხვას მოჰყვა.ამ ეტაპზე კი დაპირისპირება პროცედურული საკითხების ირგვლივ გრძელდება. ოპოზიციისგანცხადებით, მათაინტერესებთ, რატომიყოგასაიდუმლოებულიგაზპრომთანმოლაპარაკებები, რატომ ა რ შესრულდა დანაპირები ტარიფების განახევრების შესახებ და რატომ ვერ ხერხდება სოფლებში გაზიფიცირების პროცესის დასრულება

ირანში კახა კალაძის ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:21

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანის ისლამურ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. 
კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. 
განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში კალაძემ აუდიენცია ასევე გამართა ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებულ ბიზნესმენებთანაც. 

"გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე"-კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 10:27

ენერგეტიკის მინისტრი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოზე ზეწოლა მოსკოვს მხოლოდ "გაზპრომით" შეუძლია და აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ინსტრუმენტები აქვს. კახა კალაძის თქმით რუსეთის ენერგოსისტემაზე საქართველო უკვე წლებია დამოკიდებულია და ეს ურთიერთობები მისმა წინამორბედმა მინისტრებმა დაამყარეს:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია. მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ.

ყველამ თავისი საქმე აკეთოს-კახა კალაძე უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:51

კახა კალაძე მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ შოუს მოწყობისგან. ასეთი კომენტარი გააკეთა ვიცეპრემიერმა უშიშროების დაგეგმილ საბჭოს შეკრებაზე. კალაძის თქმით, კრიზისების საბჭოს სხდომაზე უკვე ყველა საკითხი განხილულია.

ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავრობამ პრეზიდენტის ოთხი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.

„მე არ ვაპირებ შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ეს იქნება მინისტრები თუ პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისი “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:26

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის პირდაპირი ურთიერთობი დამყარდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სახვადასხვა ორგანიზაციებსა და  კომპანიებს შორის, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.
ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა დ საფუძველს ჩაუყრის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებს.“  - განაცხადა კახა კალაძემ.
Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით , 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და  საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური