მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 11:35

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 17:48

პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალსიწინებს, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი.

აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.

კახა კახიშვილმა უნგრეთის პენიტენციური დაწესებულებები დაათვალიერა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 14:19

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა.

კახა კახიშვილი და სამინისტროს დელეგაცია უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის წინასწარი დაკავების დაწესებულებასა და პალჰალმას ციხეს ესტუმრნენ. დაათვალიერეს მონიტორინგის ცენტრი, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და უნგრეთის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

საქართველოს სასჯლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამების შესახებ, რომლებიც დანერგილია უნგრეთის პენიტენციურ დაწესებულებებში. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ უნგრული მხარის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, დაათვალიერეს დაწესებულებების ფერმერული მეურნეობები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი.

ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ბოლო წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. უნგრეთს მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მხრივ არაერთ პროექტს ახორციელებს, ქართული მხარე ამ კუთხით უნგრულ გამოცდილებას გაიზიარებს.

კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს. უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.

კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 15:10

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა, რომელიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ასევე, პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა რუმინელ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.კახა კახიშვილმა ალექსანდრა რალუკა პრუნას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა, მათ შორის, მსჯავრედბულთა დასაქმების ხელშეწყობა.
მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, მსჯავრდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ. 
კახა კახიშვილმა არასაპატიმრო სასჯელების განვითარების მნიშვნელობაზე და ელექტონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ კონტექსში C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები აღინიშნა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მეთოდის დანერგვა და დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გარდაცვალების მკვეთრად შემცირებაა. 

„რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან საინტერესო გაცნობითი ხასიათის შეხვერდა შედგა. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რუმინეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თანამშრომლების ურთიერთგაცვლით პროგრამას დავიწყებთ. როგორც რუმინეთს, ასევე საქართველოს სერიოზული გამოცდილება აქვს და მიმაჩნია, რომ სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად უფრო მარტივად მივაღწევთ იმ სტანდარტებამდე, რომელიც ორივე ქვეყნის ამოცანაა - ევროპული სტანდარტების დანერგვა და იმპლემენტაცია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას კი, ალექსანდრა რალუკა პრუნამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიღწევები პრობაციის სფეროში და განაცხადა, რომ ამ კუთხით საქართველო რუმინეთთან შედარებით უფრო განვითარებულია. 

"შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის პენიტენციური სისტემების შესახებ ვისაუბრეთ. დღევანდელი შეხვედრა რუმინეთსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამაშრომლობის გაგრძელების სიმბოლოა. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ რუმინეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოს მხრადაჭერას ევროპულ გზაზე”, - განაცხადა ალექსანდრა რალუკა პრუნამ.

შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რუმინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყება დაავალა.

კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 17:39

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლად სპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა. დღეს კი, პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობა გამოეცხადა. 
„უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომის შედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს. პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფი დავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით, მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს. 

დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებულ კონფერენციაში კახა კახიშვილიც მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:59

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია  „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, კანადის და სამხრეთ აფრიკის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ყოფილმა და მოქმედმა უფროსებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილება და საქართველოში მსგავსი ორგანოს შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს გამოძიების კონკრეტულ უწყებებში ჩაკეტვა. თანამდებობის პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაული, იმავე უწყებამ არ გამოიძიოს.

„ არ ვარ პროკურატურის პარალელური სტრუქტურის შექმნის მომხრე. ასე ძალიან შორს წავალთ. ჩემთვის წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანო საკუთარი ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და პარალელური საპროკურორო ფუნქციებით. უნდა შეიქმნას ქმედითი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით. საჭიროა მკაცრი საკანონმდებლო გარანტიები, რომ დანაშაული, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებლად იმ უწყებას, სადაც ეს დანაშაული ხდება,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, მონსტრების შექმნით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულები, არამედ არსებული მოდელი უნდა გავმართოთ.

პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს ციხეებში აღარ ხდება სისტემური დანაშაული. აღარ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. 
კანონპროექტის ავტორების თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ კუთხით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

კახა კახიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 18:10

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა.

ჯეიმს ვოლში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიუროს (INL) მუშაობის მიმართულებას კურირებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ესტუმრა.

შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასა და სასჯელაღსრულების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა ამერიკულ მხარეს INL-ის პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის კუთხით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა - ხორციელდება მასშტაბური რეფორმა; გაიხსნა N16-ე დაბალი რისკის დაწესებულება; დაიწყო დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით განაწილების პრაქტიკა; ტრენინგ კურსები გაიარეს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა და სხვა.

„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკული მხარე რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა შეფასებაში და N16-ე დაბალი რისკის დაწესებულებაში სექტორული მართვის (ე.წ იუნით მენეჯმეტის) საკითხში გამოცდილების გაზიარების კუთხით გვიწევს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და პრობაციის სამსახურის რეფორმირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც გაუსვა ხაზი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ მცირე მასშტაბის კაპიტალურ სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმებას, ასევე, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაციას გულისხმობს. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულებს საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ. მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნისა და ამ კუთხით ამერიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დასაქმების გარეშე კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების გამიჯვნა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ მუშაობა და რესოციალიზაციის პროექტებში ჩართვა, ძალიან რთულია. ბუნებრივია, ეს პროცესი, რისკების შეფასებაშიც დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე გაიხსნა N6 მაღალი რისკის დაწესებულება, ახლო მომავალში კი, პრობაციის სააგენტოში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის გახსნა იგეგმება.

კახა კახიშვილმა სისტემის დეპოლიტიზებისა და მისი მდგრადობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სისტემა იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ მასზე მთავრობის ან მენეჯმენტის ცვლილებამ გავლენა ვერ მოახდინოს.

ჯეიმს ვოლში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის იყო სწორედ რისკების მიხედვით გადანაწილება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ასევე, პრობაციის სააგენტოს საქმიანობა. მან მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და მხარდაჭერა გამოხატა.

„სასიამოვნოა, რომ გაქვთ ძალიან ბევრი გეგმა და წარმატებაც სახეზეა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მუშაობთ იმ სამი მიზნის განსახორციელებლად, რომელიც აშშ-ში ვიზიტის დროს დაასახელეთ - მსჯავრდებულთა დასაქმება, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ კუთხით, დადებითი სიახლეების შესახებ მივიღე ინფორმაცია“, - განაცხადა ჯეიმს ვოლშმა და მინისტრს მსჯავრდებულთა მიმართ ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე, სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ჯეიმს ვოლში საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 10 თებერვალს N16 დაბალი რისკის დაწესებულებასაც ეწვევა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 13:04

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა, სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ხულორდავაც მონაწილეობდა. ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებისა და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მათი დასაქმების პერსპექტივებზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უმოკლეს დროში აღმოფხვრა არაადამიანური მოპყრობა. 
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ქართული მხარისთვის საინტერესოა, ის წარმატებული პროგრამები და რეფორმები, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასჯელაღსრულების სფეროში წლებია ხორციელდება. 
„ჩვენს სისტემაში რეფორმები მუდმივად ტარდება. ამ პროცესში ბრიტანეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, მხედველობაში მაქვს კერძო ციხეების, პატიმრების დასაქმებასთან და მსჯავრდებულთა თავისუფლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ბრიტანეთში მსგავსი სახის პროგრამების განხორციელების სერიოზული გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა. 
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების უწყებაში გატარებული რეფორმები და მიღწევები. ელჩი სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა. მან განმეორებითი დანაშაულის რიცხვის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების დადებით მხარეებზეც ისაუბრა. 
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას გამუდმებით ვადევნებ თვალყურს. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო პენიტენციურ სისტემაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის. ძველ და ახალ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრის სურვილია დაეხმაროს პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებაში, უზრუნველყოს მათთვის საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და სამედიცინო მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლების შემდეგ პირის საზოგადოებაში ჯანსაღი ინტეგრირება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. 
მხარეებმა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავალო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

სასჯელაღსრულების მინისტრმა მსჯავდებულებს დამდეგი 2016 წელი მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 10:36

N15 პენიტენციურ დაწესებულებბაში ,,ქართულმა ხმებმა“ მსჯავრდებულისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაესწრო.
კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,ჩვენ შევეცადეთ მსავრდებულებისთვის საახალწლო, საშობაო განწყობა შეგვექმნა. მინდა მთელი სამინისტროს სახელით, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და ოჯახებში დაბრუნებას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარია თავი არ ჩავღუნოთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ“, _განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრმა ,,ქართულ ხმებს“ სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში, ანსაბლ ,,ქართული ხმების“ წევრებმა საკუთარი და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწაროები შეასრულეს. ანსამლის წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,ქართული ხმების“ სახელით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პირადად მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ შესაძლებლობა მოგვცა მსჯავრდებულებისთვის კონცერტი ჩაგვეტარებინა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით მსჯავრდებულების რეაბილიტაციის ხელშეწყობა ხდება და აქტივობების განხორციელება აუცილებელია“, _ განცხადა ,,ქართული ხმების“ წევრმა კახა გრიგალაშვილმა .
პენიტენციური დეპარატამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც იგეგმება.
,,ქართულმა ხმებმა“ ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნეს და ამისთვის მინდა დიდი მალობა გადავუხადო. დღეს ქართული სულისა და ქართული გენის ზეიმი იყო.მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც ჩავატარებთ კონცერტებს“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
მსჯავრდებულებმა სამინისტროსა და პირადად მინისტრს მადლობა გადაუხადეს.
დაწესებულებაში სტუმრობისას მინისტრმა მსჯავრდებულებისგან მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა N15 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მშენებარე ტაძარიც დაათვალიერა, რომელიც მსჯავრდებულების მონაწილეობით იგება.
კახა კახიშვილს მსჯავრდებულება საჩუქრად ხატები და სუვენირები გადასცეს.
დაწესებულების ბიბლიოთეკას კი სამინისტრომ საჩუქრად სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 22:23

საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

 


გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური